ერთ ეგზემპლიარად შექმნილი მანქანები
მსოფლიოში უამრავი მანქანა არსებობს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც რომელთა მსგავსებიც არ არსებობენ. წარმოგიდგენთ ერთ ეგზემპლიარად შექმნილ ავტომობილებს…
Maybach Exelero
ერთერთი ყველაზე ძვირფასი მანქანა. აწყობილი 2005 წელს, ლიმუზინ Maybach 57_ის ბაზაზე. მაქსიმალური სიჩქარე 370 კმ/სთ_ია. 2011 წელს, 8 მილიონ დოლარად შეისყიდა ამერიკელმა რეპერმა, ბრაიან ვილიამსმა (Birdman).
Rolls-Royce Hyperion
ეს არის ექსკლუზიური მოდელი რომელიც შეუკვეთა როლანდ ჰილმა. Rolls-Royce Hyperion შეიქმნა 2008 წელს და წარმოადგენს კაბრიოლეტს. დიზაინზე მუშაობდა ლეგენდარული ატელიე Pininfarina.
BMW Gran Coupe Pininfarina Lusso
სახელწოდებას თუ შევხედავთ რთული მისახვედრი არ იქნება თუ ვის მიუძღვის წვლილი ამ მანქანის შექმნაში.
Cadillac Cien
შეიქმნა სპეციალურად კომპანიის 100 წლის იუბილესთვის. აღჭურვილია იმ მომენტისთვის უკანასკნელი ტექნოლოგიებით. სამწუხაროდ ქუჩაში მას ვერასდროს ვერავინ იხილავს რადგან ის კომპანიის მუზეუმში იმყოფება.
McLaren X-1
ეს მოდელი შეიქმნა Special Operations_ის ინჟინრების მიერ, საიდუმლო მყიდველის შეკვეთით, ახლო აღმოსავლეთიდან. ეს ყველაფერი მას 7 მილიონი დოლარი დაუჯდა.