უცნაური

დრუიდების ორდენი. ისტორია და მაგია

0c5b9721289d

დრუიდებს უწოდებდნენ კელტური ტომების მასწავლებლებს, შამანებს და ფილოსოფოსებს. ისინი დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წერილობითი წყაროები მათი არსებობის შესახებ არ არსებობს. ჩვენამდე მხოლოდ ლეგენდებმა მოაღწია. არსებობს თეორია, რომ ჩანაწერების გაკეთება უძველესი კელტური ტომების შესახებ უბრალოდ აკრძალული იყო, თუმცაღა შემონახულია ჩანახატები, რომლიდანაც საკმაოდ ბევრი რამის გაგება არის შესაძლებელია.

ჩვენი წარმოდგენით დრუიდები არიან თეთრ სამოსში გამოწყობილი, გრძელი თეთრი წვერის მატარებელი სასულიერო მოღვაწეები. ვინ იყვნენ დრუიდები რეალურად? რა რწმენას ეკუთვნოდნენ ისინი?

თავად სიტყვა “დრუიდს” რამოდენიმე მნიშვნელობა გააჩნია: “სიბრძნე”, “მუხა”, “ცოდნა”. პირველად დრუიდების შესახებ ცნობები ჩვენს ერამდე პირველ საუკუნეში ჩნდება იმ დროის სახელოვანი ფილოსოფოსის და გეოგრაფის პოსიდონის ჩანაწერებში.  დრუიდების ყველაზე დაწვრილებითი აღწერა უილიუს კეისარს ეკუთვნის. რომაელები გალიელებთან ბრძოლებს ჩვენს ერამდე 49–51 წლებში აწარმოებდნენ. იმ დროინდელი მოვლენები აღწერილია “ჩანაწერები გალიის ომის შესახებ”–ში. რომის მმართველი წერდა, რომ გალიელთა მაღალი ფენა დრუიდებისგან შედგებოდნენ და ისინი როგორც რჩეულები წყვეტდნენ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს: ადგენდნენ კანონებს, დამნაშავესთვის გამოჰქონდათ სასჯელი, წყვეტდნენ დავებს . მათ ჰქონდათ სრული უფლება არ გადაეხადათ გადასახადები, თავისუფლები იყვნენ სამხედრო ვალდებულებებისგან. ამასთანავე მათ ევალებოდათ ახალგაზრდების განათლების უზვრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ განათლების პროცესი 20 წელი გრძელდებოდა. დრუიდებს სჯეროდათ, რომ სიკვლიდის შემდეგ ადამიანის სული სხვა სხეულში აგრძელებდა არსებობას. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი იყო ასტრონომია და ფილოსოფია.

bee4b4050f61

დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ დრუიდები რიტუალებისას ადამიანების მსხვერპლშეწირვის გარეშე გადიოდნენ ფონს. მსგავსი რუტიალებისთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა პროდუქტები და ხორბალი. კელტურ ტომებს მიწისქვეშა ცხვორების უფრო მეტად სჯეროდად ვიდრე რეალურის. ისინი თვლიდნენ, რომ ფიზიკური სამყარო მხოლოდ სარკისებული ანარეკლი იყო იქაური ცხოვრების.  ცხოვრება – გამოცდა ჭეშმარიტ სამყაროსთან შერწყმამდე.

კელტური მაგია დაფუძნებული იყო დროსა და სივრცეზე: ახალი წლის ძველთან შეხვედრა, დღის და ღამის შეცვლა, საზღვარი ხმელეთსა და წყალს შორის. ისინი თვლიდნენ, რომ საზღვრები სამყაროთა შორის ამ დროს იმდენად თხელია, რომ ჩვენს სამყაროში შემოიჭრებიან როგორც ღვთაებრივი ასევე ბოროტი სულები, რომელთაც ძალუძთ ადამიანის ცხოვრები კარდინალურად შეცვლა.

Mersy

111

მსგავსი ამბები

Back to top button