გასართობისაკითხავიუცნაური

ანი ჯონსი – წვეროსანი ქალი

ანი ჯონსი თავისი დროის ყველაზე პოპულარული ქალი იყო. ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან მის ჯონსს საკმაოდ სრულფასოვანი წვერი ჰქონდა. თუმცა მხოლოდ ამ განმასხვავებელ ფაქტორს არ განუპირობებია მისი პოპულარობა.  ჯონსმა თავისი სამსახიობო კარიერა 9 თვის ასაკში დაიწყო.

უნგრეთში, ქალაქ მერიონში 1865 წლის 14 ივლისს დაიბადა ანი ჯონსი. თავდაპირველად მშობლები დაბნეულნი იყვნენ: გოგონა წვერებით, თუმცა ძალიან მალე ანომალიის მქონე გოგონას შესახებ ხმები განთქმულ შოუმენამდე ფინის ბარნუმამდე მივიდა. მან ანის დედას 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. “იოლი ფულის” პერსპექტივების გაჩენის შემდეგ გოგონას მშობლებს გაუქრად ყოველგვარი კითხვა გარეგნობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ბარნუმი იყო ცნობილი პიროვნება, მილიონერი და ანომალიების მქონე ადამიანების კოლექციონერი. გოგონას “არენდაში” მშობლები კვირაში 150 დოლარს იღებდნენ, რაც იმ დროში წარმოუდგენელი თანხა იყო და მისი გამომუშავება პრაქტიკულად შეუძლებელ მიზანს წარმოადგენდა. ბარნუმი ასევე იყო ცირკის მფლობელი, რომლის საშუალებითაც დაიწყო გოგონას დემონსტრირება. ამგვარად ანი მოხვდა სახელოვან დასში “უდიდესი შოუ დედამიწაზე”  მანამ სანამ სიარულს ისწავლიდა. მისი სასცენო სახელი იყო ანი ისავი. ისავს უწოდებდნენ ბიბლიურ პერსონაჟს, რომელიც თმიანი დაიბადა.

ახალგაზრდა ქალის ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით. ჯერ კიდევ ბავშვობაში ანი მოტაცებული იქნა კონკურენტების მიერ, რომლებიც კერძო შოუებს დგამდნენ, თუმცა ბარნუმმა მოახერხა გოგონას მოძებნა და უკან უვნებლად დაბრუნება.

რუსეთში ყოფნის ჟამს მის ჯონსს გამოჩენილმა ადგილობრივმა მხატვარმა შესთავაზა დაეხატა ის ქრისტეს იერით, რაზეც მტკიცე და ცივი უარი მიიღო. ენი ორჯერ იყო გათხოვილი. პირველად 1881 წელს რიჩარდ ელიოტთან, რომელმაც მხოლოდ 1885 წლამდე გასტანა. ანი დიდხანს არ ყოფილა განშორებისგან განაწყენებული და მალევე თავისი ცხოვრება ბავშვობის მეგობარს უილიამ დონოვანს დაუკავშირა, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე გარდაიცვალა და ანი დაქვრივდა.

ანი ჯონსი 1902 წლის 22 ოქტომბერს ნიუ იორკში ტუბერკულიოზის გამო გარდაიცვალა. დღემდე მეცნიერებს არ აქვთ პასუხი თუ რა იყო მსგავსი ანომალიის ზუსტი მიზეზი: გენეტიკური დაავადება თუ ჰისრუტიზმი (ჰორმონალური დარღვევა).

loading...
თეგები

Mersy

111

მსგავსი ამბები

Close
Close