გართობაკულტურა

საფეხბურთო კლუბები (19 ნაწილი)

98c7a985b87d
ვერდერი – საფეხბურთო კლუბი გერმანიიდან ქალაქ ბრემენიდან. ვერდერ ბრემენი ასპარეზობს გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ანუ ბუნდესლიგაში. კლუბი საშინაო შეხვედრებს ატარებს ვეზერშტადიონი-ზე რომელიც ბრემენში მდებარეობს და 43.087 მაყურებელს იტევს. ვერდერი გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი არის 4 ჯერ 1965 1988 1993 2004 წლებში ამის შემდეგ ვერდერის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ბუნდელიგაში დაკავებული მეორე ადგილი 2007-2008 წლების სეზონში. ვერდერს ასევე მოგებული აქვს უეფას თასების თასი 1992 წელს.
3f118f6956bd
ფლორა ტალინი – ესტონური საფეხბურთო კლუბი რომელიც ასპარეზობს ესტონეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ანუ მეისტელიგაში. ფლორა ესტონეთის დედაქალაქის ანუ ტალინის გუნდია რის გამოც მას დიდი ისტორია და ასევე დიდი მიღწევები გააჩნია. კლუბი საშინაო შეხვედრებს ლე კოკ არენა-ზე ატარებს სადაც 9,300 მაყურებელი ეტევა. ფლორა მრავალგზის ესტონეთის ლიგის გამარჯვებული და თასის მფლობელია. კლუბი არის ესტონეთის ჩემპიონატის 9 გზის ჩემპიონი და ესტონეთის თასის 6 გზის გამარჯვებული. კლუბი დაარსდა 1990 წელს. 2014 წლის ესტონეთის მეისტერლიგაში ფლორამ მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამინდელ სეზონში ფლორა 3 ადგილს იკავებს 31 ქულით მას 2 ადგილზე უსწრებს ლევადია რომელსაც 32 ქულა აქვს და მესიტერლიგას კი ლიდერობს კალჟუ 33 ქულით. ბოლო 5 თამაშში ფლორას 2 წაგება და 3 მოგება აქვს რითიც იგი ევროპალიგაზე მოსახვედრ გუნდებს შორის იმყოფება.
be1d7decaa05
ლევადია ტალინი – ასევე ესტონური დედაქალაქური კლუბი რომელიც ფლორასთან ერთად არის ტალინიდან. ლევადია დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ 10 ჯერ გახდა მეისტერლიგის ჩემპიონი. 2014 წლის მეისტერლიგაში გუნდმა ასევე 1 ადგილი დაიკავა. ამჟამინდელ სეზონში ლევადია ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება 32 ქულით და ბოლო 5 მატჩიდან მას არცერთი წაგება არ აღენიშნება ლევადიამ ბოლო 5 მატჩში ყველა თამაში მოიგო მას 1 ქულით უსწრებს ცხრილის სათავეში მყოფი კალჟუ რომელიც 33 ქულით ლიდერობს მეისტელიგას და ბოლო 5 თამაშიდან მხოლოდ 2 მოგება და 3 წაგება აქვს.
760e06dab23c
ნეფთჩი ბაქო – საფეხბურთო კლუბი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რომელიც 1937 წელს დაარსდა. გუნდის მეტსახელია მენავთობეები. გუნდის პრეზიდენტია სადიგ სადიგოვი ხოლო მწვრთნელია ბუიუქაღა გაჯიევი. ბაქოს ნეფთჩი თამაშობს აზერბაიჯანის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ანუ პრემიერლიგაში. გუნდმა 2013-2014 წლების სუპერლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ბაქოს ნეფთჩი აზერბაიჯანის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია მოგებული აქვს აზერბაიჯანის პრემიერლიგა 8 ჯერ და აზერბაიჯანის თასი 6 ჯერ.

Back to top button