გასართობისაკითხავისასარგებლო

ვიქტორ ჰიუგო


,,ვიქტორ ჰიუგი ის გიჟი იყო, რომელმაც თვითონვე დაიჯერა, რომ ვიქტორ ჰიუგო იყო’’. – თქვა პოეტმა ჟან კოქტომ, როცა შეეცადა, დაეხასიათებინა, ადამიანი, რომლის ექსტრავაგანტური ცხოვრება და წინააღმდეგობრივი ნატურა როგორც მის ნაწარმოებებში, ასევე ბობოქარ სასიყვარულო კავშირებშიც წარმოჩნდა.

ეს გენიოსი ლიტერატორი მთელი ცხოვრება ღატაკთა და უმწეოთა უფლებების დასაცავად იბრძოდა. საკუთარი სახლის კედელზე დევიზად ეწერა: ,,მე ჰიუგო ვარ’’.
სიტყვებში, რომლებიც სიკვდილის წინ წარმოთქვა, მთელი მისი ცხოვრების წინააღმდეგობრიობა აისახა: შავ ნათებას ვხედავ!…’’
არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. უსაზღვრო ენერგიით, შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. დღე–ღამეში მხოლოდ 4 საათი ეძინა. თავის ნაწარმოებებს ხშირად ფეხზე მდგომი წერდა და თავს იმით იწონებდა, რომ მისი ნებისმიერი იდეა, აზრი, თეორია ან შეგრძნება მალევე შემოსავლის წყაროდ იქცეოდა.
ქორწინება: ადელ ფუშე ჰიუგოების მეზობელი იყო. ვიქტორი მას 9 წლის ასაკიდან იცნობდა, მაგრამ 17 წლისამ შეიყვარა. როცა გოგონას სიყვარულში გამოუტყდა, სასურველი პასუხიც მიიღო. მაგრამ ვიქტორი ოცნებები დედამ დაამსხვრია: მას ადელის სახელის გაგონებაც არ სურდა.
1821 წელს, დედის უდროო გარდაცვალების შემდეგ, ვიქტორს საშუალება მიეცა, ადელს ისევ დაახლოებოდა. ეჟენს ძმის წარმატება შურდა. ისიც ადელზე იყო შეყვარებული. 1822 წელს როცა ვიქტორი და ადელი დაქორწინდნენ, ეჟენი ფსიქიკურად დაავადდა. ვიქტორს კი დამნაშავის კომპლექსი გაუჩნდა – ეჩვენებოდა, რომ ეჟენს წარმატებაც წაართვა და სიყვარულიც.

როცა ჰიუგო დაოჯახდა, 20 წლისა იყო. ადელი მისთვის პირველი ქალი აღმოჩნდა.ვიქტორი თავის ქორწინებას იდეალურად მიიჩნევდა. ქალბატინი ჰიუგო 10 წლის განმავლობაში ან ბავშვს ატარებდა მუცლით, ან მორიგ ახალშობილს კვებავდა. საბოლოოდ კი იმდენად გადაიღალა, რომ ვნებიანი ქმრისთვის ლიგონში პარტნიორობის გაწევის ძალაც აღარ შერჩა. ეს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ადელს ჰიუგოს მეგობარი, პოეტი და კრიტიკოსი შარლ დე სენტ–ბევი შეუყვარდა, რომელთანაც სავარაუდოდ, ფიზიკური სიახლოვე არც ჰქონია, მაგრამ ჰიუგომ ის კინაღამ დუელშიც გამოიწვია. საოცრად დათრგუნვილი იყო – მას ხომ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა უღალატეს!.. ვიქტორმა უნებლიეთ, მამის ბედი გაიზიარა. სწორედ ამ რთულ დროს ჟულიეტ დრუე გაიცნო.
ჟულიეტი სამონასტრო პანსიონში იზრდებოდა. მასში კათოლიკურმა წს–ჩვეულებებმა იმდენად გაიდგა ფესვები, რომ ლამის მონაზვნად აღიკვეცა. ამ ნაბიჯის გადადგმა არქიეპისკოპოსმა გადააფიქრებინა. მიიჩნია, რომ ჟულიეტი მონასტერს არ შეეფერებოდა. არქიეპისკოპოსი მართალი აღმოჩნდა. ლამაზი, კარგი აღნაგობის ქალი მონასტრიდან ლამის პირდაპირ მოქანდაკე ჟან–ჟაკ პრადიეს სახელოსნოში მოხვდა. მისთვის შიშველი პოზირებდა, რის შედეგადაც რამდენიმე ქანდაკება შეიქმნა. პრადიე ახალგაზრდა ქალისთვის პირველ მამაკაცად და მისი ქალიშვილის – კლერის მამად იქცა. პრადიეს ჟულიეტზე დაქორწინება არც უფიქრია. თან რჩევა მისცა – მსახიობი და კურტიზანი გამხდარიყო. ჟულიეტმა მართლაც ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და მდიდარი მფარველებიც გაიჩინა. კლერი ინტერნატში მიაბარეს.

ჰიუგოს თავდავიქყებით შეუყვარდა ჟულიეტი. ქალმაც უარი თქვა ანგარებიან კავშირზე, ბინაზე, რომლის საფასურსაც ერთ–ერთი მდიდარი საყვარელი უხდიდა. ჰიუგომ ეს მსხვერპლი მშვიდად მიიღო ის მიიჩნევდა, რომ ჟულიეტისთვის ფულის მიცემა უზნეობა იქნებოდა, ამიტომ მდივნად აიყვანა და საკუთარი ხელნაწერების გადაწერა დაავალა. ჟულიეტი აღტაცებული იყო იმ პატოვოთ, რომელიმაცმას მწერლის პირველი მკითხველის ბედნიერება არგუნა. საყვარელ მამაკაცთან მისი მომავალი წიგნების სიუჟეტებსაც განიხილავდა ჟულიეტი. ასე შეიქმნა რომანი ,,საბრალონი’’. ჰიუგომ ჟულიეტ დრუეს სპეციალური ალბომიც კი აჩუქა, სადაც ასეთ ჩანაწერებს აკეთებდა:,,შენს არსს ორი სიტყვით განვსაზღვრავ, ჩემო საბრალო მეგობარო: ანგელოზი ჯოჯოხეთში.
ადელ ფუშე, რომელსაც ჟულიეტი უსაზღვროდ სძულდა, ქმრის სხვა სასიყვარულო კავშირების წინააღმდეგი არ იყო. ადელს ესმოდა, რომ სინამდვილეში არც ერთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს არ შეეძლო მისთვის სერიოზული ოკნკურენცია გაეწია. მხოლოდ უანგარო ჟულიეტი ართმევდა მას ქმრის სიყვარულს.
ჟულიეტის მიმართ ვნება ვიქტორს თანდათნ გაუნელდა, ქალი ნაადრევად გაჭაღარავდა , ფერიც დაკარგა და ღარიბულადაც იცვამდა. ჰიუგო ქარმატებას აღწევდა და ამბიციებიც ეზრდებოდა. ჟულიეტმა დაითვალა და 1848 წლიდა 1850 წლამდე ჰიუგოს 200–მდე საყვარელი ჰყავდა. 70 წლის ასაკში მწერალმა შეძლო 22 წლის ქალიშვილი ეცდუნებინა.
ყველაფრის მიუხედავად ჟულიეტს დაუბრუნდა. სწორედ მას უწოდებდა მის ,,ჭეშმარიტ ცოლს’’.
უეცრად გარდაიცვალა მწერლის ქალიშვილი. მოგზაურობაში მყოფმა ჰიუგომ ეს ამბავი გაზეთებიდან შეიტყო. ჰიუგო სასწრაფოდ ოჯახში დაბრუნდა. მიაჩნდა, რომ გარყვნილებისა და თვშეუკავებლობის გამო ასე დასაჯა განგებამ.

ჰიუგომ კარგად იცოდა რომ საყვარლები – ეს არ არის ჭეშმარიტი სიყვარული. ცხოვრების ბოლოსაც, როგორც ყმაწვილობისას, მიიჩნევდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და რომ მასშია ბედნიერება.
მთელი ცხოვრება პატივს მიაგებდა წესიერებას და ებრძოდა ავხორცობას. თვითონ მუდმივად აგებდა ამ ბრძოლას,მაგრამ ყველა თვის სახელგანთქმულ გმირს ზნეობრიობის მაგალითად აქცევდა.

ინფორმაციის ნაწილი : ambebi.ge

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Close
Close