გასართობიკრეატივიუცნაური

ათი საოცრად საინტერესო ფაქტი გველების შესახებ

image

გველი ქვეწარმავალთა ისეთი სახეობაა, რომლებსაც აქვთ წაგრძელებული უკიდურებო,ქერცლით დაფარული სხეული, რომლის შეფერილობა ხშირად გარემოს ეხამება.
თვალები დაფარული აქვთ გამჭვირვალე გარსით, რომელიც კანის ცვლისას სცილდებათ. დაფის აპკის და შუა ყურის უქონლობის გამო პრაქტიკულად მოკლებული არიან სმენას. მოძრაობენ კლაკვნით, მალების დახრილობის ცვლისა და მუცლის ფარების მოქმედების მეოხებით. 200-ზე ნაკლები მალა იშვიათად აქვთ.
წარმოგიდგენთ ათ საოცრად საინტერესო ფაქტს მათ შესახებ.
1) გველების ზოგიერთ სახეობას შეუძლია გაძლოს ორი წელი კვების გარეშე.

image

 

2) არსებობს კუნძული ბრაზილიაში, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს წასვლა აკრძალული აქვთ, რადგან ამ კუნძულზე, ერთ კვადრატულ მეტრზე 5 გველი მოდის.

 

image

3) მსოფლიოში ყოველწლიურად გველის ნაკბენით 100 000-მდე ადამიანი იღუპება.

image

4) ერთ გველს შეიძლება ჰქონდეს ერთდროულად ორი თავი, ეს რათქმაუნდა საოცარი ფაქტია, თუმცა ამაზე საოცარია ისაა, რომ თავებმა შეიძლება საკვების გამო ერთმანეთში იჩხუბონ.

 

image

 

5) ათი ყველაზე მომაკვდინებელი გველიდან, ათივე ავსტრალიაშია ნაპოვნი.

image

 

6) ყოველწლიურად ფუტკრის ნაკბენით უფრო მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე გველის.

image

 

7) ბუმსლანგი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და შხამიანი გველი. აქვს უკანა შხამიანი კბილები. რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, მეცნიერმა შმიდტმა მისი კბენა თავის თავზე გამოსცადა და ზუსტად აღწერა თითოეული წამი, თუ რას განიცდიდა ამ დროს. ამ აღწერას შეეწირა მისი სიცოცხლე.

 

ბუმსლანგი

8) იცოდით, რომ ახალ ზელანდიაში ხმელეთის გველები საერთოდ არ არსებობენ.

image

9) არსება ტიტანობოა ცხოვრობდა 60 მილიონი წლის წინად. ეს არის ყველაზე დიდი, გრძელი და მძიმე გველი, რომელიც ოდესმე აღმოუჩენიათ.

image1

10) იცოდით, რომ გველებსაც აქვთ თავიანთი საერთაშორისო დღე, 16 ივლისი სწორედ გველების საერთაშორისო დღედაა მიჩნეული.

image

 

 

წყარო : intermedia.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close