მისტიკასაკითხავიუცნაური

10 ნაკლებადცნობილი ფაქტი ვუდუს კულტის შესახებ


10 ნაკლებადცნობილი ფაქტი ვუდუს კულტის შესახებ

ვუდუს სამი სახეობა
არსებობს ვუდუს სამი სახეობა, რომლებთაგანაც თითოეულს სხვადასხვა რეგიონებში იყენებენ. დასავლეთაფრიკული ვუდუს დღეს იყენებს 3 მილიონზე მეტი ადამიანი და პოპულარობით სარგებლობს ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა განა და ბენინი. ლუიზიანური ვუდუ ითვლება ვუდუს უნიკალური ნაირსახეობა, რომელსაც იყენებენ ლუიზიანაში და აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მასზე დიდი გავლენა იქონიეს ესპანურმა და ფრანგულმა მოსახლეობამ. ჰაიტურ ვუდუს კი იყენებენ ჰაიტიში, რომელიც ჩამოყალიბდა საფრანგეთის და ქრისტიანობის გავლენით.

ძლიერი პარალელები ქრისტიანობასთან
ერთი შეხედვით რელიგიას, რომელიც ტრიალებს სულების და წინაპრების კულტის გარშემო ცოტა საერთო აქვს ქრისტიანობასთან, მაგრამ თუკი პარალელებს გავავლებთ დავინახავთ, რომ ვუდუ ტრადიციების და რწმენის მხრივ ძლიერ გავს ქრისტიანობას. ვუდუში სულებს ცენტრალური ადგილი უკავიათ და ამ რელიგიის ბევრ ცენტრალურ ფიგურას ჰყავს ქრისტიანული ანალოგი. მაგალითად, აიდა ვედო არის წმინდა მარიამის ასლი, ლეგმა კი არის წმინდა პეტრეს სარკული გამოსახულება. ვუდუს რელიგიაში მნიშვნელოვან სულებს ეძახიან ლოას, ხოლო ზოგიერთ ადგილებში მათ უწოდებენ კათოლიკე წმინდანების სახელებს. დასავლეთაფრიკულ ვუდუში არის ქრისტიანული რწმენის მსგავსი რწმენა, რომ არსებობს ერთი ღმერთი, რომელიც ყველას მბრძანებელია.

ნებადართულობა კათოლიკური ეკლესიის მიერ
პარალელები ვუდუსა და ქრისტიანობას შორის იმდენად ძლიერია, რომ ამ ორ რელიგიას შორის არანაირი მტრობა არ არის და ზოგიერთ რაიონში ისინი მშვიდობიანად არსებობენ. დღეს ორივე რელიგიის მღვდელები მუშაობენ ერთად, რომ აფრიკას მოუტანონ მშვიდობა და აყვავება, სადაც დაიბადა ვუდუს.

ვუდუს თოჯინები
სწავლულები ამტკიცებენ, რომ ვუდუს თოჯინა ამყარებს კავშირს ადამიანთან, რომელსაც ის სიმბოლიზირებს, მხოლოდ მას შემდეგ როდესაც მას მიაწებებენ ამ ადამიანთან დაკავშირებულ ნივთს: ფოტოგრაფია ან თმის ღერი. ამის გარდა როგორც წერსია ვუდუს თოჯინებს უმატებენ ნიორს და ზოგჯერ ფულსაც კი როგორც შესაწირს სულებს, რომლებიც უნდა შევიდნენ თოჯინაში.

მარი ლავო
მარი ლავო არის ერთ-ერთი სახელი, რომელიც ხშირად უკავშირდება ვუდუს რელიგიას. ის ჯერ კიდევ სიცოცხლეში გახდა ახალი ორლეანის ლეგენდა, ხოლო საუკუნეების განმავლობაში ის გადაიქცა ირრეალურ და სურრეალისტურ პერსონად. მარი ლავოს პირველი ქორწინება დასრულდა მაშინ, როდესაც მისი ქმარი გაქრა უცნაურ პირობებში, ხოლო მეორე გაგრძელდა საუკუნეები და მას აჩუქა 15 შვილი. ერთ-ერთი ქალიშვილი მარი ლავო II გაჰყვა დედამისის კვალს და გახდა ვუდუს მიმდევარი. მარის საჯარო გამოსვლებმა და ვუდუს რიტუალებმა ძლიერ ასწიეს მარი ლავო საზოგადოების თვალში. ასევე უკამათო ფაქტია ის, რომ მარი ეხმარებოდა უსახლკაროებს, მშივრებს და ავადმყოფებს უანგაროდ.

ვუდუს მიმდევრები არიან სულების მსახურნი
ისინი ვინებიც მისდევენ ვუდუს ხშირად ითვლებიან ძლევამოსილ ადამიანებად, რომლებიც ბრძანებებს აძლევენ სულებს, რომ მათი სურვილები შესრულდეს. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ვუდუს მიმდევრები საკუთარ თავებს თვლიან სულების მსახურებად. ისინი სულებს არ აძლევენ ბრძანებებს, არამედ მიაქვთ შესაწირი სულებისთვის და ეკითხხებიან რჩევებს.

განკურნება
სტერეოტიპების გამო ბევრი თვლის, რომ ვუდუ ეს არის ავი რელიგია, რომლის მიმდევრებიც ზიანს აყენებენ თავიანთი მტრების სხეულებს და სულებს. პირიქით, ვუდუ კონცენტრირებულია განკურნებაზე. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიტუალის ჩატარებისა არის ის, რომ სულებს სთხოვონ დაჭრილი და ავადმყოფი ადამიანების განკურნება. ვუდუს ქურუმები აღიარებენ, რომ ისინი ყოვლისშემძლეები არ არიან, როდესაც საქმე მიდის დიაგნოსტიკამდე და განკურნებამდე, ასევე ისინი რეკომენდირებენ თანამედროვე მედიცინას, თუკი თვლიან, რომ თვითონ უძლურნი არიან.

არ არსებობს შავი ან თეთრი მაგია
ბევრ კულტურებში მაგიას ყოფენ შავად და თეთრად. ვუდუში არ აქვს მნიშვნელობა შავს და თეთრს. ამის მაგივრად, როდესაც ბოროტ სულს იძახებს ბოროტი ადამიანი, რომ გააკეთოს რაიმე ცუდი ეწოდება წითელი მაგია. როდესაც მომხმარებელი უფლებას აძლევს ბოროტ ლოას დაიპყროს ის, მისი თვალები წითლდება, რაც მიანიშნებს ბოროტების არსებობაზე.

ვუდუს პანთეონი
კიდევ ერთი მსგავსება ქრისტიანობასთან არის ვუდუს პანთეონი, რომელშიც არის სამი ძირითადი დონე. ყველაზე მაღალი დონე არის ერთიანი ღმერთი, რომელსაც ვერასოდეს მიწვდები. მეორე არის ლოას სულები, რომლებიც მოკვდავებთან მუდმივად ურთიერთქმედებენ. მესამე დონე ეს თვით მოკვდავები არიან. მამა ლეგბა არის ერთ-ერთი მთავარი ლოა, რომელიც თამაშობს შუამავლის როლს ღვთიურ სამყაროსა და მოკვდავების სამყაროს შორის.

გველი
გველი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვუდუს მითოლოგიაში. დამბალა და დანბალა – გველი-ღმერთი, რომელიც არის ვუდუს პანთეონში ყველაზე უხუცესი. ამტკიცებენ, რომ მან შექმნა ეს სამყარო. დამბალა სიმბოლიზირებს ჭეშმარიტებას და გონებას, ასევე არის დაუცველების და პატარა ბავშვების მცველი. ზუსტად მას მიჰყავს მკვდარი ადამიანების სულები სხვა სამყაროში.

მსგავსი ამბები

Close
Close