საკითხავისამხედროუცნაური

ანდრეი ჩიკატილო: საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიში სერიული მკვლელი (16+)

ანდრეი ჩიკატილო (1936–1994)– იგივე  “წითელი მფატრავი”, “როსტოველი მფატრავი”, “მოქალაქე X”… იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე საშიში სერიული მკვლელი. მან ჯამში 53 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და მისი ჩადენილი პირველი დანაშაულის გამო დაიხვრიტა ალექსანდრე კავჩენკო.

ჩიკატილო დაიბადა უკრაინაში, სოფელ იაბლოჩნოეში. ადრეული წლები გაატრა ღარიბ ოჯახში, რომელსაც 1941 წელს ომში წასული, ტყვედჩავარდნილი მამა სირცხვილის უზარმაზარ ლაქად ემჩნეოდა (ტყვეები მიიჩნეოდნენ მოღალატეებად და მშიშრებად). მისი ბავშვობის პერიოდში უკრაინაში გამეფებული შიმშილისას  მისი ძმა მოიტაცეს და შეჭამეს (არ არის დადასტურებული. ასევე ამბობენ, რომ ანდრეის ძმა თავად მშობლებმა მოკლეს იგივე მოტივით).

სავარაუდოდ ჩიკატილო დაიბადა ჰიდროცეფალიით (ასეთი ბავშვები გამოირჩევიან აგრესიულობით), რის გამოც დედა მას ხშირად სჯიდა. სკოლაში თანატოლები ხშირად დასცინოდნენ, თუმცა დინჯი ბავშვი იყო და არც ცუდ მოსწავლედ იხსენებდნენ.

კიდევ ერთი ჭორი არის ანდრეის ბავშვობასთან დაკავშირებით. გერმანული ოკუპაციის დროს, პატარა ანდრეი უყურებდა თუ როგორ ხვრეტდნენ გერმანელები ხალხს. ბავშვების გასაყრელად ჯარისკაცებმა მათ თავებს ზემოთ გახსნეს ცეცხლი. ყველა ბავშვი გაიქცა, ანდრეი კი წაიქცა და გონება დაკარგა. გერმანელებს იგი მკვდარი ეგონათ და დახვრეტილებთან ერთად ორმოში ჩააგდეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა და თუ ეს მართალია, სავარაუდოა, რომ ამ ფაქტმა მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.

ანდრეის დანაშაულების მოტივი ძირითადად სექსიალური იყო. როგორც ცნობილია მას პოტენციასთან ჰქონდა პრობლემები, და აღგზნებას  მხოლოდ მკვლელობისას განიცდიდა. მისმა სექსუალურმა გადახრებმა თვი იჩინა 17 წლის ასაკში, როცა უმცროს დასთან მოსულ სტუმარს გახდა დაუწყო და გოგონას წინააღმდეგობამ აღაგზნო.

1957–1960 წლებში ჩიკატილო შინაგან ჯარებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვებით ყველანაირ დამცირებას განიცდიდა. ზოგი ვერსიით მას, როგორც პასიურ ჰომოსექსუალისტს იყენებდნენ.

მოგვიანებით, როცა განათლება მიიღო ტექნიკუმში და მუშაობა დაიწყო მან ცოლად მოიყვანა თავისი დის მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა. როგორც მოგვიანებით ფედოსიამ მოყვა, ანდრეის იმპოტენცია მათი ცოლქმრობის დასაწყისშივე გამოვლინდა. სქესობრივი კონტაქტი მათ ორ-სამ თვეში ერთხელ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა ფედოსიას 3 შვილი ეყოლა. პირველი ჩვილობისას დაიღუპა. მეორე ვაჟი კი მოგვიანებით რეციდივისტი ბანდიტი გახდა.

ფაილი:Andrej chikatilo.jpg

 

1970 წელს ჩიკატილომ პედაგოგიური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის დაუსწრებელი ფაკულტეტი დაამთავრა და სკოლა ინტერნატში რუსულის მასწავლებლად მოეწყო. მისი მოსწავლეები ამჩნევდნენ ჩიკატილოს სექსუალურ გადახრებს და ხშირად დასცინოდნენ. ერთხელ ბიჭებმა წაასწრეს ანდრეის, როდესაც იგი ცდილობდა მძინარე ბიჭთან ორალური სექსით დამყარებას და სასტიკად ცემეს.

1978 წლის 22 დეკემბერს მან ჩაიდინა პირველი მკვლელობა. მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო. მკვლელობა მოხდა მეჟევომის ქუჩაზე ნომერ 26-ში. ეს სახლი ჩიკატილომ ოჯახისგან ფარულად იყიდა. ის მას მეძავებთან შესახვერდათ იყენებდა. გოგონა მან შეიტყუა იმ დაპირებით რომ საღეჭ რეზინს მისცემდა. მას უბრალოდ თავის გართოდბა უნდოდა, მაგრამ როდესაც მან გახდა დაუწყო გოგონამ ყვირილი მორთო და იმის შიშით რომ არავის გაეგონა ჩიკატილო მას ზემოდან დააწვა და მოგუდა. მსხვერპლის ტანჯვებმა იგი აღაგრძნო და ორგაზმი განაცდევინა. გოგონას გვამი და მისი სასკოლო ჩანთა ჩიკატილომ თავიდან მოიშორა. 24 დეკემბერს გვამი იპოვეს და იმავე დღეს დააპატიმრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე კრავჩენკო, მართალია მას ვერ დაუმტკიცეს ზაკოტნევას მკვლელობა, მაგრამ ის მოგვიანებით დაიჭირეს ქურდობისთვის, ციხეში ის მკვლელთან და ნარკომანთან ერთად ჩასვეს, მათ კრავჩენკო ცემეს და აიძულეს ზაკოტნევას მკვლელობა ეღიარებინა. რის შემდეგად ის დახვრიტეს.

მეორე მკვლელობა სამი წლის შემდეგ მოხდა. მან ტყეში სექსუალური აქტის დამყარების მიზნით წაიყვანა მეძავი. 17 წლის ლარისამ მას დასცინა, როცა გაიგო მისი პრობლემების შესახებ იმპოტენციაზე, ამიტომ მან ის მოკლა. ანდრეიმ მეძავს დანით მიაყენა ჭრილობები, გაგუდა, მკერდი მოაჭამა და პირი მიწით ამოუვსო.

მკვლელობების სერია დაიწყო : 1982 წელს მან საერთო ჯამში 7 ბავშვი მოკლა (9 დან 16 წლამდე). მომავალ მსხვერპლს ის ან ავტობუსის გაჩერებაზე ან ვაგზალზე ხვდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით უახლოვდებოდა მათ (მოკლე გზის ჩვენება, ლეკვები, მარკები, ვიდეომაგნოტოფონები და ა.შ. ) მიჰყავდა ღრმად ტყეში (ზოგჯერ ისინი რამდენიმე კილომეტრსაც გადიოდნენ – ჩიკატილო ყოველთვის წინ მიდიოდა) და საკმარისი მანძილის გავლის შემდეგ მოულოდნელად დანით ესხმოდა თავს.

დამახინჯებულ სხეულებზე 60-მდე ნაჭრილობევს პოულობდნენ, უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ჰქონდათ ცხვირი, ენება, გენიტალიები, მკერდი, ამოთხრილი ჰქონდათ თვალები (ჩიკატილო მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა) მის მსხვერპლთა შორის იყო არაერთი მაწანწალა, ალკოჰოლიკი და გონებრივად ჩამორჩენილი. მსვერპლთან ის იშვიათად ამყარებდა სქესობრივ კავშირს და ორგაზმს  მკვლელობის მომენტში აღწევდა როდესაც ის ასოთი გვამს ეხებოდა.

მსხვერპლთა რაოდენობამ უკვე 32–ს მიაღწია. პირველად საეჭვო ქცევის გამ დააკავეს, თმცა ვერაფაერი დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს. პირველი დაპატიმრების შემდეგ მან კიდევ 21 კაცი მოკლა.

ამბობენ რომ ჩიკატილო დახვრიტეს, თუმცა ინფორმაცია დაუზუსტებელია.

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

თეგები

vampiresonsun

I know a thing or two about thing or two

მსგავსი ამბები

Close
Close