ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო 10 პროდუქტი

საკვები რომ ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, ამაში ეჭვი არავის ეპარება. მაგრამ შეიძლება ყველაზე მკაფიოდ გამოხატული სამკურნალო თვისებების მქონე საკვების გამოყოფა? აღმოჩნდა, რომ შეიძლება. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტის სიას.

*პომიდორი
გამოკვლევებით დადგინდა, რომ პომიდორი მნიშვნელოვნად ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ე თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის ერთ–ერთი უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. სწორედ ეს ნივთიერება ანიჭებს პომიდორს წითელ ფერს. ლიკოპენი ადვილად გამოთავისუფლდება პომიდვრის დამშავებისას (მოხრაკვა, მოთუთქვა), განსაკუთრებით – მცირე რაოდენობით ზეთის დამატების შემთხვევაში. ეს ფაქტი ალბათ ყველაზე მეტად პიცის მოყვარულებს გაახარებთ. თუ ცოცხალი პომიდორი გიყვართ, არც ესაა ცუდი, რადგან C ვიტამინის უზარმაზარი საბადოა.

* ისპანახი
რატომ ჰქონდა პეპი – გრძელიწინდას კარგი ნერვები და უზარმაზარი ენერგია? იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით ისპანახს მიირთმევდა, რომელიც მდიდარია რკინითა და ფოლატებით, ისინი კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცინეისტების რაოდენობას. ამასთან, ერთი თეფში ისპანახი მხოლოდ 41 კალორიას შეიცავს, ცხიმს კი – არა. ასე, რომ თაფისუფლად შეგიძლიათ ჩაერთოთ კვების რაციონში და გასუქების არ შეგეშინდეთ. გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა მხედველობისთვის.

* წითელი ღვინო
ყურძნის კანი ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მათ შორის ერთ–ერთი – რესვერატროლი ორგანიზმში ,, კარგი,, ქოლესტერინის დონეს ამაღლებს. მართალია, დღეში ერთი ბოკალი წითელი ღვინო ძალიან სასარგებლოა გულისთვის, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ, რადგან ღვიძლის ციროზისა და ჰემორაგენული ინსულტის ალბათობა მატულობს. ასე რომ, კვირაში რამდენიმე ბოკალი წითელი ღვინო სრულიად საკმარისია ჯანმრთელობისათვის.

* თხილეული
არსებობს მოსაზრება, რომ თხილეული ძალიან ცხიმიანი და მარილიანია, მაგრამ მასში შემავალი ცხიმი ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა. კარტოფილის ჩიფსებისაგან განსხვავებით, თხილეული ,,საქმეს აკეთებს” – ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ,,ცუდი,, ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ეს კი გულის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკაა. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომლის წყალობითაც ორგანიზმში ონკოლოგიურ უჯრედებს ანადგურებს, მაგრამ გაითვალისწინეთ თუ თხილეულს უზომო რაოდენობით მიირთმევთ, წონის პრობლემებს გვერდს ნამდვილად ვერ აუვლით.

* სატაცური
ამ მწვანე საკვებში შემავალი ნივთიერებები უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს აჩერებს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სატაცურის რეგულარული გამოყენებით თავს დაიცავთ ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოს განვითარებისაგან.

* შვრია
შესაძლოა ნივთიერებები, რომლებსაც შვრია და სხვა მარცვლოვნები შეიცავს, კიბოსაგან არ გვიცავს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა ჯანმრთლებისათვის. საკვებად შვრიის რეგულარული გამოყენება ქოლესტერინს დასაშვებ ზღვარზე მაღლა აწევის საშუალებას არ აძლევს. გამოკვლევებით დადგინდა, რომ შვრია სასარგებლოა ჰიპერტონიკებისათვის ( ამცირებს არტერიულ წნევას ) და შეუცვლელია ჭარბწონიანებისათვის.

* ორაგული
ამცირებს ტრიგლიცერიდებისა და ,, ცუდი,, ქოლესტერინის დონეს. შეიცავს ცხიმის განდაკუთრებულ სახეობას, რომელსაც ,,ომეგა – 3” -ს უწოდებენ. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს ცხიმი იცავს აუტომუნური დაავადებებისაგან. მაგალითად: რევმატოიდული ართრიტისა და წითელი გლურასაგან. აგრეთვე თავის ტვინის უჯრედებს ასაკობრივი დაავადებებისაგან იცავს.

* ნიორი
მისი სამკურნალო თვისებები არომატის პირდაპირპროპორციულია. ზოგი მეცნიერი თვლი, რომ ნიორი პანაცეა არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იცავს გულს, ებრძვის ავთვისებიან უჯრედებსა და ვირუსებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს. ამ ყველაფერზე პასუხს უმი ნიორი აგებს. თერმული დამუშავებისას, სამწუხაროდ სამკურნალო თვისებებს კარგავს. სამაგიეროდ კუჭის ლორწოვან გარსს აღიძიანებს.

* მწვანე ჩაი
მდიდარი ნივთიერებებით რომელიც აახლებს სისხლძარღვთა კედლ;ების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სტადიის სიმსივნეების ზრდის პროცესს. ჩინელი ექიმბაშები თვლიან, რომ ყოველDღიურად მწვანე ჩაის მოხმარება კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისაგან გვიცავს. იაპონელები კი ამტკიცებენ, რომ, თუ დღეში 10 ფინჯან მწვანე ჩაის მივირთმევთ გულის დაავადებები აღარასოდეს შეგვაწუხებს. უფრო მეტიც, თუ მწვანე ჩაის ნაყენს პირის ღრუში გამოვივლებთ ბაქტერიები განადგურდება და კარიესისაგან დაცულები ვიქნებით.

* მოცვი
მართალია. ზომით პატარაა, მაგრამ ანტიოქსიდანტების რაოდენობით ბევრი ხილი და ბოსტნეული მასთან ახლოსაც კი ვერ მივა. მოცვის მირთმევა გულის დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. არაჩვეულებრივად მოქმედებს ტვინზე, აუმჯობესებს მეხსიერება, ებრძვის შარდსასქესო ორგანოების ინფექციებს.

loading...

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Close
Close