ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

საფეხბურთო კლუბები (14 ნაწილი)


ინტერი მილანი – ინტერი იგივე ინტერნაციონალე რომელიც არის ქალაქ მილანიდან და დაარსდა 1908 წელს. ინტერის მეტსახელია შავ-ლურჯები. გუნდის პრეზიდენტია ერიკ თოჰირი მწვრთნელია  რობერტო მანჩინი ხოლო კაპიტანია ხავიერ ძანეტი. მილანის ინტერი ასპარეზობს იტალიის უმაღლეს სერია ა-ში სადაც 2013-2014 წლების სეზონში მეცხრე ადგილი დაიკავა. ინტერი იტალიაში ერთ-ერთი ტიტულოვანი კლუბია მაგრამ ბოლო წლებია მას სერიოზული ჩავარდნები აქვს ისევე როგორც მილანის მილანს. მილანის ინტერი და მილანის მილანი სერიოზული გამოწვევების და პრობლემების დაძლევის წინაშე დგანან. ინტერი საშინაო შეხვედრებს ჯუზეპე მეაცას სახელობის სან სირო-ზე მართავს სადაც 85 700 მაყურებელი ეტევა.

სამპდორია – იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ გენუიდან. სამპდორია დაარსდა 1946 წელს 1 აგვისტოს. კლუბის პრეზინდეტია რიკარდო გარონე ხოლო მწვრთნელია ლუიჯი დელ ნერი. სამპდორიამ 2013-2014 წლების იტალიის სერია ა-ში მეცამეტე ადგილი დაიკავა. გუნდი საშინაო შეხვედრებს ლუიჯი ფერარის სტადიონი-ზე მართავს სადაც 36 536 მაყურებელი ეტევა. გუნდის მეტსახელია ლურჯ–რგოლიანები.

ვესტ ჰემ იუნაიტედი – კლუბი ინგლისიდან რომელიც 1895 დაარსდა მას თავიდან Thames Ironworks ერქვა. კლუბის პრეზიდენტია დევიდ სალივანი რომელიც კლუბი აქციების 55.6% ფლობს კლუბის მწვრთნელია სემ ელერდაისი ხოლო კაპიტანია კევინ ნოლანი. ვესტ ჰემი ასპარეზობს პრემიერლიგაში სადაც 2013-2014 წლების სეზონში 13 ადგილი დაიკავა. კლუბი ბოლეინ გრაუნდი აპტონ პარკი-ზე ატარებს საშინაო შეხვედრებს 1904 წლიდან დღემდე სადაც 35,016 მაყურებელი ეტევა.

რომა – საფეხბურთო კლუბი ქალაქ რომიდან. რომას პრეზიდენტია ტომას დი ბენედეტო მწვრთნელია  რუდი გარსია ხოლო კაპტანია ფრანჩესკო ტოტი. იტალიის სერია ა-ში 2013-2014 წლების სეზონში რომამ 2 ადგილი დაიკავა. გუნდი საშინაო შეხვედრებს სტადიო ოლიმპიკო-ზე მართავს სადაც  72 481 მაყურებელი ეტევა. მაყურებლის ტევადობით სტადიო ოლიმპიკო იტალიაში მეორე სტადიონია ამ სტადიონზე ასევე მათი უშუალო მეტოქე თანაქალაქელი ლაციო ასპარეზობს. რომას მეტსახელებია ყვითელ-წითლები ჯადოქრები და მგლები. რომა დაარსდა 1927 წელს იტალო ფოშის მიერ.

თეგები
Close
Close