არქივი

მსოფლიო ლიდერების მხატვრობა

4d00665bd070
თითოეულ ადამიანს აქვს საყვარელი საქმე, რისი კეთებაც არასდროს ეზარება, შეიძლება არც გამოსდიოდეს, თუმცა ეს მისი ჰობია და ვერაფერს გააწყობ. ამ სტატიაში ნახავთ ადამიანებს, რომლებსაც თავისი პროფესიასთან შეუსაბამო გატაცება ჰქონდათ, თუმცა საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდათ ამის შესრულება.

“მხატვარი? არა, არასდროს სანამ მე ცოცხალი ვარ!” ეს სიტყვები უთხრა 11 წლის ადოლფ ჰიტლერს მამამ,როცა ადოლფმა მას თავისი გატაცების შესახებ უამბო. აღსანიშნავია ისიც რომ ადოლფი სკოლაში მხოლოდ ხატვით და ხელოვნების გაკვეთილით იყო გატაცებული. მამის სიტყვებმა მასზე დიდი გავლენა ვერ მოახდინა, რადგან იგი ვენაში გაემგზავრა რათა სამხატვროსკოლაში ესწავლა. თუმცა იქ მტკიცე უარი მიიღო, რაც ალბათ ერთ-ერთი მიზეზი გახდა მისი მომავალი “ბრწყინვალე კარიერის”.
ვინ იქნებოდა ადლოფ ჰიტლერი, თუ მას ვენის სამხატვრო სკოლაში მიიღებდნენ? ჩემი აზრით, თუ ცნობილი არა საშუალო დონის მხატვარი მაინც იქნებოდა და მსოფლიოს ისტორიაში უფრო კეთილი საქმით შევიდოდა, თუ რომელიმე ავსტრიული პატარა ქალაქის, პატარა სკოლაში ხატვის გაკვეთილებს ჩაატარებდა.მისი ნახატები ნათელი,თბილი ფერებითაა შექმნილი, მნახველში დადებით განწყობას იწვევს,ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ იგი მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთმა უბუროტესმა ადამიანმა შექმნა.

91033842c023

4f293c7e8f4c

861a57290492

4d00665bd070

ჰიტლერის თანამედროვე იყო ვინსტონ ჩერჩილი, რომელიც ასევე ხატვით იყო დაკავებული, თუმცა მისთვის მხატვრობა არაფერი იყო იმის გარდა, რომ სიგარის და ღვინის კარგი კომპანიონი იყო თავისუფალ დროს, რათა ეფიქრა და დაესვენა. იგი ხშირად იჯდა თავისი მამულის რომელიმე დიდი ხის ქვეშ და ხატავდა, როცა ინგლისიდან ასეულ კილომეტრში ბომბები ცვიოდა. ვინსტონ ჩერჩილის ნახატები ძირითადად პეიზაჟებს და ბუნების სილამაზეს მოიცავს, რომელსაც იგი სიცოცხლეშივე ეტრფოდა. ჩერჩილი უმნიშველოვანეს გადაწყვეტილებებს შეიძლება ფუნჯით ხელში იღებდა, ეს არავინ იცის, თუმცა ფაქტია რომ მისი ნახატები ისტორიის შემადგენელი ნაწილია.

fc39eef76054

9635ab4a9ec6

3a896823fc9b

5d03b95b1c4b

დვაით ეიზენჰაუერი იყო აშშ-ს 34-ე პრეზიდენტი 1953 წლიდან-1961 წლამდე. იგი სავსებით შეესაბამებოდა ამერიკის პრეზიდენტის კანდიდატურას, რადგან იყო სამხედრო იბრძოდა მეორე მსოფლი ომში, ასევე საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო, ამიტომ რამდენიმე წელი კოლუმბიის უნივერსიტეტის დირექტორიც იყო. ასეთი ადამიანისთვის მხატვრობა, რომ იყოს განტვირთვის საშუალება წარმოუდგენელია, თუმცა ეს ასე იყო. იგი ხშირად ხატავდა, თუმცა აღსანიშნავია ისიც რომ მან ხატვა 58 წლის ასაკში დაიწყო და არც ისე ცუდად გამოსდიოდა. ხატავდა ძირითადად პორტრეტებს,რომლის შეფასებას თქვენ მოგანდობთ.
c1df7ed8ba50

b1babd0041cd

6ee87ba33191

8630b4e09d13
წინამორბედის მსგავსად ამერიკის 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გასართობი საშუალებაც-მხატვრობაა. მან პრეზიდენტობის და მას შემდეგ პერიოდშიც რამდენჯერმე გააკეთა გამოფენა, რომელსაც გარკვეული თემატიკა ჰქონდა. გამოღრჩეულები იყო-აბაზანის და მსოფლიო მმართველების პორტრეტები. მე თუ მკითხავთ ზემოთ ჩამოთვლილ ხალხში ჯორჯ ბუშს ყველაზე ცუდად გამოსდის ფერწერა, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა,ალბათ როგორც დრო იცვლება ისე იცვლება მსოფლიო ლიდერების ნიჭები და შესაძლებლობები.

fe7a5ea8de38

f7f7f89e6fa2

343f27d9c7f9

vanik0

nothing interesting

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button