გასართობისაკითხავისასარგებლო

ამადეო მოდილიანის ცხოვრების სამი ქალი

ამადეო მოდილიანის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა – ,, დიდების კართან წამოეწია სიკვდილი”. იმავე ქვაზე მეორე წარწერაცაა – ,,ჟანა ებიუტერნი… ამადეო მოდილიანის ერთგული თანამგზავრი, ვინც სიკვდილი არჩია მასთან განშორების ტანჯვას”.

 ჟანამ ამადეოს გარდაცვალებიდან მეორე დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
,,თვალისმომჭრელად ლამაზი, ავადმყოფურად ანთებული თვალები, შავგრემანი, ფერმკრთალი სახე, ნელი ხმით მოლაპარაკე, დაუდევრად ჩაცმული, მუდამ საღებავებით მოთხვრილი”. – ასე ახასიათებენ თანამედროვენი ამადეოს. 22 წლის მხატვარი სილამაზითა და უცნაურობებით იქცევდა ყურადღებას. ჩხუბის გამო პოლიციის განყოფილებაში ხშირად ათევდა ღამეებს. სვამდა და ჰაშიშსაც ეწეოდა. დაავადებული ფილტვებით, განუწყვეტლივ მუშაობდა, მაგრამ მის ნახატებს არავინ ყიდულობდა. მონმარტრზე უცნაური ბრმა მოხუცი ცხოვრობდა. იგი ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც მხატვრებისაგან სურათებს ყიდულობდა. იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე ამ ნახატებს ფასი დაედებოდა და მდიდარი გახდებოდა, თუმცა მოხუცს მაინც სიღარიბეში ამოხდა სული, რადგან ნახატები დაკარგა. წსორედ მან შეიძინა მოდილიანის რამდენიმ ნახატი. ამადეო დუქნებისთვის აბრებს ხატავდა, ზოგჯერ უნიჭოდ შერულებულ სურათებსაც ასწორებდა.

სიღარიბის მიუხედავად, უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ულამაზესი ქალბატონები მის წინ სიამოვნებით პოზირებდნენ. ისინი მხატვრის ცხოვრებაში ჩნდებოდნენ და ცოტა ხანში უჩინარდებოდნენ. მოდილიანს ორწლიანი რომანი ჰქონდა ინგლისელ ბეატრისა ჰესტინგსტან, რომელიც პოეტი და ჟურნალისტი გახლდათ. ამბობენ, რომ ბეატრისამ დადებითი გავლენა მოახდინა მოდილიანის შემოქმედებაზე, თუმცა ზოგიერთი მას ბოროტ დემონსაც უწოდებდა, რომელიც ამადეოს სტანჯავდა.
ბეატრისას ერტ-ერთი წერილიდან ჩანს, რომ შეყვარებულები ხშირად ჩხუბობდნენ. ,,დედო ჩვეულებრივ მთვრალი მოდიოდა, სახლში შემოსვლას ცდილობდა. ამ დროს თუ მეც მთვრალი ვიყავი, იწყებოდა საშინელი სცენა, მაგრამ იგი მაშინ მოდიოდა, როცა მე ვწერდი და მისი ზარი ნამდვილი უბედურება იყო ჩემთვის… ყოველდღე ამის იოლად ატანა აღარ შემეძლო.ჩემი ჯანმრთელობა შერყეული იყო. სულ ვშიშობდი, რომ ეს ასირიელი შემომიმტვრევდა კარს, ამიტომაც მძულდა ეს თავდასხმები და სულ უფრო და უფრო მძიმედ განვიცდიდი. ერთხელ ნამდვილი ბრძოლა ატყდა ჩვენს შორის, ერთმანეთს დავსდევდით მთელ სახლში, ზევით და ქვევით კიბეებზე. მისი იარაღი იყო ყვავილების ქოთანი, ჩემი კი გრძელტარიანი ცოცხი.”
ერთხელ ერთ-ერთ ბარში ნასვამ ამადეოს ბეატრისასთვის კაბა ტანზე შემოუხევია და ნაკუწებად უქცევია. ასეთი კონფლიქტების მიუხედავად, ბეატრისა მხატვართან გატარებულ წლებს ყველაზე ბედნიერს უწოდებდა: ,,რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, იმ პატარა სახლში, მონმარტრზე.”
მოდილიანი საყვარელმა უკანასკნელი დღეები მარტოობასა და სიღატაკეში გაატარა და სიცოცხლე გაზის ქურასთან თვითმკვლელობით დაასრულა.

ბეატრისასთან განშორების შემდეგ მოდილიანმა კანადელი სტუდენტი, სიმონა ტირუ, გაიცნო. სიმონა მოდილიანის მოდელი და საყვარელი იყო. მხატვარი გაგიჟებით უყვარრდა, თუმცა მოდილიანი მას არასოდეს უთანაგრძნობდა. სიმონას ამადეოსგან შვილიც ჰყავდა. მხატვარი შვილს მთელი ცხოვრება უარყოფდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი სიმონა ამადეოს სწერს: ,, ამ ახალი წლის ღამეს ჩემი ფიქრი, მთელი თავისი სინაზით, თკვენსკენ არის მომართული. ვისურვებდი, ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი მორალური შეერიგების წელი… მხოლოდ ერთი მსურს, რაზედაც უარს არ მეტყვით, იმიტომ, რომ გონიერი ადამიანი ხართ და არა – მხდალი: ეს იქნება შერიგება, რომელიც უფლებას მომცემს დრო და დრო გინახულოთ…”
მოდილიანის გარდაცვალების შემდეგ სიმონამ მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა.

ამადეოსა და ჟანას სიყვარულის ისტორია აკადემიიდან დაიწყო. ჟანაც მხატვრობაზე ოცნებობდა, მოდილიანს დიდ მხატვრად თვლიდა. მისი სჯეროდა. ჟანა ამადეოზე 14 წლით უმცროსი იყო. თანამედროვენი ასე აღწერენ: ,, მოდილიანის გვერდით ხშირად ვხედავთ ძალიან ახალგაზრდა, გრძელთმიან გოგონას, თითქოს მოზარდს… იგი ჩიტსა ჰგავს, რომლის შეშინება ძალიან იოლია…”
მოდილიანის უცნაურ ხასიათს ჟAნა ეგუებოდა, საშინელ სიღატაკეზეც არაფერს ამბობდა. ღამით ხშირად დადიოდა ქუჩებში და ნაცნობებს ეკითხებოდა: ,,ხომ არ გინახავთ მოდილიანი?” მხატვარს ძალიან უჭირდა. მოდილიანის მეგობარი მხატვარი ოპი იხსენებს: ,, დილით ზარის ხმა გავიგონე, კარი გავაღე. ჩემ წინ მოდილიანი იდგა ჩემოდნით. მითხრა, ოპი იყიდე ჩემი ჩემოდანი. მე სრულიად არ მჭირდება ჩემოდანი, ვუპასუხე. მან კი მითხრა, მე კი სულ ათიოდე ფრანკი მჭირდება”.
პარიზში გატარებულ მხატვრის უკანასკნელ ღამეს კი ასე იხსენებენ:,, იმ საღამოს მოდილიანი ხმაურიანი და თითქმის საშიში იყო. იგი აეკიდა მხატვართა კომპანიას… ისინი ცდილობდნენ როგორმე, მოეცილებინათ თავიდან. უნდოდათ დაეყოლიებინათ შინ წასვლაზ. მოდილიანი კი შეურაცხოფად ღებულობდა ამას.მეგობრები შეეცადნენ როგორმე გაყინული მერხიდან აეყენებინათ, თუმცა უშედეგოდ. ისინი წავიდნენ ის კი ისევ იქ დარჩA.”
მეორე დღეს ლოგინად ჩავარდა. ღატაკთა და უსახლკაროთა საავადყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. ჟAნა მარტო მისულა მადეოს ცხედართან და დიდხანს დაჰყურებდა. გაჩუმებული იდგა და არ ტიროდა. სახლშიც ხმას არ იღებდა. გამთენიისას დილის ოთხ საათზე თავი მოიკლა.
ამადეო მოდილიანის დასაფლავების მეორე დღეს ჟანა სხვა სასაფლაოზე დაკრძალეს. ერთი წლის შემდეგ, მოდილიანის ოჯახის თხოვნით, ქალი საყვარელი ადამიანის გვერდით გადაასვენეს.

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Close
Close