გასართობისაკითხავიუცნაური

11 ნაკლებადცნობილი ფაქტი და იშვიათი ფოტოები “ტიტანიკის” შესახებ


“ტიტანიკი” უნდა გამხდარიყო დიდებული ტრიუმფი, მაგრამ გახდა დიდი ტრაგედია. მისი ისტორია დღემდე ბურუსითაა მოცული, მაგრამ ბევრი ფაქტიც ცნობილია. ამ პოსტში წაიკითხავთ ნაკლებადცნობილ ფაქტებს ლაინერის შესახებ და ნახავთ სურათებს, რომლებიც გადაიღო ხომალდის ერთ-ერთი მგზავრის მამამ – ფრენკ ბრაუნმა.

ფილმი

ტიტანიკის კატასტროფის შესახებ პირველი ფილმი გადაიღეს კატასტროფიდან ერთი თვის შემდეგ. საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ფილმში მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმა, რომლებიც გადაურჩნენ ამ საშინელ ტრაგედიას.

ტიტანიკი და უსაფრთხოება

ტიტანიკი ნამდვილად იყო ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო ხომალდი. ის ყველაზე უსაფრთხო გემი იყო არამხოლოდ მეოცე საუკუნეში არამედ ჩვენს დროშიც. საქმე იმაშია, რომ გათვლების თანახმად თანამედროვე ხომალდებს უფრო მეტი შანსი აქვთ დაეჯახონ აისბერგს.

დეკორატიული ტიტანი

ტიტანიკს ჰქონდა ოთხი გიგანტური გამოსაბოლქვი მილი, მაგრამ ამ ოთხიდან ნამდვილი იყო მხოლოდ სამი, ხოლო მეოთხე კი იყო დეკორაცია.

ციფრების ძალა

იმისათვის, რომ ტიტანიკი ბოლომდე ჩაძირულიყო მას დასჭირდა 2 საათსა და 40 წუთზე მეტი. დოლარის თანამედროვე კურსის მიხედვით ბილეთის ფასი შეადგენდა 100 ათას ამერიკულ დოლარზე მეტს. ფატალური შეჯახება, რომელმაც გამოიწვია კატასტროფა გაგრძელდა 30 წამი. ხომალდზე იყო 16 წყვილი, რომლებიც აღნიშნავდნენ თაფლობის თვეს. 12 ძაღლიდან კი გადარჩა მხოლოდ 3.

მკვლელი აისბერგი

აისბერგს, რომელსაც შეეჯახა ტიტანიკი დიდიხნის განმავლობაში დრიფტაობდა ოკეანეში. ზოგიერთი მონაცემების მიხედვით ის შესაძლოა ყოფილიყო 2 ათასი წლის და მთელი ეს დრო ის დრიფტაობდა ღია ოკეანეში და ნადირობდა გემებზე.

გმირები

ტიტანიკის არცერთ ინჟინერს არ დაუტოვებია ხომალდი. ის ვინც გადაურჩა ქვედა განყოფილებების დატბორვას სასოწარკვეთით აგრძელებდნენ ბრძოლას გემის გადასარჩენად და სხვებს აძლევდნენ გადარჩენის შანსს.

სამაშველო ნავების უკმარისობა

ტიტანიკზე სამაშველო ნავების უკმარისობა მართლაც იყო. გემის გუნდის გამოკლებით სამაშველო ნავებში შეიძლებოდა დატეულიყო მთლიანი მგზავრების ნახევარზე მეტი, მაგრამ ამის გაკეთება მოახერხა მხოლოდ მესამედმა.

მცხობელი და ინტოქსიკაცია

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, რომ ტიტანიკის მთავარი მცხობელი იმდენად დათვრა კატასტროფის დღეს, რომ მან გაუძლო გადაციებას ყინულოვან წყალში. მისი გადარჩენა მოხერხდა კატასტროფიდან 2 საათის შემდეგ.

ორი ტიტანიკი

1997 წლის ფილმის “ტიტანიკის” წარმოება დოლარის იმდროინდელი კურსის გადათვლის შემთხვევაში აღმოჩნდა უფრო ძვირადღირებული პროექტი, ვიდრე ორიგინალი ლაინერის მშენებლობა.

პირველი თანასწორებს შორის

ტიტანიკი იყო თავისი დროის ყველაზე დიდი, ყველაზე მძლავრი, ყველაზე ძვირადღირებული და კომფორტაბელური საზღვაო ლაინერი. ზოგიერთ რაღაცაში ის პირველი იყო, ხოლო ზოგიერთ რამეში კი ერთადერთიც. მაგალითად იმაში, რომ ტიტანიკი ისტორიაში არის ერთადერთი სამგზავრო ლაინერი, რომელიც ჩაიძირა აისბერგთან ჩაძირვის შედეგად.

მუსიკა ტიტანიკზე

გემის ჩაძირვისას ადამიანების უმეტესობამ წარმოაჩინეს თავიანთი უარყოფითი მხარეები საკუთარი თავების გადარჩენისას, მაგრამ იყვნენ ისინიც, რომლებიც ცდილობდნენ გემის და ადამიანების გადარჩენას როგორც შეეძლოთ. მუსიკოსები, რომლებიც უკრავდნენ ლაინერის საერთო დარბაზში არ უშველეს საკუთარ თავებს, რადგან იცოდნენ, რომ იყო სამაშველო ნავების უკმარისობა. უკანასკნელ მომენტამდე ხომალდზე ისმოდა ცოცხალი მუსიკის ხმა.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close