გასართობისაკითხავიუცნაური

22 საინტერესო ფაქტი კოცნაზე


1. პირველი კოცნა კინოში 1886 წელს გადაიღეს, ფილმს ერქვა ,,კოცნა’’, სადაც 30 წამის განმავლობაში იყო ნაჩვენები ქალისა და მამაკაცის ამბორი.

2. მინესოტას შტატში მცხოვრებმა ვოლფრამმა რეკორდი დაამყარა. მან შეძლო 8 საათის განმავლობაში 8001 ადამიანის კოცნა მოესწრო.
3. ტუჩები ასჯერ უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე თითების დაბოლოებები. კოცნის დროს გულის პულსი წუთში ას დარტყმაზე მეტია.
4. კოცნის დროს ერთი ადამიანისგან მეორე ადამიანში 278 სხვადასხვანაირი ბაქტერია გადადის. თუმცა საბედნიეროდ მათგან 95% საშიში არ არის.
5. გამოკითხული გოგონების უმეტესობა, რომელთა ასაკი 15–24 წლამდეა, აღიარებს, რომ თავიანთი კერპისთვის ერთი კოცნის საფასურად მზად არიან, მთელი წელი ურეცხონ და უუთონ ტანსაცმელი.
6. ქალების უმრავლესობას გათხოვებამდე საშუალოდ 7–9 მამაკაცისთვის უკოცნია.
7. ადამიანის მსგავსად კოცნა ცხოველებიდან თურმე შეიმპანზესაც შეუძლია. ტუჩებში კოცნა იციან ასევე ძაღლებმა და ცხენებმა.


8. შუა საუკუნეების იტალიაში მამაკაცი თუ სახალხოდ აკოცებდა ქალს, ვალდებული იყო, მასზე ექორწინა, ხოლო ქალაქ ნეაპოლშო კანონი შედარებით უფრო მკაცრი იყო – ქუჩაში კოცნის დაფიქსირების შემთხევაში ქალსაც და მამაკაცსაც პატიმრობა ემუქრებოდათ, კიდე უარესი იმ შემთხვევაში თუ ამას სასულიერო პირის წინ ჩაიდენდნენ – ჩამოხრჩობა არ ასცდებოდათ.
9. 1979 წელს დევიდ ბოუიმ გამოიგონა აპარატი ლიპოგრაფი, რომელსაც შეეძლო პიროვნების იდენტიფიკაციას ტუჩების საშUალებით. შემდგომში მოეწყო აუქციონი, სადაც მიკ ჯაგერის ტუჩების ანაბეჭდი (სულ რაღაც) 1600 დოლარად გაიყიდა.
10. იაპონიაში უღირს საქციელად ითვლება სხვისი თანდასწრებით კოცნა, ამიტომ იქ მეგობრული კოცნაც კი დაუშვებელია.
11. ადამიანი ცხოვრების მანძილზე ორ კვირას კოცნაში ატარებს.
12. აფრიკაში დღესაც არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმად ის ადგილი, სადაც ტომის ბელადმა გაიარა, სხვებმა კოცნით უნდა გაიარონ.
13. მეცნიერულ ენაზე კოცნის პროცესს – ფილემეტალოგია ეწოდება.
14. ძველ რომში მისალმებისას ერთმანეთს თვალებში კოცნიდნენ, რუსეთში კი იგივეს დამშვიდობებისას აკეთებენ.

15. ამერიკის შტატ ინდიანაში დღემდე არსებობს კანონი, რომლის თნახმად ულვაშებიან მამაკაცს კოცნა ეკრძალება. კონექტიკუტის შტატში კი კვირაობით ცოლის კოცნაც კი აკრძალულია.
16. ჯვრისწერის დროს ფიცის (მღვდლის ნებართვის) შემდეგ კოცნის ტრადიცია რუსეთიდან მოდის.
17. მსახიობმა ჯულიანა მურმა განაცხადა, რომ გადასაღებ მოედანზე მსახიობი ქალის კოცნა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მამაკაცის. მან ჟურნალისტებს ასეთი რამ განუცხადა: ,,როდესაც მამაკაცს უნდა ვაკოცო, ამ დროს შეიძლება პირადმა გრძნობებმა იჩინოს თავი, ქალთან კოცნისას კი ხვდები, რომ ეს მოლოდ მსახიობის მოვალეობაა და მეტი არაფერი’’,
18. მამაკაცების გამოკითხვით გაირკვა, რომ მათ 90% სურს მსახიობ ანჯელინა ჯოლის ტუჩებში აკოცოს.
19. ვნებიანი კოცნა ტვინში ქიმიურ რეაქციას იწვევს, ეს ზუსტად ისეთი რეაქციაა, როგორიც პარაშუტით გადმოხტომისას და პისტოლეტის სროლისას ხდება.
20. კოცნა პირის ღრუს საუკეთესო ჰიგიენური საშუალებაა, თქვენ წარმოიდგინეთ საღეჭ რეზინზე უკეთესიც კი. თუ ყოველი ჭამის შემდეგ კოცნასაც არ მოიკლებთ, კარიესი ნაკლებად დაგემუქრებათ.
21. 1990 წელს კარმიტ სუბერმა და დორ ორპაზმა კოცნაში მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. მთელ ავივის მოედანზე მათ კოცნა 30 საათ და 45 წუთი გაგრძელდა, შემდეგ კი 2000 წელს რეკორდის დამყარება სხვებმაც სცადეს. მათ წინა რეკორდი სულ რაღაც 12 წამით გააუმჯობესეს.
22. გამოკვლევებით გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებიც ყოველდღე სახლიდან გასვლის წინ ცოლს კოცნიან, უფრო მაღლი შემოსავალი აქვთ და უფრო წარმატებულებიც არიან, ვიდრე მათ ვინც ამას არ აკეთებს.

loading...

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Close
Close