გასართობისაკითხავისასარგებლო

როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? (ნაწ. 1)

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე ხერხი, თუ როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება.

როცა გინდა რამის დამახსოვრება, დამახსოვრების პროცესს დიდი ყურადღება უნდა დაუთმო. უსმინეთ, გაიაზრეთ, გაავლეთ პარალელები საკუთარ ცხოვრებასთან ან უკვე შეძენილ ცოდნასთან. რაც უფრო მეტი ფიქრი ჩაეჭიდება ინფორმაციის ტალღას, მით უფრო მეტია იმის შანსი, რომ დავიმახსოვროთ ის რაც მართლა მნიშვნელოვანია.

თუ რამე დაგავიწყდათ: ციფრი ანგარიშიდან, სიტყვის მნიშვნელობა, მომღერლის სახელი, მშობლების ტელეფონები, – სანამ უცებ ჩაიხედავთ საჭირო ფაილში, ლექსიკონში, ინტერნეტში, ან ტელეფონების ბლოკნოტში, რამოდენიმე წუთის განმავლობაში შეეცადეთ თქვენით გახსენებას.

თუ გინდათ რამე მნიშვნელოვანის დამახსოვრება, გონებაში შექმენით ამ ინფორმაციის კავშირი რამე სასაცილოსთან ან დაუვიწყართან. ტვინისთვის უფრო ადვილია დაიმახსოვროს უცნაური და უჩვეულო. შეიძლება ასევე ამ ფიქრების დახატვაც.

თუ გინდათ რაიმე რიცხვის დამახსოვრება, ჯობია ის დაყოთ რამოდენიმე ნაწილად. მაგალითად თუ ეს რიცხვია 2467. 2+4=6, ხოლო ექვსის შემდეგ ციფრი შვიდია. რიცხვების ასეთი ხერხით დამახსოვრება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

ყველაზე კარგი მეთოდი რამის დამახსოვრებისა არის, აუხსნათ ინფორმაცია თქვენს მეგობარს რომელიც სინამდვილეში თქვენ გჭირდებათ. ტვინი უფრო ადვილად აითვისებს ინფორმაციას თუ თქვენ მას ხმამაღლა წარმოთქვამთ.
თავისუფალ დროს (მაგალითად თუ დგახართ რიგში) გონებაში ამოხსენით ელემენტარული არითმეტიკული მაგალითები. მეხსიერების განვითარებას ასევე ხელს უწყობს მთლიანი დღის გონებაში გახსენება. გაიხსენეთ დღის თითოეული მომენტი, მცირე დეტალების ჩათვლით. ასევე დღის ბოლოს თქვენს თავს დაუწერეთ შემფასებელი ქულა, დაუსვით კითხვები: “რა გავაკეთე დღეს?“, “რა გავაკეთე არააუცილებელი?“, “რომელი მოქმედებები იმსახურებს განსჯას და გამოსწორებას?“, “რომელი მოქმედებებით უნდა გავიხარო?“.

იკითხეთ წიგნები – ეს სასარგებლოა! კითხვის დროს, ტვინი კონცენტრირდება, ჩვენდაუნებურად იმახსოვრებს დეტალებს.

ისწავლეთ ლექსები. სკოლაში გვამწვალებდნენ უბრალოდ მავნებლობის გამო. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ ის რაც ჩვენ მოგვწონს და არა ის რასაც სკოლის პროგრამა ითხოვდა. მაგალითად საყვარელი სიმღერის ტექსტი. ყველაზე კარგად ისეთი რამეები გვამახსოვრდება რასაც დაახლოებით ვიცნობთ და თითქმის ვიცით. მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღება სჭირდება. დაიმახსოვრეთ – სწავლა გააზრების და ყურადღების გარეშე არ არის მომგებიანი.

თეგები

buffalo

white buffalo

მსგავსი ამბები

Close
Close