არქივი

ცნობილ მხატვართა მუზები

44894ce1e727
ცნობილ მხატვრებს მუზებად ხშირ შემთხვევაში ცოლები ან საყვარლები ჰყავდათ. ისინი მხატვრების შთაგონების წყაროს წარმოადგენდნენ და მრავალი შედევრი სწორედ მათგან შეიქმნა. ბევრი მხატვარი სიღარიბეში ცხოვრობდა, საყვარელი ქალები კი თანახმანი იყნენ, სიდუხჭირე მათთან ერთად გაეზიარებინათ.

ვან გოგი
ჰოლანდიელ მხატვარს, ვან გოგს, სიყვარულში არ გაუმართლა. საყვარელ ქალთან დაშორების შემდეგ ქუჩაში შეხვდა ახალგაზრდა ქალს – ქრისტინას, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა. ის ქალი მეძავი იყო. მიტოვებული, უსახლკარო ქუჩა–ქუჩა დადიოდა და ლუკმაპურს თხოულობდა, სხეულით ვაჭრობდა. ვან გოგს შეებრალა და სახლში წაიყვანა. ქრისტინა მისი შემოქმედების მუზა გახდა. მხატვარი თავის გადაწყვეტილებას, ცოლად მეძავი, რომ მოიყვანა, შემდეგი სიტყვებით ამართლებდა: ,,თავაზიანობა, ზრდილობა, და ვაჟკაცობაა მიტოვებული ქალის შველა და არა – მისი მიტოვება. ამ ზამთარს შევხვდი ფეხმძიმე ქალს, იმ კაცის მიერ მიტოვებულს, ვის ბავშვსაც მუცლით ატარებდა… მე ეს ქალი დავიქირავე, ჩემს მოდელად ვაქციე და მთელი ზამთარი ვიმუშავე… პოზირება უძნელდებოდა, მაგრამ მერე მიეჩვია. მი კი ხატვაში წარმატებას სწორედ იმიტომ მივაღწიე, რომ მოდელი კარგი მყავდა.ეს ქალი ჩემთან მტრედივით არის მოჩვეული და, ვინაიდან ქორწინება მხოლოდ ერთხელ შემიძლია, ყველაზე კარგი, რასაც მისთვის გავაკეტებ, ის იქნება, ცოლად შევირთო. მე ხატვის მეტი არაფერი მემახსოვრება, ქრისტიანსაც ერთი მუდმივი საქმე ექნება – პოზირება… ეს ქალი მე მართლა მიყვარს. მასაც ვუყვარვარ, ჩემი ერთგული დამხმარე გახდა, სულ თან დამყვება და, რაც დრო გადის, უიმისობა უფრო და უფრო მიძნელდება… არ ვიცი, მასთან ბედნიერებას ვპოვებ თუ ვერა… ბედნიერება ხათაბალაა – ჩვენ არავინ გვეკითხება, ვიქნებით თუ არ ვიქნებით ბედნიერი.“

58a26eaad1e3

ქრისტინასთან ქორწინებამ ვან გოგს ბედნიერება ვერ მოუტანა. იმედგაცრუებული, ბედნიერებაზე ხელჩაქნეული და ქრისტინას ცუდი ჩვევებით უკმაყოფილო მხატვარი ძმას სწერს: „ზოგჯერ ისეთ გუნებაზეა, მეც კი მიჭირს მისი ატანა – ჭირვეული, ავი, ბოროტი, საზიზღარი. მოკლედ, ხანდახან აღარ ვიცი, რა გავაკეთო… ჩემს ცოლს ძალზე ბევრი ნაკლი აქვს, აშკარა ნაკლი. ხშირად ისე იქცევა, როგორც არ უნდა იქცეოდეს… რატომ არის ეს ქალი ასე უგუნური, ო, რატომ, რატომ! მე და ქრისტინა მოვალენი ვართ, ყველაფერს კარგად დავუფიქრდეთ და დავშორდეთ, როგორც მეგობრები… ტკივილისგან გული ისე მეკუმშება, უარესს ვერ წარმოიდგენს ადამიანი… ამ ქალს საკმაო ძალა რომ ჰქონდეს, ან მისი კეთილი ზრახვების მჯეროდეს, მაშინ ასე ნაღვლიანი არ ვიქნებოდი… წინსვლას უნდა შევეცადო, თორემ თავადაც მალე ფსკერისკენ დავეშვები, რათაც ამ ქალს ვერაფერს ვარგებ“.
ქრისტინა და ვან გოგი ერთმანეთს დაშორდნენ. მხატვარს ნერვული შეტევები დაეწყო და სულით დაავადებულთა საავადმყოფოში მოხვდა. „სულით ავადმყოფთა და შეშლილთა ცხოვრებას საკუთარი თვალით ვუყურებ, სიგიჟის შიშს თითქოს თავი დავაღწიე. თანდათანობით ალბათ იმ აზრსაც ვეჩვები, რომ სიგიჟე ისეთი სნეულებაა, როგორც ყველა დანარჩენი“, – წერს მხატვარი.
ვან გოგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. “ არის სიკვდილი დასასრული? იქნებ შემდგომად სიკვდილისა მაინც არის კიდევ რამე?“ – კითხულობდა იგი ერთ–ერთ წერილში.

137128b56950

რუბენსი
ფლამანდიელ მხატვარს, რუბენსს, ორი ულამაზესი მუზა ჰყავდა. იგი თავის ნამუშევრებში ყველა ქალს მათ ამსგავსებდა. ორივენი მხატვრის მეუღლეები იყვნენ.
რუმენსის შემოქმედებით აღტაცებულნი იყვნენ არისტოკრატებიც და მდაბიოებიც. მის სახელოსნოში მუშაობას ესწრაფოდნენ ახალგაზრდა, ნიჭიერი მხატვრები. უზარმაზარ წარმატებებს ფერწერაში მიაღწია, საკმაოდ ნაყოფიერი იყო მისი დიპლომატიური საქმიანობაც. საკუთარი გეგმით, რენესანსულ სტილში აგებული სახლი ჰქონდა, მშვენიერი ბაღით. მისი ნამუშევრები მის სიცოცხლეშივე აღიარეს ხელოვნების ნიმუშებად. მხატვრის ცხოვრებას ალამაზებდა ორი უმშვენიერესი ქალი – იზაბელა ბრანდტი და ელენ ფოურმენი.
იზაბელა ცნობილი ადვოკატის, იან ბრანდტის ქალიშვილი იყო. რუბენსს მეუღლე ძალიან უყვარდა, მას ხშირად ხატავდა. მათი სიყვარულის ისტორია 16 წელს გაგრძელდა. რუბენსმა იზაბელას გარდაცვალება ძალიან განიცადა.

44894ce1e727

ოთხი წლის შემდეგ ელენ ფოურმენი შეირთო ცოლად. ამ არჩევანმა ყველა გააოცა, რადგან რუბენსის მდგომარეობის, გარეგნობისა და სიმდიდრის ადამიანს არჩევანი არ უნდა გასჭირვებოდა – შეეძლო ცნობილი ოჯახის შვილის ხელი ეთხოვა. ელენი ჩვეულებრივი ოჯახიდან გახლდათ იგი 16 წლის იყო, რუბენსი კი 58 წლის. მათ ხუთი შვილი ეყოლათ, ელენი მხატვრის შთაგონების წყაროდ იქცა. დღეს, როცა მოდაში სილამაზის სულ სხვა სტანდარტებია, ბევრისთვის საკვირველია რუბენსის გატაცება საკმაოდ სავსე ფორმების მქონე ელენით. რუბენსს სურდა მუდმივად ეხატა მისი შვილების დედა მისი მუზა. მხატვრის შემოქმედებაში აღბეჭდილი ყველა ქალის სილამაზე საოცრად ემეთხვევა ელენის გარეგნობას. ფლამანდიელი ხშირად ხატავდა მეუღლეებს ან ავტოპორტრეტს მეუღლესთან ერთად, ან მეუღლეს შვილებთან ერთად. მის ნამუშევრებს ოჯახური ბედნიერებისა და სიყვარულის ნიმუშებად თვლიან. რუბენსის უკანასკნელი ნამუშევარია ინტიმური კომპოზიცია ,,ქურქი”, სადაც ელენი ვნებიან ქალად არის დახატულ.

8f5acfc45e10

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Back to top button