გასართობიკრეატივიუცნაური

19 დაუჯერებელი ფაქტი მაიას ცივილიზაციის შესახებ

image

როგორც თქვენთვის ცნობილია, მაიას ცივილიზაცია წინ უსწრებდა აცტეკებს და თავისი არსებობის 2000 წლის განმავლობაში მან რამოდენიმეჯერმე განიცადა აღზევება და დაცემა. სინამდვილეში ის დღესაც არსებობს და თავის ასახვას პოულობს ხალხებში, რომლებიც იუტაკანის ნახევარკუნძულზე ცხოვრობენ.

დღევანდელ პოსტში მინდა შემოგთაზავოთ ცხრამეტი დაუჯერებელი და გასაოცარი ფაქტი ამ უძველესი ხალხების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, დღემდე არ იცოდით.

 

1. მიუხედავად იმისა, რომ მაიას ცივილიზაცია გაანადგურა და მიწასთან გაასწორა პროგრესმა, მექსიკისა და გვატემალის ბევრ სოფელში მაიას კულტურას და ენას შესაშური სიჯიუტით იცავენ.

image

 

2. უკანასკნელი მონაცემებით, იუტაკანის ნახევარკუნძულზე დაახლოებით 7 მილიონამდე მაიას ცივილიზაციის ადამიანი დღესაც ცხოვრობს.

image

3. ზოგიერთი ლინგვისტი თვლის, რომ სიტყვა ზვიგენი (shark) მაიას ენიდან მოდის.

image

 

4. მაიას ხალხები, რომლებიც კოლუმბიაში ცხოვრობდნენ, გამუდმებით ზრუნავდნენ თავიანთი შვილების ფიზიკურ სრულყოფილებაზე. დედები თავიანთ შვილებს შუბლზე ხის დაფას აკრავდნენ, რომ მათ ბრტყელი შუბლი ჰქონოდათ.

image

 

5. მაიას დედები ჩვილების თვალწინ ჰკიდებდნენ რაიმე საგანს და მას გამუდმებით აქანავებდნენ, რომ ბავშვს მისთვის თვალი გაედევნებინა. ამას აკეთებდნენ მანამ, სანამ ბავშვი ელამი არ გახდებოდა – მაიას ხალხებში ეს დიდ პროვილეგიად ითვლებოდა.

image

 

6. ბავშვებს სახელს არქმევდნენ იმ დღის საპატივცემულოდ, როცა ისინი დაიბადნენ.

image

 

7. მაიას მედიცინა საკმაოდ კარგად იყო განვითარებული. ისინი ჭრილობებს ადამიანის თმით კერავდნენ, მათ იცოდნენ კბილების დაბჟენა და ასე განსაჯეთ, პროთეზების დამზადებას კი.

image

 

8. მაიას ხალხებში დღესაცაა შემორჩენილი სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალი. თუმცა ადამიანების მსხვერპლად შეწირვა დიდი ხანია აღარ ხდება. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებულია ქათმების შეწირვა ღმერთებისადმი.

image

 

9. მაიას ხალხები იყენებდნენ ბუნებრივი გაუტკივარების საშუალებებს როგორც მსხვერპლშეწირვის დროს (ჰალუცინოგენების რანგში), ასევე მედიცინაში (ანესთეზიის მიზნით).

image

 

10. ისევე, როგორც აცტეკებს, მაიაც ხალხებსაც ძალიან უყვარდათ ბურთის მეზოამერიკული თამაში, მისი სათამაშო მოედნები ნაპოვნი იქნა ცივილიზაციის ყველა დიდ ქალაქში, ხოლო თავად თამაში ხშირად მთავრდებოდა მსხვერპლის თავის მოკვეთის რიტუალით. უფრო ხშირად ეს მსხვერპლი წაგებული გუნდის მოთამაშე იყო.

image

 

11. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ეს მოკვეთილი თავები ასრულებდა ახალი თამაშის დროს ბურთის როლს.

image

 

12. მაიას კულტურაში საუნა და აბანოები დიდ როლს ასრულებდა.

image

 

13. ტყვეებს, მონებს და მსხვერპლად შესაწირ სხვა ადამიანებს შეწირვის რიტუალის წინ ლურჯ ფერად ღებავდნენ. შემდეგ ისინი მიჰყავდათ ერთ-ერთ პირამიდასთან, სადაც ისრების წვიმას უშენდნენ, ხოლო თუ ამის შემდეგ გული ისევ აგრძელებდა ფეთქვას, საბრალო მსხვერპლს გულს მკერდიდან გლეჯდა ტაძრის მთავარი ქურუმი. ხანდახან ქურუმის დამხმარეები მსხვერპლს ცოცხლად აძრობდნენ ტყავს, შემდეგ ამ ტყავს ქურუმი იცვამდა და სარიტუალო ცეკვას ასრულებდა.

image

 

14. მაიას ხალხებს ერთი-ერთი ყველაზე პროგრესული დამწერლობის სისტემა ჰქონდათ და ისინი წარწერებს ტოვებდნენ ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, მათ შორის შენობების კედლებზე.

image

 

15. ისევე, როგორც აცტეკები, მაიას ხალხებიც არასოდეს იყენებდნენ რკინასა და სხვა ლითონებს. მათი იარაღი დამზადებული იყო ობსიდიანისა და ვულკანური ქანებისაგან.

image

 

16. ბრტყელი შუბლისა და სიელმის გარდა, მაიას მაღალი წრის ხალხები ცხვირებს კაუჭის ფორმას აძლევდნენ სპეციალური დამჭერების საშულებით, ხოლო კბილებს ნეფრიტით უკეთებდნენ ინკრუსტაციას.

image

 

16. კიდევ ერთი ფაქტი კბილების შესახებ: მააის ტომის არისტოკრატი ქალები კბილებს იწვეტებდნენ.

image

 

17. მაია იყო პირველი ცივილიზაცია, რომელმაც გამოიყენა ციფრი 0. შემდეგში ინდოელმა მათემატიკოსებმა ასევე პირველად გამოიყენეს ის, როგორც სიდიდის საზომი რიცხვითი ერთეული.

image

 

18. დაზუსტებით არავის იცის მაიას იმპერიის დაცემის მიზეზები. მეცნიერები ასახელებენ რამოდენიმე შესაძლებელ ვარიანტს – გვალვებიდან და შიმშილობიდან დაწყებული ჭარბი მოსახლეობითა და კლიმატის შეცვლით დასრულებული.

image

 

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close