ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ეს იცოდით? (ნაწილი 3)

* ,,ლივერპულის” დანიელ ფეხბურთელ დანიელ აგერს ტანზე მთელი დანიური მითოლოგია აქვს დახატული.
 * ჰიტლერი ევა ბრაუნზე 23 წლით უფროსი იყო.

* პიერ კარდენი თავის თავს დ,არტანიანს ეძახდა.
* ადამიანები, რომლებსაც ცოტა ხანი სძინავთ, მეორე დღეს უფრო მეტს ჭამენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც ნორმალური ძილის რეჟიმი აქვთ.

* მუსიკის მოსმენისას უფრო მეტი კალორია იწვება, ვიდრე ტელევიზორის ყურებისას.

* პირველი კანფეტი ეგვიპტეში გააკეთეს თაფლისა და ფინიკისაგან. აღმოსავლეთში შაქრის არარსებობის გამო მას ლეღვისა და ნუშისაგან ამზადებდნენ. ძველ რომში კი ტკბილეული შეიცავდა მოხალულ ნიგოზს, თაფლსა და ყაყაჩოების თესლს.

* ,,ჩიტის რძე” მე-20 საუკუნის ყველაზე პოპულარული ტკბილეული იყო. ის თავდაპირველად, როგორც ტორტი, ისე დაამზადეს. ,,ჩიტის რძის” მთავარ ინგრედიენტს კი ზღვაში მოიპოვებენ.

* ჰელოუინზე ყოველ წელს ყველაზე მეტი, 14,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ტკბილეული იყიდება.

* ჩრდილოეთ პოლუსზე არ არსებობს მიმართულება ,,ჩრდილოეთი”, რადგან ის უკიდურესი ჩრDილოეთი წერტილია. იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ პოლუსზეც. იქ არ არსებობს მიმართულება ,,სამხრეთი”.

* ბოლო 500 წლის განმავლობაში დედამიწის მასა 1 მლრდ ტონით გაიზარდა.

* 1796 წლამდე ამერიკი ერთ-ერთ შტატს ერქვა ფრანკლინი, დღეს ის ცნობილია, როგორც ტენესი.

* ამერიკის სამოქალაქო ომის პირველი ბრძოლა მსხვერპლის გარეშე დასრულდა.

* სკოლაში სწავლის დროს ბარაკ ობამას კალათბურთში მიღწეული წარმატებისთვის ბომბდამშენს უწოდებდნენ. თინეიჯერობის პერიოდში ის კოკაინსა და მარიხუანას მოიხმარდა.

* ინდონეზიაში ცხოვრების პერიოდში ბარაკ ობამა გველისა და ძაღლის ხორცით იკვებებოდა. ახლა კი მისი საყვარელი კერძი ცოლის, მიშელის მომზადებული ლანგუინია.

* ბარაკ ობამა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტებს შორის მეცხრე ცაცია პრეზიდენტია.

* ძოგიერთი მეცნიერის აზრით, ფეხბურთის სამშობლო ჩინეთია. უძველესი დროიდან ბურთით არამარტო ჩინელები თამაშობდნენ, არამედ თითქმის მთელი მსოფლიო, – მათ შორის ქართველები.

* პანდები უკვე 3 მილიონი წელია ჩინეთის ტერიტორიაზე ბინადრობენ. მათ ჩინელი იმპერატორები უვლიდნენ, საიმპერატორო კარზე ჰყავდათ, რადგან სჯეროდათ, რომ ამით ავ სულებს აფრთხობდნენ. პანდა სიმამაცის სიმბოლოდ ითვლება.

* ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყის ასო ,,ს”-ს ენაგამოყოფილი.

* ადამიანის თეძოს ძვლები ბეტონზე მტკიცეა.

* ნეკნები სუნთქვისას მოძრაობს. აქედან გამომდინარე, ისინი წელიწადში დაახლოებით 5 მილიონჯერ იცვლიან ადგილს.

* ბავშვი სანამ დაიბადება, მუცელში თითს წოვს, რათა დაბადების შემდეგ ძუძუს წოვა შეძლოს.

* ადამიანი ჰაერს წელიწადში დაახლოებით 10 მილიონჯერ ამოისუნთქავს და ჩაისუნთქავს.

* ადამიანები. რომლებსაც ბევრი ხალი აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც არ აქვთ.

* უძველეს დროში, როდესაც არც კარდიოგრაფია არსებობდა და არც წნევის საზომი აპარატები, ექიმები დიაგნოზს სვამდნენ თვალების, ყურების და ენის საშუალებით. აღმოსავლურ მედიცინაში ენას სხეულის სარკეს უწოდებდნენ, რადგან იგი შინაგანი ორგანოების ენერგეტიკას ასახავს.

* ადამიანებს გუგები უფართოვდებათ მაშინ, როდესაც იმას ხედავენ, ვინც სძულთ.

* მამაკაცებს ისეთი ქალები უფრო იზიდავთ, ვინც წითელ სამოსს ატარებენ.

* მუსიკას შეუძლია ადამიანი სტრესისაგან იხსნას.

* ადამიანები, რომლებიც ბევრს იცინიან, უფრო ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც იშვიათად იცინიან.

* ლურჯს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Close
Close