არქივი

საფეხბურთო კლუბები (20 ნაწილი)

0455f4664e48
პიუნიკ ერევანი – სომხური საფეხბურთო კლუბი ქალაქ ერევნიდან რომელიც დაარსდა 1992 წელს. პიუნიკი ყველაზე მეტჯერ არის სომხეთის პრემიერლიგის გამარჯვებული. პიუნიკმა 14 ჯერ მოიპოვა პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული 1992 წლის შემდეგ და მხოლოდ 2 ჯერ დასჯერდა მეორე ადგილს. კლუბი 8 გზის სომხეთის თასის მფლობელია და ასევე 8 ჯერ არის სომხეთის სუპერთასის გამარჯვებული. 2014-2015 წლების სეზონში კლუბმა 1 ადგილი დაიკავა და ჩემპიონის წოდება კიდევ ერთხელ მოიპოვა პიუნიკი სომხეთის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია.
cec18759e3e2
ბეშიქთაში – თურქული საფეხბურთო კლუბი ქალაქ სტამბულიდან რომელიც 1903 წელს დაარსდა. ბეშიქთაში თურქეთის ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია გუნდმა 2014-2015 წლების თურქეთის სუპერლიგის სეზონში 3 ადგილი დაიკავა. ბეშიქთაშის მეტსახელებია შავი არწივები და შავები და თეთრები. 2015 წლის უეფას საიტის მონაცემებით რეიტინგში ბეშიქთაში 57 ადგილს იკავებს ევროპის კლუბებს შორის 36.520 კოეფიციენტით. ბეშიქთაში თურქეთის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა 13 ჯერ. თურქეთის თასის გამარჯვებული 9 ჯერ ხოლო თურქეთის სუპერთასის გამარჯვებული 8 ჯერ. თამამად შეიძლება ითქვას რომ ბეშიქთაში თურქეთის და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ბოლო წლებში თურქეთში ფეხბურთის განვითარების მხრივ ძალიან კარგი რეფორმები გატარდა რამაც თურქეთის სუპერლიგა ერთ-ერთ ყურებად და საინტერესო ლიგად გახადა ევროპაში ამასთანავე აღმოზევდნენ ძალიან კარგი თურქული საფეხბურთო კლუბები როგორებიცაა გალათასარაი ფერენბაღჩე ბეშიქთაში და სხვანი.  ბეშიქთაშს ისევე როგორც ფერენბაღჩეს და ასევე ბერძნულ საფეხბურთო კლუბ ოლიმპიაკოსს თავისი გუნდები ყავს სხვადასხვა სპორტის სახეობებში მაგალითად ცურვაში ხელბურთში კალათბურთში მაგიდის ტენისში ჭადრაკში ბოქსში ჭიდაობაში ტანვარჯიშში და სხვა მრავალ სპორტულ სახეობაში.
4d3af14a4084
ტვენტე – ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბი რომელიც თამაშობს ჰოლანდიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ანუ ერედივიზიონში მოკლედ კი როგორც მას ეძახიან ერედივიზიაში. ტვენტე დაარსდა 1965 წელს. გუნდი საკმაოდ კარგად ასპარეზობს ერედივიზიონში მან 2014-2015 წლების სეზონში 10 ადგილი დაიკავა. ტვენტე მხოლოდ 1 ხელ არის ერედივიზიონის ჩემპიონი მან ეს ტიტული 2009-2010 წლების სეზონში მოიპოვა.
b5d24fd83bde
ცსკა სოფია – ბულგარეთის საფეხბურთო კლუბი დედაქალაქ სოფიადან. კლუბი დაარსდა 1948 წელს. ცსკა სოფიას ყველაზე მეტჯერ აქვს გამარჯვება მოპოვებული ბულგარეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში და ყველაზე მეტჯერ დასჯერდა ეს კლუბი თასს და გახდა ჩემპიონი. ცსკა სოფიას მეტსახელებია წითლები და არმიელები ისინი საშინაო მატჩებსა და შეხვედრებს ატარებენ ბულგარეთის არმიის სტადიონზე როგორც მას ეწოდება სტადიონზე 22,995 ადამიანი ეტევა ხოლო დასაჯდომი ადგილი მხოლოდ 18,495-ია. ცსკა სოფია ბულგარეთის ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია.

Back to top button