ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

საფეხბურთო კლუბები (16 ნაწილი)


სტიაუა – რუმინეთის საფეხბურთო კლუბი დედაქლაქ ბუქარესტიდან რომელიც დაარსდა 1947 წელს და ასპარზობს რუმინეთის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში. სტიაუა ძალიან ტიტულოვანი კლუბია მას რუმინეთის ჩემპიონატის გარდა ასევე მოგებული აქვს უეფას სუპერთასი 1986 წელს.

სტიაუა 2 ჯერ იყო უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში სადაც 1985-1986 წლებში გახდა გამარჯვებული ხოლო 1988-1989 წლებში მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა მან ფინალურ ასპარეზობაში წააგო. კლუბის პრეზიდენტია ჰელმუტ დუკადამი. სტიაუა გამოდის ეროვნულ სტადიონზე რომელიც ბუქარესტში მდებარეობს და 55 600 მაყურებელს იტევს. სტიაუა 2012-2013 წლებში რუმინეთის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული გახდა.

ცსკა მოსკოვი – რუსული საფეხბურთო კლუბი ქალაქ მოსკოვიდან რომელიც დაარსდა 1911 წელს. ცსკა-ს მეტსახელებია ცხენები არმიელები და  წითელ-ლურჯები. ცსკა პირველი რუსული კლუბია რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირი მოიგო 2005 წელს უეფას თასი ანუ ევროპა ლიგა. კლუბის პრეზიდენტია  ევგენი გინერი მწვრთნელია ლეონიდ სლუცკი ხოლო კაპიტანია სერგეი იგნაშევიჩი აღსანიშნავია ის რომ ჩამოთვლილი სამივე ადამიანი რუსია ანუ ცსკა ჭეშმარიტად რუსული გუნდია ეს ცოტა სარკაზმი ჩემი შესრულებით. 2012-2013 წლების რუსეთის უმაღლეს პრემიერლიგაში ცსკა მოსკოვმა 1 ადგილი დაიკავა და ჩემპიონობა მოიპოვა.

ჰამბურგი – გერმანული საფეხბურთო კლუბი ამავე სახელწოდების ქალაქ ჰამბურგიდან. ჰამბურგი საკმაოდ ტიტულოვანი და წარმატებული კლუბია იგი არის უეფას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 1983 წელს და ასევე თასების თასის გამარჯვებული 1997. კლუბი საშინაო შეხვედრებს ატარებს ფოლკსპარკშტადიონი-ზე სადაც 57 274 მაყურებელი ეტევა. ჰამბურგს საკმაოდ ორიგინალური დროშის სტილში ლოგო აქვს სადაც რომბია გამოსახული.

პარმა – იტალიური საფეხბურთო კლუბი რომელიც 2014-2015 წლების იტალიის სერია ა-დან ქვედა დივიზიონში დაქვეითდა. კლუბი დაარსდა 1913 წელს ქალაქ პარმაში. პარმას სტადიონია ენიო ტარდინი რომელიც  27 906 მაყურებელს იტევს.  კლუბს გააჩნია რამდენიმე მეტსახელი მათ შორის ჰერცოგები ჯვაროსნები ლურჯ-ყვითლები და მრავალი სხვა ზედმეტსახელი. პარმას საერთაშორისო მიღწევები თითქმის არ აქვს მაგრამ იგი საკმაოდ ცნობილი და განთქმული კლუბია როგორც იტალიაში ასევე ევროპის სხვა მრავალ ქვეყანაში პარმა იტალიის ერთ-ერთი უძველესი კლუბიცაა.

თეგები
Close
Close