არქივი

საფეხბურთო კლუბები (21 ნაწილი)

70e53c5b25c8
ცვერნა ზვეზდა – საფეხბურთო კლუბი სერბეთიდან რომელიც თამაშობს სერბეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ანუ სერბეთის სუპერლიგაში. ზვეზდას ერთ-ერთ მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ მას 1 ხელ აქვს მოგებული უეფას ჩემპიონთა ლიგა 1990-1991 წლებში. ცვერნა არის სერბეთის დედაქალაქ ბელგრადიდან და კლუბი დაარსდა 1945 წელს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ატარებს სტადიონ ცრვენა ზვეზდაზე ბელგრადში სადაც  55,538 ადამიანი ეტევა. კლუბის პრეზიდენტია ვლადან ლუკიჩი. კლუბი იუგოსლავიის დაშლამდე მონაწილეობდა იუგოსლავიის პირველ ლიგაში სადაც ჩემპიონი 19-ჯერ გახდა ხოლო ვიცე ჩემპიონი 9-ჯერ. ცვერნა ზვეზდა სერბეთის ერთ-ერთი ტიტულოვანი და გამორჩეული კლუბია თანაც ის დედაქალაქურია და შედარებით მეტი ღირსებები და მიზნები ამოძრავებს სხვა გუნდებთან შედარებით.
f0a0d1d0f4b6
იანგ ბოიზი – საფეხბურთო კლუბი შვეიცარიის დედაქლაქ ბერნიდან. გუნდი დაარსდა 1898 წელს და თამაშობს შვეიცარიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ანუ შვეიცარიის სუპერლიგაში. გუნდი ძირითადად შვეიცარიელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. იანგ ბოიზი საკუთარ სტადიონზე ყოველთვის შესანიშნავად ასპარეზობს და თითქმის ყველა მეტოქეს დიდი ანგარიშით ამარცხებს და არ ინდობს. გუნდი საშინაო შეხვედრებს ატარებს სტადე დე ლუისზე სადაც 32 000 ადამიანი ეტევა. 2014-2015 წლების სეზონში პირველი ადგილი ბაზელმა დაიკავა და მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ხოლო მეორე ადგილზე გავიდა იანგ ბოიზი რომელმაც ბაზელთან დაძაბულ ბრძოლაში დაკარგა ქულები მაგრამ გუნდი გამარჯვებისათვის ბოლომდე იბრძოდა.
193c5c4f61e5
რეალ ვალადოიდ – ესპანური კლუბი რომელიც ასპარეზობს სეგუნდა დივიზიონში. გუნდი დაარსდა 1928 წელს. გუნდის საშინაო არენაა Estadio José Zorrilla რომელიც 26 512 მაყურებელს იტევს.  სტადიონო 1982 წელს აშენდა და პოეტ ხოსე სორილია ი მორალის სახელს ატარებს. გუნდს ეკუთვნის ყველაზე სწრაფი გოლის რეკორდი Joseba Llorente-მ 2008 წლის 20 იანვარს ესპანიოლთან მატჩში გოლი 7.42 წამში გაიტანა.
ce5fe21a7ac3
ჟირონა – ესპანური საფეხბურთო კლუბი რომელიც ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. გუნდი არის კატალონიიდან. ჟირონა დაარსდა 1930 წელს. 2014-2015 წლებში ჟირონამ ესპანეთის სეგუნდა დივიზონში 3 ადგილი დაიკავა ამიტომაც მას play off-ში თამაშის შანსი მიეცა მაგრამ წააგო. შეგახსენებთ რომ სეგუნდა დივიზონიდან მხოლოდ 2 გუნდი გადადის ლა ლიგაში ანუ პრიმერა დივიზონში ამ შემთხვევაში კი რეალ ბეტისი 84 ქულით და სპორტინგ გიჟონი 82 ქულით გავიდნენ პირველ და მეორე ადგილზე და ამიტომაც შემდეგი სეზონიდან იასპარეზებენ პრიმერა დივიზონში ამ გუნდებს ვიხილავთ პრიმერა დივიზონში.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button