გაინტერესებთ სხვადასხვა ეპოქაში როგორ მოგექცეოდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და რა ბედი ეწეოდა თქვენს ქონებას? დავუშვათ, თქვენ ორი ძროხის პატრონი ხარ. რა სარგებელს მიიღებდით მათგან ამა თუ იმწყობის დროს?
ფეოდალიზმი: გყავთ ორი ძროხა, ადგილობრივი ფეოდალი გართმევთ რძის ნახევარს.
სოციალიზმი: გყავთ ორი ძროხა. სახელმწიფო გართმევთ მათ, მიჰყავს სხვა ძროხებთან და გაიძულებთ, ყველას ერთად მოუაროთ, ხოლო რძეს იმდენს გაძლევთ, რამდენიც გჭირდებათ.
ფაშიზმი: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო გართმევთ ორივეს, ქირაობს მათთვის მომვლელს, რძეს კი თქვენვე მოგყიდით.
კომუნიზმი: გყავთ ორი ძროხა, მეზობლები გეხმარებიან მათ მოვლაში და რძესაც თანაბრად ინაწილებთ. მეორე ვარიანტი – თავად უვლით ძროხებს ხოლო სახელმწიფო რძეს გართმევთ.
დიქტატურა: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო გართმევთ ორივეს თქვენ კი გხვრეტენ.
მილიტარიზმი: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო მათ კონფკაციას უკეთებს, ხოლო თქვენ ჯარში გიშვებთ.
დემოკრატია: გყავთ ორი ძროხა, მეზობლები კი წყვეტენ, ვინ მიიღებს რძეს.
ამერიკული დემოკრატია: ხელისუფლება გპირდებათ ორ ძროხას, თუ არჩევნებში მისცემთ ხმას. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტს ძროხებით სპეკულაციის გამო იმპიჩმენტს მოუწყობენ, ხოლო პრესა ძროხებთან დაკავშირებულ სკანდალს ააგორებს.
კაპიტალიზმი: გყავთ ორი ძროხა, ერთს ყიდით, სამაგიეროდ კი, მის ნაცვლად ახალ შენაძენს – ხარს აკეთებთ.
ტოტალიტარიზმი: გყავთ ორი ძროხა, სახელმწიფო მათ გართმევთ და საერთოდ უარყოფს, რომ ოდესმე გყავდათ ზროხა.
სიურრეალიზმი: გყავთ ორი ძროხა ან თუნდაც ჟირაფი, სახელმწიფო გთხოვთ, რომ ჟირაფებს გარმონზე დდაკვრა ასწავლოთ.