ეს იცოდით? (ნაწილი 4)
ყველას მიაჩნია, რომ ბრმებისათვის მხოლოდ ორი ფერი: შავი და წითელი არსებობს. არგენტინელი ბრმა მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ამტკიცებს, რომ ეს არის არასწორი შეხედულება. ბრმები ,,მხედველობაში” არ არის ეს ფერები, საერთოდ კი მწვანე და ცისფერი დომინირებს.
ბ ერძნები ამბობენ, რომ მათ აქვთ ორი მეცნიერება: უმწიფარი – ფილოსოფია და მწიფე – გეომეტრია.
* ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაზე ეფექტური საგზაო ნიშნები შავ-ყვითელი ფერისაა. მათი გამოკვლევების მოკლე დასკვნა ასეთია, ყველა ადამიანი მაიმუნიდან წარმოიშვა, მათთვის კი ყველაზე საშუნელი მტაცებელი ლეოპარდია. ეს კოდირებულია ადამიანის გენშიც.
* 1962 წელს ჩინეთ-ინდოეთის ომში ინდოელებმა მაღალმთიან უღელტეხილ სიკიმზე დესანტის დიდი ძალები გადაისროლეს, მაგრამ მათ ბრძოლა თითქმის ვერ შეძლეს და უმეტესობა მთის ავადმყოფობით ჰოსპიტალში მოხვდ ა.
* ტაიფუნებს და ზვავებს აღმოსავლეთ აზიაში მხოლოდ ქალის სახელებს არქმევენ.
* არაბულ მუსლიმანურ ქვეყნებში თითქმის არ აჯარიმებენ ნასვამ მძღოლებს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შარიათის კანონით ალკოჰოლის სმა აკრძალულია.
*დევიდ ბეკჰემის დედა პარიკმახერად მუშაობდა, ხოო მამა სამზარეულოს ავეჯით ვაჭრობდა.
* აგატა კრისტი ინგლისის ყველაზე გაყიდვადი მწერალია. მისი 78 დეტექტივის 2 მილიარდი ეგზემპლარია გაყიდული.
* მოლიერი 1673 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა, როცა მთავარ როლს ასრულებდა საკუთარ კომედიაში ,,ძალით ავადმყოფი”.
* მუსიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ტაში დაიმსახურა პლასიდო დომინგომ 1991 წლის 30 იანვარს ვენაში. ხალხს იმდენად მოეწონა მისი ,,ოტელო”, რომ ერთი საათი და 20 ეუთი უკრავდა ტაშს. ფარდა კი 101-ჯერ დაეშვა.
* მრავალშვილიანი დედსი რეკორდი ეკუთვნის ქალს, რომელსაც 88 ბავშვი ეძახის დედას.
* კენიის მოსახლეობა ყველაზე ახალგაზრდაა მსოფლიოში.
* ადამიანების 75% ცდილობს, დილით გამოღვიძებულებმა ძილი შეიბრუნონ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათ სიზმარში დაბრუნება სურთ.
* თინეჯერების 80% გაღვიძებისთანავე აბაზანაში შესვლის ნაცვლად მობილურს ამოწმებს.
* არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც ზღვაში არსებული ნავთობით იკვებებიან.
* ჟირაფი ენას ყურის გამოსაწმენდადაც იყენებს.
* როდესაც მამრ პინგვინს მდედრი პინგვინი უყვარდება, ყველაზე ლამაზ სანაპიროს ეძებს, რომ იქ ,,საყვარელი ქალი” წაიყვანოს.
* ზოგიერთი სახის ზვიგენი 100 წლიც კი ცოცხლობს.
* პოლ მაკარტნიმ თვისი ყველაზე ცნობილი სიმღერა ,,Yesterday” სიზმარში მოისმინა. როცა ის დაწერა თავდაპირველად ,,ერბოკვერცხი” დაარქვა.
* როცა ბილ ჰეიტსი სკოლის მოსწავლე იყო, თავის მასწავლებლებს უთხრა, რომ 30 წლის ასაკში მილიონერი გახდებოდა. საბოლოოს გეიტსი მილიონერი 31 წლის ასაკში გახდა.
* თმის დახვევა XX საუკუნეში გახდა პოპულარული. ფრანგმა პარიკმახერმა რევოლუცია მოახდინა – ცხელი ლითონის მილით თმის დახვევა გამოიგონა. გერმანელმა პარიკმახერმა, კარლ ნესლერმა, მისი გამოგონება გააუმჯობესა და თმის დასახვევი აპარატი შექმნა. მისი საშუალებით დახვეული თმა 6 თვე არ იშლებოდა. მანვე გამოიგონა დასაწებებელი წამწამები.
* 1964 წელს ამერიკელმა ქირურგმა კრონინგმა კოსმეტოლოგებს მკერდის ფორმის შესაცვლელად სილიკონის იმპლანტანტი შესთავაზა.
* 1991 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა რიჩარდ აქსელმა და ლონდა ბაკმა ყნოსვის რეცეპტორებზე პასუხისმგებელი გენები აღმოაჩინეს. მათ ამ აღმოჩენისთვის ნობელის პრემიც კი მიენიჭათ.