გასართობიკრეატივიუცნაური

ერთი შეხედვით ის ბებერი ხის მორს წააგავს, მაგრამ თუ ახლოს მიხვალთ

image

საუკუნოვანი ტრადიცია ხეზე კვეთისა ჩინეთში დღესაც ისევე პოპულარულია, როგორც წლების წინ იყო, თუმცა ახლა მან უკვე სულ სხვა ფორმები შეიძინა. ბევრი თანამედროვე სკულპტორი აგრძელებს ამ ძველ ტრადიციას, მაგრამ მათ შორის უდაოდ გამორჩეულია ხეზე კვეთის ოსტატის ჩჟენ ჩუნხუის ნამუშევრები. მათ მართლაც რომ აღტაცებასა და განცვიფრებაში მოჰყავს მნახველი.

 

დღეს საუბარი გვექნება ამ სკულპტორის მიერ შექმნილ განსაცვიფრებელ და უნიკალურ შედევრზე, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც კი შევიდა.

 

სულ ცოტაოდენი ხნის წინ ჩენხუიმ შექმნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ხის სკულპტურა სახელწოდებით “ცინმინის ფესტივალი მდინარესთან ახლოს”. ხეში ნაკვეთი ქანდაკების სიგრძე 12 მეტრს შეადგენს, ხოლო სიმაღლე -3 მეტრს.

 

image

 

წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რა სკურპულოზური მუშაობა დასჭირდებოდა ამ ქანდაკების შექმნას. მის ზედაპირზე ოსტატმა 550 გმირი ამოტვიფრა, რომ აღარაფერი ვთქვათ ხეებსა და სახლებზე.

 

image

 

ჩუნხუიმ სკულპტურის შესაქმნელად შთაგონება ჩან ცეძიანის ცნობილი ნახატის მიხედვით აიღო. სწორედ ამ მხატვარს ეკუთვნის ტილო

”ცინმინის ფესტივალი მდინარესთან ახლოს”, რომელიც ХI საუკუნის სუნების დინასტიის პეროიდისაა.

 

image

 

ჩჟენ ჩუნხუის მიერ შექმნილი სკულპტურა უმცირეს დეტალებში გამოსახავს სუნის დინასტიის ცხოვრებას მათი მმართველობის პერიოდში.

 

image

სკულპტორი თავის ქმნილებაზე ოთხი წელი მუშაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფესტივალი ცინმინი – ეს უძველესი ჩინური დღესასწაულია მიცვალებულების მოხსენიებისა, რომელსაც გაზაფხულის ბუნიობიდან 15 დღის მერე აღნიშნავდნენ.

 

image

სკულპტურა პეკინის მუზეუმშია გამოფენილი. ერთი შეხედვით რთული დასაჯერებელია, რომ ეს უნიკალური ხელოვნების ნიმუში ადამიანის ხელმა შექმნა.

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close