გამოგონებაკრეატივისაკითხავი

რა სურდა “დიად თვითმარქვიას”?

ისტორიაში მრავლადაა მაგალითი იმისა, თუ როგორ აღწევდნენ წარმატებას აფერიზმის ხარჯზე, გამორჩეული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. “დიადი თვითმარქვია” – ასე შეარქვეს ერთ ადამიანს, რომელსაც თავისი შესაძლებლობები არ გამოუყენებია სახელისა და ქონებისთვის. მას სრულიად სხვა მიზანი ამოძრავებდა.

ამ ადამიანის სახელი ფერდინანდ უოლდო დემარაა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ის ირგებდა სხვადასხვა “როლს” და განასახიერებდა კარდინალურად განსხვავებული პროფესიის წარმომადგენლებ: ფსიქოლოგის, ინჟინერის, ადვოკატის, მეცნიერის რომელიც კიბოს წამლის ძიების პროცესშია, ციხის უფროსის, ექიმის და სხვების. დემარა ყველა დროის უდიდეს აფერისტებშია შესული.

თავდაპირველად

1921 წელს მასაჩუსეცის შტატში, თეატრის მფლობელთა ოჯახში დაიბადა უოლდო დემარა. 16 წლის ასაკში ის სახლიდან გამოიქცა. 1935 წელს ის მონასტერში მივიდა, მაგრამ იქაური ცხოვრება შესაფერისად არ მოეჩვენა, ამიტომ მალევე აიღო ხელი და გადაწყვიტა გამხდარიყო სამხედრო.  1941 წელს ის ამერიკის ჯარში აღმოჩნდა, რომელიც მალევე დატოვა.  შემდეგ იყო საზღვაო ფლოტი, მაგრამ ვინაიდან დემარამ ვერ მიიღო ის ჩინი, რომელსაც უმიზნებდა, საკუთარი სიკვდილის ინსცენირება განახორციელა.  “აღდგომის” შემდეგ დემარა ფსიქოლოგი რობერტ ლინტონი გახდა.  კარგა ხნის შემდეგ ის დეზერტირობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მხოლოდ 18 თვით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.

 

აღსანიშნავია, რომ დემარას საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებია, თუმცა მაღალი ინტელექტის და მოხერხებულობის ხარჯზე ყოველთვის ახერხებდა ყალბი დოკუმენტების ქონას.  მისი პირველი ყალბი საბუთი იყო ფსიქოლოგის დიპლომი, რომლის წყალობითაც მას ათასი გზა გაეხსნა შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში (პედაგოგის რანგში).

 

თვითმარქვია ქირურგმა სიცოცხლე გადაარჩინა

შემდეგში დემარა კვლავ გაემგზავრა მონასტერში, სადაც ახალგაზრდა ექიმი გაიცნო, რის შემდეგაც თავი ქირურგად გაასაღა. კორეის ომის დროს ის ექიმის სტატუსით კანადურ გამანადგურებელ “კაიუგა”–ზე გაგზავნეს. ყველაზე გასაოცარი შემთხვევა მის ქირურგიულ პრაქტიკაში მოხდა მაშინ, რომცა 16 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი მიიყვანეს. თითოეულ მათგანს ოპერაცია ესაჭიროებოდა. დემარამ, რომელსაც აქამდე არასდროს ჰქონდა ოპერაცია ჩატარებული, პერსონალს ჯარისკაცების მომზადება უბრძანა და თავის კაიუტაში ჩაიკეტა სამედიცინო წიგენების შესასწავლად. თითოეული ოპერაცია მან პირადად ჩაატარა. შედეგად საოპერაციო მაგიდაზე არავინ გარდაცვლილა.

“გენიალური ქირურგის” გმირობის შესახებ თითქმის ყველა გაზეთი წერდა. შედეგად ერთ–ერთი გაზეთი ნადვილი ქირურგის ჯოზეფ სირის ხელთ მოხვდა და დემარას საიდუმლოც გამჟღვნდა.  დამსახურების გამო კანადელებს მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, თუმცა დემარა იძულებული გახდა შტატებში დაბრუნებულიყო.

 

 

“დიადი თვითმარქვიას” მიზანი

და მაინც, მან კვლავინდებურად მოიპოვა ყალბი დოკუმენტები, რისი წყალობითაც ის ტექსასის ციხის უფროსად დანიშნეს. ამ დროისთვის “დიად თვითმარქვიაზე” ინფორმაცია გავრცელებული იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად ერთ–ერთი პატიმარი სტატიას გადააწყდა დემარას შესახებ. მას უფრო და უფრო უჭირდა თავისი საქმიანობის გაგრძელება, ვინაიდან საკმაოდ ცნობადი პერსონა გახდა. აღსანიშნავია ის, რომ დემარა არასდროს ეძებდა რაიმე სარგებელს ან მატერიალურ კეთილდღეობას. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ოულდოს მხოლოდ სოციალური სტატუსი და საზოგადო აღიარება აინტერესებდა.

1982 წლის 7 ივლისს ფერდინანდ ოულდო დემარა დიაბეტის გართულებით და გულის უკმარისობით გართდაიცვალა.

თეგები

Mersy

111
Close
Close