TECH & მეცნიერებაგართობა

14 საოცარი ფსიქოლოგიური ფაქტი

gegmebi

1. შენი საყვარელი სიმღერა დიდი ალბათობით ემოციურ შემთხვევასთან არის დაკავშირებული.
შენთვისაც და ყველა სხვისთვის. 

2. მუსიკა ზემოქმედებს თქვენს აღქმაზე.
ეს ისედაც აშკარაა! გრონინგენის უნივერსიტეტის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკა დრამატულ გავლენას ახდენს თქვენს აღქმაზე.

3. რაც უფრო მეტს ხარჯავ სხვებზე, მით უფრო ბედნიერი ხარ.
რამდენიმე კვლევის მიხედვით. ამიტომ გაეცი მეტი!

4. ფულის ხარჯვა თავგადასავლებზე და არა ნივთევზე უფრო დიდ ბედნიერებას განიჭებს.
შეაგროვე მოგონებები და არა ნივთები, გვეთანხმები?

5. დღეს ბავშვები უფრო დაძაბულები არიან, ვიდრე ჩვეულებრივი ფსიქიკურად აშლილი ადამინი 1950 წელს.
ეს საკმაოდ საშიშია, მაგრამ არც ისე გასაკვირი. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი უჩივის დეპრესიას, შფოთვას და სიბრაზეს.

6. რელიგიური პრაქტიქები ამცირებს სტრესს.
“The American Psychiatric Publishing Textbook of Mood Disorders” აჩვენებს, რომ ადამიანები, რომლებიც ჩართულები არიან მედიტაციაში და რელიგიურ ცხოვრებას ეწევიან, უფრო ნაკლებად გრძნობენ სტრესს.

7. ფულს შეუძლია იყიდოს ბედნიერება, მაგრამ მხოლოდ $75 000-მდე წელიწადში.
საშყუალოდ ერთი ამერიკელისთვის, 75 ათასი დოლარი წელიწადში საკმარისია ბედნიერებისთვის. ეს თანხა გათავისუფლებს სიღარიბისგან და გაძლევს საშუალებას გქონდეს ის რაც გინდა ცხოვრებაში.

8. ბედნიერ ადამიანებთან ყოფნა, შენც ბედნიერს გხდის.
ეს არც ისე გასაოცარია, მაგრამ მაინც.

9. 18-დან 33 წლამდე ადამიანები ყველაზე დასტრესილები არინ მთელ დედამიწაზე.
ოჯახი, განათლება, სამსახური, ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან სტრესული იყოს.

10. შენი თავის დარწმუნება იმაში რომ კარგად გეძინა, გონებას ატყუებს, რომ მართლაც ასე იყო.
ეს კი მეტ ენერგიას გაძლევს. “placebo sleep” – ასე ეძახიან ამ მეთოდს.

11. ჭკვიანი ადამიანები არ აფასებენ საკუთარ თავს, უვიცებს კი ჰგონიათ რომ საუკეთესოები არიან.
ამას ქვია დანინგ კრუგერის ეფექტი და სრულიად სიმართლე. უბრალოდ შედი ფეისბუქზე და მიხვდები რაზე ვსაუბრობთ.

12. როცა ბოლო შემთხვევას იხსენებ, სინამდვილეში იხსენებ ბოლო მომენტს, როცა ის შემთხვევა გაიხსენე.
ამიტომ არის ჩვენი მახსოვრობა თანდათანობით მრუდდება.

13. შენი გადაწყვეტილებები უფრო რაციონალურია მაშინ როცა სხვა ენაზე ფიქრობ.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის სწავლებამ აჩვენა, რომ მაშინ როცა კორეის მოქალაქეები ფიქრობდნენ სხვა ენაზე, უფრო ობიექტურები იყვნენ.

14. თუ შენს მიზნებს გამოაცხადებ, დიდი შანსია რომ მათ ვერ მიაღწიო.
ეს სიმართლეა. 1930-დან ჩატარებულმა ტესტებმა ეს დაამტკიცეს.

წყარო – facts.ge

მსგავსი ამბები

Back to top button