არქივი

თემურ ქეცბაია

201321dbe546

ამ ბლოგზე ბევრი რამ იდება, მაგრამ ერთხელაც არ გახსენებიათ კაცი, რომელმაც ქართული ფეხბურთი, გამოაცოცხლა.

თემურ ქეცბაია დაიბადა 1968 წლის 18 მარტს, გალის რაიონში. თემური ოთხმოცდაათიან წლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, ხოლო დღეს ამ ნაკრების თავკაცია.
საფეხბურთო კარიერა სოხუმის დინამოში დაიწყო. შემდეგ 1987 წელს, ნახევარმცველი თბილისის დინამოში გადავიდა.შემდეგ მოდის ფამაგუსტას “ანორთოსისი”, სადაც თემური 1992 წელს გადავიდა სათამაშოდ. 1994 წელს კი, საბერძნეთში, ათენის AEK-ში გადადის. თემურის დროს AEK საბერძნეთის ჩემპიონი გახდა, რაც თემურის დიდი დამსახურებაა. 1997 წელს გადადის “ნიუკასლში” სადაც მან გადამწყვეტი გოლით გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა. მიუხედავად ამისა მას იშვიათად ათამაშებდნენ. 2000 წელს ქეცბაიას სენტ-ჯეიმსის პარკის დატოვება მოუხდა და ქვედალიგელ “ვულვერჰემპტონთან” £900,000-ად აფორმებს კონტრაქტს, თუმცა აქაც დიდხანს ვერ ჩერდება და 2001 წელს შოტლანდიური “დანდის” წევრი ხდება. 2002 წლის ზაფხულს “ანორთოსისში” ბრუნდება მოთამაშე-მწვრთნელად, რომელიც 2008-2009 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. 2009 წელს ქეცბაია პირეოსის “ოლიმპიაკოსის” მთავარი მწვრთნელი ხდება, თუმცა მხოლოდ 4 თვით.

დღეს ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და საკმაოდ წარმატებითაც მეთაურობს გუნდს. მისი ხელმძღვანელობით გამართული 8 შეხვედრიდან 4 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა.

თემური მშვენიერი მწვრთნელია და ასევე მშვენიერი ფეხბურთელი იყო და მშვენიერ გოლებსაც იტანდა:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button