არქივი

ლომი კატის ნაცვლად ანუ მოშინაურებული მტაცებელი ცხოველები

1495e2e7704d

ჩვეულებრივ, როდესაც შინაურ ცხოველებზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ვფიქრობთ კატებზე, ძაღლებზე, თუთიყუშებზე, ზაზუნებზე და ა.შ მაგრამ არიან ადამიანები რომლებმაც სახლში მოიშინაურეს ისეთი საშიში ცხოველები როგორიცაა: ლომი, პითონი, ჰიპოპოტამი და მათ ისე ზრდიდნენ როგორც ოჯახის წევრს…

არავის უყვარს მარტო ყოფნა, მარტოობის დასაძლევად ზოგი ყიდულობს შინაურ ცხოველებს: ძაღლებს, კატებს, თევზებს და ა.შ მაგრამ არიან ადამიანები რომლებიც გაცილებით შორს წავიდნენ და მოიშინაურეს ისეთი მტაცებელი ცხოველები რომელთაც თავისუფლად შეუძლია მათი პატრონის საუზმედ გადაქცევა…

ლაქი: პითონი კამბოჯიდან

7f54c6c8161e

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაციც კი პატარა გოგონასავით შეშინდება ასეთი გველის დანახვისგან. ეს ერთი შეხედვით საშინელი არსება შინაური ცხოველია და ის პატარა 9 წლის კამბოჯელი ბიჭის კონ სმანგის საუკეთესო მეგობარია.
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა პატარა კონი 3 თვის იყო, როდესაც მამამისი დილით ადრე მის სანახავად შევიდა პატარას საწოლთან დაინახა როგორ დაცოცავდა ნახევარ მეტრიანი პითონი, მამა სმანგი არ დაიბნა, გველი დაიჭირა და ჯუნგლებში გაუშვა, გავიდა რამდენიმე დღე და იგივე განმეორდა, გველი ისევ პატარას ოთახში დაბრუნდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე და ბოლოს გადაწყვიტეს გველი სახლში დაეტოვებინათ.
aa9752fb3684

დღეს კონი 9 წლისაა და დღის უმეტეს ნაწილს მის საყვარელ მეგობართან, პითონთან ატარებს რომელსაც ლაქი დაარქვა. ლაქის სიგრძე 6 მეტრს აღემატება, 100 კილოზე მეტს იწონის და ქათმებით იკვებება. ძნელია ამ ამბის ახსნა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ლაქი ყველაზე დიდი მოშინაურებული გველია მსოფლიოში.

თეთრი ლომები სამხრეთ აფრიკაში

f3bfc6e36e09

სამხრეთ აფრიკელ ქევინ რიჩარდს ბავშვობიდან იტაცებდა გარეული ცხოველები და ცდილობდა შეესწავლა მათი მოქმედებები და ხასიათი. როცა გაიზარდა გადაწყვიტა ესწავლა ზოოლოგია უნივერსიტეტში, მაგრამ მალევე დაანება სწავლას თავი მას შემდეგ რაც გაიგო, რომ უნივერსიტეტში საშიში ცხოველების შესახებ არ ასწავლიდნენ. სწავლის მაგივრად მან გადაწყვიტა თავად წასულიყო და თვითონ დაკვირვებოდა ამ ბუნების მართლაც ყველაზე ლამაზ ქმნილებას. ადგილი სადაც რიჩარდი წავიდა იყო სავანა ველური ბუნებით სადაც ლომები, ტურები და ვეფხვები თავისუფლად დადიან და ეძებენ მათ შემდეგ მსხვერპლს. ფაქტს, რომ ის შეიძლებოდა ერთ-ერთი ამ ცხოველთაგანის სადილი გამხდარიყო რიჩარდი არ შეუშინებია, პირიქით ის ისე შეეჩვია მათ რომ ხანდახან ლომებთან ერთადაც სძინავს.


პოჩო: ნიანგი კოსტა რიკიდან

b1e3a01cf18a

ალბათ ყველას გქონიათ ისეთი შეგრძნება, რომ ბევრი ადრენალი გაქვთ და არ იცით სად დახარჯოთ, სწორედ ასეთი შემთხვევისთვის გამოიგონეს თხილამურები და ექსტრემალური სპორტი, მაგრამ კოსტა რიკის სოფლებში ალბათ არაფერი სმენიათ ამ გამოგონებების შესახებ, მაგალითად ავიღოთ ჟილბერტო “ჩიტო” დენი, რომელმაც ადრენალინის გამოყოფის ორიგინალური ხერხი მოიფიქრა, ის გასართობად მდინარეზე ჩადის და პოჩოსთან თამაშობს, პოჩო ალბათ პატარა საყვარელი ბავშვის სახელში აგერევათ მაგრამ პოჩო არა ბავშვი არამედ უზარმაზარი ნიანგია რომელიც 5 მეტრი სიგრძისაა და ნახევარ ტონაზე მეტს იწონის.

95c92c2a4423

გამვლელები შოკში არიან როცა ხედავენ რა სიყვარულით ეთამაშება ეს უზარმაზარი ნიანგი ჟილბერტოს. ჟილბერტო პირველად 20 წლის წინ შეხვდა პოჩოს, როდესაც მონადირეებმა ნიანგი თვალში დაჭრეს, ჟილბერტოს შეეცოდა და გადაწყვიტა სახლში გაეზარდა. “პოჩო და მე საუკეთესო მეგობრები ვართ, ის მე თვალებში მიყურებს და არ ცდილობს ჩემ შეჭმას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ის ყველა ადამიანთან ესეთი მეგობრული იქნება” აცხადებს ჟილბერტო.

სამწუხაროდ პოჩო რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა :(((

ჯესიკა: ჰიპოპოტამი სამხრეთ აფრიკიდან

57700b8b0e6d

არაფერი აბედნიერებს მამას ისე როგორც მის პატარა ქალიშვილთან სეირნობაა, მაგრამ ალბათ წინა შემთხვევების შემდეგ მიხვდებოდით, რომ “პატარა” არაა ის ზუსტი სიტყვა რაც ამ ცხოველებს შეესაბამებათ :) სამხრეთ აფრიკელი ტონი ჯუბერტის შემთხვევაში ეს სიმპატიური და საყვარელი არსება ავსებს(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) მის სახლს სიხარულით და ბედნიერებით. ტონი ბუნების დამცველად მუშაობს სამხრეთ აფრიკაში, ის ჯესიკას პირველად მაშინ შეხვდა როცა დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ დედამ მიატოვა, ტონიმ ის სახლში წაიყვანა და საკუთარი შვილივით ზრდიდა.

bd52921018d5

“ჯესიკა განსხვავებულია” აცხადებს ტონი, “ის მსოფლიოში ერთადერთი მოშინაურებული ჰიპოპოტამია რომელიც გალიაში არ არის გამომწყვდეული”.

Gabi Bairamashvili
100000676208458.2517.889471919
Create Your Badge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button