გართობა

დიასახლისის 5 შეუცვლელი დამხმარე

64a8568b054a

დიასახლისის 5 შეუცვლელი დამხმარე
1. სარეცხის საპონი-ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი

სუნის გამო ზოგიერთს შეიძლება არ ესიამოვნოს, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ სარეცხის საპონი საუკეთესო ანტიბაქტერიული საშუალება. იგი იდეალურად ასუფთავებს ზედაპირებსა (იატაკს, ჭურჭლის ნიჟარებს, სააბაზანოს ოთახს და ა.შ.) და სარეცხს. იგი დეზინფექციას უტარებს და კლავს მიკრობებს.

სარეცხის საპონი აუცილებლად უნდა ჰქონდეს იმ დიასახლისს, რომელსაც სახლში ჩვილი ჰყავს. გახსოვდეთ, რომ სარეცხის საპონს 72% უნდა ეწეროს, სწორედ ეს საპონი გჭირდებათ და არა გათანამედროვებული.
1898ea409517

2. საჭმელი სოდა

სოდით შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭელი, მოასუფთაოთ ზედაპირები (მაგ. გაზის). სუდა იდეალურად ებრძვის სიბინძურეს და ჩამჯდარ ჭუჭყს. სოდა დაგეხმარებათ ჭიქებს ჩაის ნადები მოაშოროთ. მინის ჭურჭლი (ჭიქები, ვაზები) სოდიან წყალში გარეცხეთ. ამისათვის 2 ჩაის კოვზი სოდა გახსენით 1 ლიტრ წყალში. მოათავსეთ გასარეცხი ჭურჭელი სოდიანი წყლით სავსე თასში და რამდენიმე ხანი გააჩერეთ. თუ ჭუჭყს ხელით ვერ გააცლით, ჯაგრისი ან ღრუბელი გამოიყენეთ.

თუ ემალის ქვაბი გაგიყვითლდათ ან ფერი იცვალა, წყალში გახსნილი სოდიანით (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ) გარეცხეთ.
თუ ჭურჭლის ნიჟარაში წყალი ცუდად ჩადის, გადაურიეთ ერთმანეთში თითო ჩ/კ სოდა, მარილი და 2 ჩ/კ ძმარი. მიღებული მასა, ჩაასხით ნიჭარაში, დაელოდეთ 15 წუთი და შემდეგ მდუღარე წყალი ჩაასხით. ეს პროცედურა ნიჭარას უსიამოვნო სუნსაც მოაშორებს.
თუ მაცივარში ცუდი სუნი გაჩნდა, მასაც სოდის მოაშორებთ. ამისათვის პატარა ფიალაში ჩაყარეთ სოდა და შემოდგით მაცივრის ქვედა თაროზე.

არ დაგავიწყდეთ, საპირფარეშოს ურნების სოდიანი ან სარეცხისსაპნიანი წყლით გარეცხვა. ასე თქვენ მათ გაასუფთავებთ და დიზინფექციასაც ჩაუტარებთ.
b2b5fef9f06d

3. ძმარი

ძმარი ერთ-ერთი საუკეთესო მათეთრებელი საშუალებაა, კლავს მიკრობებს და აშორებს ცხიმებს.
თუ სამზარეულოში შემწვარი თევზის, ნივრის ან სხვა უსიამოვნო სუნი დგას, ტაფაზე დაასხით ცოტა ძმარი და დაბალ ცეცხლზე დუღილამდე მიიყვანეთ. უსიამოვნო სუნი გაქრება.

საპურეში უსიამოვნო სუნსა და სოკოსაც კი ძმარი დაუმკლავდება. გაწმინდეთ საპურე ძმარში დასველებული ჩვრით.
ცხიმიან ქვაბებსა და ტაფებს ადვილად გარეცხავთ, თუ მათში ძმარს ჩაასხავთ.
თუ ქვაბში სადილი მიგეკრათ, ჩაასხით მასში ძმარი, გააჩერეთ მთელი ღამე და დილით უპრობლემოდ და ზედმეტი წვალების გარეშე გარეცხავთ.

ძალიან ადვილი და კომფორტული სახმარია ძმრიანი წყალი, რომელიც პულივიზატორში გენებათ მოთავსებული. ასეთი შინაურული მეთოდით მარტივად გაუმკლავდებით მიკრობებსა და ცხიმებს ზედაპირებზე (გაზის, იატაკზე, მინებზეც კი).
სამზარეულოს ხის საჭრელი დაფები განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, რადგან ისინი ბაქტერიების ბუდეა. ამიტომ, პერიოდულად ძმრიანი ჩვრით გაწმინდეთ ხოლმე.

თუ ჩაიდანში ნადები გაჩნდა, ჩაასხით მასში ძმარი და წამოადუღეთ.
მარილისა და ძმრის ნარევით (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ) ერთგვარ სკრაბს მიიღებთ, რომელიც ადვილად გაუმკლავდება ქვაბების გარეთა, ჭუჭყიან მხარეს.
5990010c3fc9

4. მდოგვის ფხვნილი

იგი ძვირად ღირებულ ჭურჭლის ჟელესაც კი შეცვლის. დაყარეთ მდოგვის ფხვნილი ცხიმიანი ჭურჭლის ზედაპირზე, ცოტა ხანი გააჩერეთ და თბილი წყლით გარეცხეთ.

25468a91ee1b
5. ლიმონმჟავა

ლიმონმჟავა საუკეთესო მათეთრებელი საშუალებაა. აგრეთვე, არასასიამოვნო არომატებსაც ანეიტრალებს. შეუძლია ჩაიდანს ნადები მოაცილოს. ამისათვის ჩაიდანში ჩაყარეთ ლიმონმჟავა და ჩაასხით წყალი და რამდენჯერმე (ჩაიდანში ადუღებული წყალი რომ გაცივდება ისე აადუღეთ და ასე რამდენჯერმე) წამოადუღეთ. ეს მეთოდი საუკეთესოა როგორც ელექტროჩაიდნებისთვის, ასევე ჩვეულებრივებისთვისაც.

ლიმონმჟავა ნადებს სარეცხის მანქანასაც მოაშორებს. ამისათვის ლიმონმჟავა ჩაყარეთ სარეცხი ფხვნილის განყოფილებაში და ჩართეთ მანქანა მაღალ ტემპერატურაზე, რა თქმა უნდა მასში სარეცხი არ უნდა გქონდეთ. მანქანა ნადებისგანაც გათავისუფლდება და გაქათქათდება კიდეც. ასეთი პროცედურა სამ თვეში ერთხელ უნდა ჩაატაროთ.
355fdd79346f

 

წყარო : www.marao.ge

Kapo

Magari Var
Back to top button