კულტურა

თხოვნა საიტის ყველა მომხმარებელს!

ecommerce development

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და შევეცდები დიდი დრო არ წაგართვათ უაზრო საუბრით. თუ გექნებათ 2-იოდე წუთი შემოდით სრულიად წაკითხვაში

უცნაურმა ბლოგ-მა მოხსნა საკუთარი რეკორდი უნიკალური ვიზიტების მხრივ და გუშინ წინ მივაღწიეთ 4000 ადამიანს. ვერ აგიღწერთ რამხელა სიხარულია ეს ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ზრუნავს უცნაურის წარმატებაზე. ამ სიხარულთან ერთად არის კიდევ მეორე მხარეც. აშკარად შეიმჩნევა და ამას ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ პოსტების ხარისხი გაფუჭდა. ვგულისხმობ იმას, რომ იდება ბევრი უაზრო პოსტი (რა თქმა უნდა არავის ვაყენებ შეურაცხყოფას) და დიდი რაოდენობით ვიდეობი. უცნაურის შექმნის იდეიდან მოყოლებული ჩემი მიზანი იყო შეგვექმნა შემეცნებითი და გასართობი საიტი, რომელიც იქნებოდა ყველასგან გამორჩეული.

ამ პოსტსაც ამიტომ ვწერ, რომ გამოვასწოროთ სიტუაცია და პოპულარობის მატებასთან ერთად საიტიც ვითარდებოდეს.

მინდა გთხოვოთ:

  • საიტის ადმინისტრატორებს/ედიტორებს – უფრო მეტი სიმკაცრე გამოიჩინოთ პოსტების მოდერაციისას.
  • საიტის ავტორებს/ყველას ვინც პოსტებს ამატებს – შეეცადეთ დადოთ მხოლოდ საუკეთესო პოსტები და ნაკლები ვიდეოები.
  • საიტის მომხმარებლებს – ყურადღება მიაქციეთ რას წერთ კომენტარებში და დაიცავით ცენზურა.
  • კომენტარებში უცენზურო გამონათქვამები ბოლო დროს უფრო გახშირდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ საიტზე კონტროლდება სათითაო კომენტარი და თუნდაც 1 სიტყვაზე დაგედებათ სამუდამო (არა 1 კვირიანი, 1 დღიანი ან 1 საათინი) ბანი. თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება უცნაური ბლოგი, როდესაც გადევთ ბანი, შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე.

    ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საიტის ყველა მომხმარებელს გადაგიხადოთ მადლობა, განსკუთრებით კი ჩვენს ადმინისტრატორებს, ედიტორებს და ავტორებს!

    გისურვებთ წარმატებებს!

    BakoLine

    In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

    მსგავსი ამბები

    Back to top button