არქივი

Taipei 101 – ფაქტები და ილუსტრაციები

taipei 101 t3

ვინაიდან ამ თემაზე პოსტი უცნაურზე არ იდო, გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია და გამეცნო თქვენთვის ტაიპეი 101 (Taipei 101), რომელიც 2004 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ყველაზე მაღალი ცათამბჯენი იყო, სანამ ბურჯ დუბაი არ აშენდა. ტაიპეი 101-ს შესახებ ინფორმაცია და ისტორია ვიკიპედიაზე მოიპოვება, თუმცა ამ პოსტში გაგაცნობთ არა ამ შენობის ისტორიას, არამედ საინტერესო ფაქტებს მის შესახებ და შევეცდები გაგაგებინოთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შენობა ტაივანისთვის და მსოფლიოსთვის.

Tapei101 Ext MainUp %28c%29TaipeiFinancial

• ტაიპეი 101 უკვე აღარაა მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, თუმცა ის დღემდე ყველაზე მაღალი შენობაა მსოფლიოში, რომელიც მინიმალურ ელექტროენერგიას მაქსიმალური პროდუქტიულობით გამოიყენებს.

• ტაიპეი 101 არის ფენ შუის სტილში აგებული, რაც განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ანიჭებს მას. შენობის ირგვლივ ბაღებია, რომლებიც ინარჩუნებენ შენობის ირგვლივ პოზიტიურ აურას.

taipei 101 t3

• ზოგისთვის ტაიპეი 101 მორიგი იაპონური სტილის შენობაა, თუმცა ის წარმოადგენს ბამბუკის ხეს, რომელიც თითქოს უსასრულოდ მიისწრაფვის ზეცისაკენ და აკავშირებს მას დედამიწასთან.
• 101 სართულის იდეას რაც შეეხება, არსებობს აზრი, რომ 100 არის იდეალური ციფრი, რომელიც სრულყოფილებას ასახავს, ხოლო 1-ის დამატებით ტაიპეი 101 ასახავს სრულყოფილებაზე გამარჯვებას.
• ტაიპეი 101-ს აშენებისას ყველაზე ნაკლები ყურადღება სწორედ სილამაზეს და დიზაინს ექცეოდა. ვინაიდან ტაიპეის ქვევით მიწისვრის 3 სეისმური ზონაა და ქვეყანაში ხშირია ტაიფუნები, შენობა უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად გამძლე.
• ტაიპეი 101-ში მდებარეობს კომპანიები, ბანკები, სავაჭრო და გასართობი ცენტრები, ფიტნეს ცენტრები, ბიბლიოთეკა და რამდენიმე რესტორანი. შენობის 73-ე სართულზე მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული კოსმეტიკური კომპანია L’Oreal.

Tapei101 Int LobbyMain %28c%29TaipeiFinancial

Taipei101 interior AR

• შენობაში 61 ლიფტია. ტაიპეი 101-ს აქვს 2 ყველაზე სწრაფი ლიფტი მსოფლიოში. პირველი სართულიდან 101-ე სართულამდე ლიფტი 37 წამში ადის, ამასთან ლიფტში წნევა წონასწორდება და ადამიანი არ გრძნობს გულისრევას და თავბრუხვევას მასში მოძრაობისას. ეს ლიფტები ტოშიბას (Toshiba) დაპროექტებული და შექმნილია.
• ტაიპეი 101-ს მანქანების სადგომზე 1800 მანქანის პარკირებაა შესაძლებელი.
• ტაიპეი 101-ის ბოლო სართულების ცენტრში 800 ტონიანი ბურთია ჩამოკიდული, რომელიც მსოფლიოში ერთადერთია. ის აწონასწორებს შენობას მიწისძვრების და ტაიფუნების დროს, ანუ საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს როცა შენობა ირყევა.

48894699

2516171 f496

• ეს ერთადერთი ცათამბჯენია, რომელიც აშენებულია სეისმურად აქტიურ ზონაში.

ტაიპეი 101 პირადად ჩემთვის ყველაზე საყვარელი და ნიკალური ცათამბჯენია და მასთან ბევრი ემოცია მაკავშირებს.

Skrydziai+i+Taivana

იმ შემთხვევაში, თუ გნებავთ მეტი გაიგოთ ამ უნიკალური შენობის შესახებ, უყურეთ დისქავერის გადაცემას ტაიპეი 101-ს შესახებ. ვიდეოს სანახავად გუგლის ძებნაში აკრიფეთ: Discovery, Man Made Martvels: Taipei 101. ან რუსულად: Дискавери, Рукотворные Чудеса: Тайпей 101.

ინფორმაცია თარგმნილია სხვადასხვა უცხოური წყაროდან. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ მიმითითოთ შეცდომა, თქვენი წყარო და გავითვალისწინებ.

მსგავსი ამბები

Back to top button