TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

ასეთი ნახა ის მსოფლიომ უკანასკნელად: ლეგენდარული მერილინ მონროს უნიკალური ფოტოსურათები

image

ლეგენდარული მერილინ მონრო სიკვდილის შემდეგაც კი არ თმობს პოზიციებს და კვლავ რჩება ყველა დროის სექს-სიმბოლოდ. ამ მშვენიერმა ქალბატონმა მის თაყვანისმცემლებს თავი დაამახსოვრა სხივმფენი ღიმილით, მსუბუქი ქარაფშუტობითა და ტუჩის ზემოთ კეკლუცი ხალით, მაგრამ ამ მშვენივრად შეფუთულ, მბრწყინავ გარსში იმალებოდა ქალის ღრმა შინაგანი სამყარო, რომლის გაშიფვრა ვერავინ ვერ მოახერხა.

 

image

 

უნიკალური ფოტოსურათები, რომლებიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, 1962 წლის 13 ივლისს სანტა-მონიკას პლაჟზე გადაიღო ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯორჯ ბარისმა. სამი კვირის შემდეგ ჰოლივუდის 36 წლის ვარსკვლავი და უბრალოდ მთელი მსოფლიოს მამაკაცების საოცნებო ქალი ტრაგიკულად დაიღუპა.

 

image

 

როორც მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, დღეს – 4 ივნისს, ლონდონის Bloomsbury-ის აუქციონზე ეს სურათები გამოტანილი იქნება და გაიყიდება აუქციონის წესით.

 

image

 

ფოტოსესია ბარისმა გააკეთა ბიოგრაფიული წიგნისათვის : “მერილინი, საკუთარი ბაგეებით ნაამბობი ცხოვრება”, მაგრამ ფორსმაჟორულმა გარემოებამ შეცვალა ბარისის გეგმები.

 

image

 

ფოტოებზე გამოსახულია ერთი შეხედვით უდარდელი ქერათმიანი ქალი, რომელიც ზღვის სანაპიროზე ირუჯება, ერთობა და საყვარლად იღიმის.

 

image

 

მისი ღიმილი, გამოსახული უკანასკნელ ფოტოსურათებზე, ისევე, როგორც მონა ლიზას ღიმილი, მსოფლიოსთვის გამოცანად დარჩა.

 

image

 

ამ სურათებიდან თითქოს სრულიად ახალგაზრდა ნორმა ჯინი გვიცქერის და ასხივებს სიხარულსა და სინათლეს.

 

image

 

მისი ღიმილი თითქოს არემარეს ანათებს, მაგრამ თვალებში უკვე განწირულებაა ჩაბუდებული.

 

image

 

ერთი შეხედვით უჩვეულოც კია მერილინ მონროს ამ რაკურსით ხილვა. აქ ის სრულებით არ ჰგავს იმ სცენურ სახეს, რომელიც უამრავჯერ გვინახავს ტელევიზორებისა თუ კინოთეატრების ეკრანებზე….

რამდენი წელი გავიდა მისი სიკვდილიდან, მაგრამ ინტერესი ამ მშვენიერი, ტრაგიკული ბედის მქონე ქალის მიმართ არა და არ ნელდება.

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button