გართობაკულტურა

Abraj Kudai – 10 000 ნომერი და 70 რესტორანი ერთ სასტუმროში

VXV52PE

სულ მალე Abraj Kudai მსოფლიოს ყველაზე დიდი სასტუმროს ტიტულის ტარებას ღირსეულად დაიწყებს…

t5ZhnrS
მსოფლიოში ყველაზე დიდი სასტუმრო მექაში აშენდება. მასში 10 000 ნომერი და 70 რესტორანი განთავსდება. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება. იგი სტუმრებს უპრეცენდენტო დონის მომსახურებას შესთავაზებს. სასტუმროს Abraj Kudai ერქმევა და მისი მშენებლობა დაახლოებით 3,6 მილიარდი დოლარი დაჯდება.

გრანდიოზული სასტუმროს შენობა 45-სართულიანი იქნება და იგი უდაბნოს ციხე-სიმაგრის სტილში აშენდება. შენობაში განთავსდება სავაჭრო ცენტრი და ექსტრავაგანტული სამეჯლისო დარბაზი, სასტუმროს ასევე ექნება რამდენიმე დასაფრენი ბილიკიც.  სასტუმროს ხუთი სართული კი სტუმრებისთვის მიუწვდომელი იქნება, ვინაიდან იგი გამუდმებით დაჯავშნული იქნება საუდის არაბეთის სამეფო ოჯახისთვის.
fOKQ9m7

სასტუმრო Abraj Kudai-ის მშენებლობას საუდის არაბეთის ფინანსთა სამინისტრო დააფინანსებს.

 

წყარო: bpn.ge

guroo

...
Back to top button