გართობაუცნაური

კანეტო დი კარონია – მისტიური ქალაქი

f342b6563216

ამ სიცილიურ ქალაქში მისტიური რამ ხდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში კანეტო დი კარონაის ბინადრებს ხანძრების მრავლობითი რაოდენობა სტანჯავს, რომელთა გამომწვევი მიზეზები ბურუსითაა მოცული.

93bba7b35083

ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია შიშის ქვეშ იცხოვროს. ამ ქალაქში იწვის ყველაფერი – სახლები, მანქანები, მატრასები და ა.შ. უცნაურია, მაგრამ აქ შესაძლებელია მობილური ტელეფონიც კი აალდეს.

მიმდინარე პროცესებით სერიოზულად ინტერესდებიან ვულკანოლოგები, გეოლოგები და ფიზიკოსები, თუმცა მიუხედავად დახარჯული დროისა და ენერგიისა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო მიმდინარე პროცესების მეცნიერულად ახსნა. ადგილობრივები უკვე განიხილავენ ბნელი ძალების, უცხოპლანეტელების და სხვა ვარიანტებს.

ყველაფერი 2004 წელს დაიწყო. იანვარში ერთდროულად რამდენიმე სახლში აალდა ავეჯი, ელექტრო ტექნიკა და წლის მილები. მაშინ მომხდარის ახსნა ვერ მოხერხდა და ადგილობრივმა მთავრობამ უკიდურესი გადაწყვეტილება მიიღო და ელ.ენერგია გათიშა, თუმცა ამან საქმეს ვერ უშველა. მოსახლეობა პანიკაში იყო და სხვა არაფერი რჩებოდა, თუ არა მათი დროებითი ევაკუაცია.

 

დეტალური გამოკვლევის შემდეგაც კი ექსპერტებს არ შეეძლოთ რაიმეს თქმა. ამან ზოგადი პანიკა გამოიწვია, თუმცა ძალიან მალე ცოტა ხნით ყველაფერი შეწყდა, რამაც ადგილობრივებს თავიანთ სახლებში დაბრუნებისკენ უბიძგა.

434658974ad5

 

გავიდა დრო და ადამიანებმა ისწავლეს უცნაურ მოვლენებთან შეგუება. ადგილობრივებს ასევე მოუწიათ ცხოველების მოულოდნელი სიკვდილის ფაქტთან შეტაკება.  მთავრობამ გადაწყვიტა შეექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა, ფიზიკოსების, გეოლოგების, სამხედროების,  არქიტექტორების და ინჟინერებისგან. ამ ჯგუფს ევალებოდა პასუხი გაეცა დაგროვილ კითხვებზე და ძირეულად გარკვეულიყო ვითარებაში. მიუხედავად მრავლობითი მცდელობებისა და ერთწლიანი თავდაუზოგავი შრომისა, შედეგი მაინც უცვლელი დარჩა, ამიტომ ადგილობრივები დღემდე შიშის ქვეშ ცხოვრობენ.

Mersy

111

მსგავსი ამბები

Back to top button