გართობაუცნაური

როგორ მოვუაროთ ძვირფასეულობას

images?q=tbn:ANd9GcT8xUwxvClGlx

სამკაულის შესაძენად ბევრ რამეზე გვითქვამს უარი, ძვირიც მიგვიცია და ბევრს მთელი თვის ჰონორარიც დაუხარჯავს. ამიტომ ძალიან გვწყდება გული, როცა გვიფუჭდება ან გვეკარგება. ამ სტატიაში გაიგებთ რა შეცდომებს უშვებთ თქვენი ძვირფასეულობის მოვლისას.

1.მათი მუდმივად ტარება

ყოველთვის არსებობს რამდენიმე სამკაული, რომელიც რაღაცას უკავშირდება (ნიშნობის ბეჭედი, ბავშვობის სამაჯური, იღბლიანი ყელსაბამი…), ამიტომ მათ მუდმივად ვატარებთ. ამ სამკაულების სიაში პირველ ადგილზე ნიშნობის ბეჭედი დგას. მარტო იმიტომ, რომ გინდა ყოველ დღე გეკეთოს, არ ნიშნავს რომ არ უნდა მოიხსნა.

ნუ დაიძინებ სამკაულით, მოიხენი ბეჭედი რეცხვისას, ხატვისას, ხელებით სამუშაოს შესრულებისას.

2 .შხაპის მიღება ან ზღვაში ყოფნა სამკაულებიანად

წყალი ძვირფასეულობას „ხეხავს“. წარმოიდგინე მდინარეები, რომლებმაც ქვებსა და კლდეები გაანგრიეს დროთა განვმალობაში. დაახლოებით იგივე ხდება ოქროსა და სხვა მეტალის შემთხვევაში. მართალია შხაპი, მარილიანი წყლის მსგავსად ვერ დააზიანებს ოქროს, თმცა სიფრთხილე ნებისმიერი სითხის მიმართ გმართებთ.

3.სამაკულის სხვადასხვა ადგილებში შენახვა

სამკაული მიდმივად არ უნდა გეკეთოს. და სად უნდა შეინახო ის, მაშნ როცა არ გიკეთია? ხშირია შემთხვევები, როცა მოხსნის შემდეგ გვავიწყდება სად დავდეთ ბეჭედი, რადგან ყოველთვის განსხვავებულ ადგილზე ვდებთ. ამიტომ, სამკაულისთვის ყოველთვის უნდა გქონდეს ერთი ადგილმდებარეობა.

4.სამკაულების ღიად დატოვება

სრულყოფილ სამყაროში, ძვირფასეულობის სამზარეულოს მაგიდაზე მოთავსება პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, რეალურ სამყაროში სამკაულის შესანახად ყოველთვის საიმედო და მშრალი ადგილი უნდა შეარჩიო.

5.სამკაულის დიდხნიანი წმენდა

პატარა კონტეინერები, სპეციალური ფუნჯითა და საწმენდით აუცილებლად უნდა იქონიოთ, თუმცა ზედმეტად დიდი ხანი წმენდა არ არის საჭირო. ამან ვერცხლისფერი ლითონი შეიძლება გაშავებამდე მიიყვანოს, ოქრომ კი ნელ–ნელა მბზინვარება და ფერი დაკარგოს.

6.ბეჭდის არასწორად მოხსნა

არსებობს ბეჭდის მოხსნის სწორი და არასწორი მეთოდი. მოხსნისას და გაკეთებისას გვერდებით უნდა დაიკავოთ. თუ მას თვსა და ბოლოში მოკიდებთ ხელს, ბეჭედი დროთა განვმალობაში გაფართოვდება.

vampiresonsun

I know a thing or two about thing or two

მსგავსი ამბები

Back to top button