არქივი

ჟორჟ სანდი – მამაკაცური ქალის სასიყვარულო ისტორიები

1309eeec9cc3
ამანდა ავრორა ლუსილ დიუპონი, გათხოვების შემდეგ კი ბარონესა დიუდევანი, რომანებს ჟორჟ სანდის სახელით აქვეყნებდა. იგი თავისი დროის ყველაზე ცნობილი ქალი იყო, მე-19 საუკუნის მუზასა და სულს ეძახდნენ. სიცოცხლის ბოლომდე თავისუფალი სიყვარულის მომხრე იყო და მიაჩნდა, რომ თუ მამაკაცსა და ქალს ერთად ყოფნა სურთ, ბუნებას წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიონ…
სანდი მწერლისა და პოეტის , ალფრედ დე მიუსესა და კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის მუზა იყო. ვენეციაში ყოფნისას ჟორჟ სანდს მიუსე უნაზეს ლექსებს უძღვნიდა, კუნძულ მალიორკაზე კი მას ბალადებსა და პრელუდიებს შოპენი უწერდა. ჟორჟ სანდი შოპენის თაყვანისმცემლებისათვის ძალზე წინააღმდეგობრივი ფიგურაა. დღემდე დავობენ იმის თაობაზე, სანდი შოპენისთვის ვამპირი იყო თუ მფარველი ანგელოზი.
ჟორჟ სანდი სიცოცხლეშივე იქცა ეგენდად. ქმარი მიატოვა და პარიზში გადასახლდა იმისათვის, რომ იქაურ ლიტერატურულ ცხოვრებაში ჩართულიყო და რომანები ეწერა. ტიტანური ენერგია ჰქონდა. ”მინდა ცხოვებაში საკუთარი გზა ვიპოვო ისე, რომ როგორც ამას მამაკაცები აკეთებენ-განაცხადა მან, -მსურს თვითონ გავაკეთო არჩევანი, როდესაც ყვავიელბი მომინდება, მათ დასაკრეფად ჩემი ფეხით ალპებში მივდივარ.

ავრორა

სანდის წინაპრებს შორის არისტოკრატებიც იყვნენ და მსახიობებიც. ამბობენ , რომ სწორედ ასეთი ურთიერთობის შემდეგ დაიბადა ჟორჟ სანდი. ავრორას დედას ცეკვა უყვარდა, მამა კი ვიოლინოზე უკრავდა. გოგონა პარიზში მშობლების დაქორწინებიდან 1თვეში დაიბადა. ამის გამო ბებია არ ცნობდა. შვილიშვილი მხოლოდ 4 წლის შემდეგ აღიარა. ავრორა გაუგონარი, ცელქი და სხარტი გოგონა იყო, სილამაზით არ გამოირჩეოდა. 18 წლისა ცოლად გაყვა ბარონ კაზიმირ დიუდევანს, რომელიც პოლკოვნიკის უკანონო შვილი შვილი გახლდათ. მათ 2 შვილი შეეძინათ-გოგონა და ვაჟი. დიასახლისობა ავრორას მოწოდება სულაც არ აღმოჩნდა. მეუღლის დაუკითხავად ლიტერატორებთან დადიოდა სტუმრად. ერთხელაც გადაწყვიტა სახლიდან წასულიყო, შვილები წაიყვანა და პარიზში დასახლდა.

პარიზში

იმ პერიოდში ავრორა თარგმანებსაც აკეთებდა და რომანებსაც წერდა. ძვირადღირებული ქალური სამოსის შეძენა არ შეეძლო, ამიტომ მამაკაცის კოსტიუმი ჩაიცვა. იგი ძალზე მოსახერხებელი იყო და თვლიდა, რომ უხდებოდა კიდეც. ეს ახალგაზრდა ქალი პრიზის ქუჩებში შარვლით,გრძელი პალტოთი, შლაპითა და ჩექმებით დასეირნობდა და თავისუფლებით ტკბებოდა.
პარიზში პირველი რომანი ჟიულ სანდოსთან ჰქონდა. ფსევდონიმი მისი გვარის მიხედვით აირჩია. თხელი, ქერა, არისტოკრატული გარეგნობის სანდო 7  წლით უმცროსი იყო.მათ ერთად დაწერეს პირველი რომანი, შემდეგში სანდს კიდევ ბევრ მამაკაცთან ქონდა რომანი, მათ შორის პროსპერ მერიმესთან, ალფრედ დე მიუსესთან. ონორე დე ბალზაკი ირწმუნებოდა, რომ სანდმა თვითონ შესთავაზა საყვარლობა, მაგრამ უარი უთხრა, არ უნდოდა მე-14 ან მე-15 ყოფილიყო.
ავრორამ რომანის გამოქვეყნება გადაწყვიტა, მაგრამ ქმარმა ამის გაკეთება დიუდევანის  სახელით აუკრძალა.მან სიამოვნებით შეუსრულა ქმრის ოჯახს ეს თხოვნა და ჟორჟ სანდი დაირქვა. ეს სახელი მის ლიტერატურულ ფსევდონიმად ბოლომდე დარჩა.  ჟორჟ სანდს პარიზში უგულო ქალს ეძახდნენ და ბისექსუალადაც თვლიდნენ. იმასაც უკიჟინებდნენ, რომ რომანები ყოველთვის თავისზე უმცროს მამაკაცებთან ჰქონდა. სიგარას ეწეოდა და მკვეთრი მამაკაცური მოძრაობები ქონდა.მამკაცებს მისი ინტელექტი და სიცოცხლის წყურვილი იზიდავდა.

ნახვამდის ჩემო საყვარელო!

ალფრედ დე მიუსე მასზე 6 წლით იყო უმცროსი. მიუსე ამ ქალს ხოტბას ასხამდა და შავმკერდიან ანდალუზიელს ეძახდა.ისინი ჩხუბობდნენ, შორდებოდნენ ერთმანეთს, შემდეგ ისევ რიგდებოდნენ და ასე გაუთავებლად.ერთ-ერთ- მორიგი ჩხუბის შემდეგ სანდმა დღიურში ჩაწერა : ”ნახვამდის ჩემო საყვარელო ქერათმიანო. ვემშვიდოებები შენს თეთრ მხრებს და ყველაფერს, რაც ოდესმე ჩემი იყო”

5fd9a9c022e8

დიდი სიყვარული

ჟორჟ სანდი და ფრედერიკ შოპენი მე-19 საუკუნის ყველაზე რომანტიკული წვილი იყო, თუმცა უმრავლესობის აზრით, ისინი ერთმანეთს  არ შეეფერებოდნენ. როდესაც ერთმანეთი გაიცნეს სანდი 34 წლის იყო, შოპენი 27-ის. სანდი მეტისმეტად ვაჟკაცური გახლდათ, შოპენი -ნაზი და რომანტიკული. შოპენი იმ დროს დაკარგულ სიყვარულს გლოვობდა. პოლონეთში მას მოსწავლე, არისტოკრატი მარია ვოდინსკაია უყვარდა.მანაც თანხმობა განუცხადა, მაგრამ მამამისმა გადაწყვიტა, ასეთი მელანქოლიური და ღარიბი მუსიკოსი, რომელსაც ჟანმრთელობაც არ ჰქონდა წესრიგში, მის ქალიშვილს არ შეეფერებოდა. გოგონამ მამას დაუჯერა.
სანდს პირველი შეხვედრისას შოპენზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.მამაკაცის სამოსი, ჰალსტუხი,სიგარა შოპენის აზრით ამ ქალს აგრესიულ შეხედულებას აძლევდა. ”რა არასიმპათიური ქალია ეს სანდი. ნუთუ მართლა ქალია? მზად ვარ ეჭვი შევიტანო”-უთქვამს შოპენს მეგობრებისთვის. სანდს კი პირიქით მაშინვე მოეწონა, თუმცა შოპენის მოხიბვლა საკმაო ხნის შემდეგ დიდი ძალისხმევით მოახერხა. ფრედერიკი იყო ერთადერთი მის საყვარლებს შორის , რომელიც ნამდვილ სახელს, ავრორას, ეძახდა და ეთაყვანებოდა. მათ 7  წელი გაატარეს ერთად და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გადაიტანეს. შოპენს ძალიან უჭირდა, თან მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში 25 ათასი ფრანკი გამოიმუშავა. სანდი კი თავის რომანებით წელიწადში, სულ 20 ათას ფრანკს იღებდა.
შოპენს ტუბერკულოზი გაუმწვავდა და ჟორჟი ისე უვლიდა, როგორც თავის შვილს და ამბობდა კიდეც , მე 3 შვილი მყავსო.საჭმელსაც კი თავისი ხელით უმზადებდა. ავადმყოფობამ შოპენი ჭირვეული გახადა.
სანდის ქალიშვილი, სოლანჟი, დედასა და ძმას ვერ იტანდა, ცდილობდა დედისათვის ურთიერთობა გაეფუჭებინა . შოპენს უთხრა, რომ დედამისი სხვადასხვა კაცებთან ღალატობდა. ეს შოპენისთვს დიდი დარტყმა იყო.იგი ისედაც ეჭვიანობდა. ავადმყოფი კომპოზიტორი ისე დაშორდა ჟორჟ სანდს, რომ მისგან ახსნა-განმარტების მოსმენა არ მოისურვა.
ერთმანეთს, მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეხვდნენ პარიზში. ჟორჟმა ყოფილ საყვარელს ხელი გაუწოდა, შოპენი გაფითრდა, კანკალით ხელი ჩამოართვა და ისე გავიდა დარბაზიდან, რომ ერთი სიტყვა არ უთქვამს.ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო. შოპენი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.სანდმა კი კიდე დიდხანს იცოცხლა, თუმცა ამბობენ, რომ შოპენივით ძლიერ არავინ ჰყვარებია.

Back to top button