ოკეანეში გაჩნდა უცნაური ტალღები, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ყველას უკვირს თუ როგორ ჩნდება ეს ტალღა, რომელსაც ვუწოდებთ რიფებს. რიფების წინააღმდეგ გამკლავება მაშველებსაც კი უჭირთ, რადგან ის ძალიან სწრაფია. იმდენად სწრაფია, რომ რთულია მის საწინააღმდეგოდ გაცურვა. ალბათ ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა ზღვაში ან ოკეანეში, როდესაც ვცურავთ წყალის ტალღას შევყავართ, თუმცა აქეთ უფრო ძლიერი ტალღით სანაპიროსკენ გამოვყავართ. რიფებს კი მარტო შევყავართ და ძალიან მალე შესაძლებელია სანაპიროდან 50 მეტრის დაშორებით ავღმოჩნდეთ, ამიტომაც აუცილებელია სიფრთხილე.
ჯერჯერობით ვერ ახერხებენ გაიგონ რიფების გაჩენის მიზეზი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მიქცევა-მოქცევის შედეგად ჩნდება. აუცილებელია დავაკვირდეთ ზღვაში ან ოკეანეში წარწერებს. თუ ვნახავთ ამდაგვარ წარწერებს უნდა დავტოვოთ იაქურობა და თავი ავარიდოთ იმ ტერიტორიაზე ცურვას.
თავის დაღწევა რიფებიდან მაინცდამაინც მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია იცოდეთ, რომ ის ვრცელდება 5 წუთი ან ნაკლები დროის განმავლობაში. აუცილებელია რიფების დინებას გავყვეთ და მის საწინააღმდეგოდ არ ვიცუროთ, რადგან ეს ყოველივე ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს დაღლის გარდა. როცა ტალღა შორ მანძლზე წაგვიღებს და მორჩება რიფების დინება უნდა მოვიკრიბოთ ძალები რათა შევუდგეთ ნაპირისაკენ გამოცურვას. როცა გამოვცურავთ არ შეიძლება წყალში დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კვლავ შესვლა იმიტომ, რომ რიფები შეიძლება იმ ტერიტორიაზე კვლავ და კვლავ განმეორდეს.