არქივი

Top 10 ფილმი მოზარდების შესახებ

a797bfc218c0

წარმოგიდგენთ მოზარდების შესახებ ფილმების ათეულს. თითოეული მათგანი ასახავს მოზარდების ცხოვრებას ან კონკრეტულ შემთხვევას ამა თუ იმ ქვეყანაში

f58c2433937c

10) მამაკაცების ქალაქი (Cidade Dos Homens, 2007)

რეჟისორი: ფერნანდო მერელისი
ფილმის სიუჟეტი შექმნილია როგორც გაგრძელება 2002 წელს გადაღებული ფილმისა “ღმერთის ქალაქი”, მასში აღწერილია რიო-დე-ჟანეიროს მოზარდების ცხოვრება და მძიმე კრიმინალური და სოციალური ფონი. ბრძოლა მოზარდი განგსტერების ბანდებს შორის განსაკუთრებით მასშტაბური ხდება მაშინ როდესაც ერთერთი ბანდის წევრი უჯანყდება თავის ბოსს…

8aff251b1076

9) სპილო (Elephant, 2002)

რეჟისორი: გას ვან სანტი
დაფუძნებულია რეალურ მოვლენაზე, კერძოდ 1999 წლის 19 აპრილს კოლუმბაინის სკოლაში მომხდარ ტრაგედიაზე სადაც ორმა მოსწავლემ, ერიკ ჰარისმა და დილან კლებოლდმა დახოცეს 14 თანაკურსელი და ერთი მასწავლებელი. მიუხედავად იმისა რომ ფილმში არის ბევრი შეუსაბამობა რეალურად მომხდარ ამბავთან, ის მაინც ყველაზე კარგად ასახავს ამ ტრაგედიას.

1f044f6089f2

8) საკლასო ოთახი (Home Room, 2002)

რეჟისორი: პოლ რაიანი
სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად თითქმის მთელი კლასი დაიღუპა, ოთახში დარჩენილთაგან გადარჩა მხოლოდ 2 გოგონა. პოლიციას ეჭვი აქვს რომ აქედან ერთ-ერთი მანამდე ინფორმირებული იყო ამის შესახებ და არ შეატყობინა მათ. ამის გამო მას აიძულებენ მივიდეს ჰოსპიტალში და მოინახულოს მეორე, შემთხვევით გადარჩენილი გოგონა. მიუხედავად ხასიათის სრული სხვადასხვაობისა, ისინი მაინც შეძლებენ გაუგონ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ შოკისმომგვრელი ფაქტი ირკვევა…

d18dae339d90

7) ქვიშის კარიერის გენერლები (the Sandpit Generals, 1971)

რეჟისორი: ჰოლ ბარტლეტი
ფილმში ასახულია რიო-დე-ჟანეიროს უსახლკარო ბავშვების ცხოვრება, რომლებსაც “ქვიშის კარიერის გენერლებს” უწოდებენ. კარგად არის აღწერილი მათი მძიმე და რისკით აღსავსე ყოველდღიურობა. 1974 წელს საბჭოთა კავშირში მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს ფილმი დასახელდა როგორც საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმი და მოიპოვა დიდი პოპულარობა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც

c53f7638290e

6) მირაჟი (Mirage, Илузија, 2004)

რეჟისორი: სვეტოზარ რისტოვსკი
ფილმის მოქმედება მიმდინარეობს პოსტრევოლუციური მაკედონიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში. 13 წლის მწერლობის ნიჭით დაჯილდოვებული მარკო თავისი ლიტერატურის მასწავლებლისგან იღებს დაპირებას რომ თუ ის გაიმარჯვებს ლიტერატურულ კონკურსში, შეძლებს თავი დააღწიოს საზიზღარ ქალაქს და მოხვდეს პარიზში ახალგაზრდა მწერლების კონკურსზე. ლოთი და პათოლოგი მამა, უხეში და გაბოროტებული და, კლასელები, რომლებიც მის დაჩაგვრას ცდილობენ და უეცრად გამოჩენილი უფროსი მეგობარი რომელიც ასევე უეცრად ქრება. ერთადერთი რაც მარკოს რჩება არის პისტოლეტი და ერთი ტყვია. რამდენად სწორად შეძლებს ის ამ ტყვიის გამოყენებას?

7c9592a38209

5) კლასი (Klass, 2007)

რეჟისორი: ილმარ რააგი
ფილმს საფუძვლად უდევს ესტონეთში მომხდარი რეალური ამბავი. სკოლაში ერთ-ერთ მოსწავლეს, იოზეფს მთელი კლასი აითვალწუნებს და ჩაგრავს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს მას მხარს დაუჭერს თანაკლასელი კასპერი რაც არ მოეწონება კლასის მთავარ ბუნტისთავს, ანდრესს. კასპერი მთელი კლასის სამიზნე ხდება და კარგავს საკუთარ შეყვარებულსაც. მიუხედავად ყველაფრისა ის მაინც აგრძელებს იოზეფის დაცვას რაც ბოლოს საშინელი შედეგით მთავრდება…

85fd9cf9a341

4) ძვირფასო ვენდი (Dear Wendy, 2005)

რეჟისორი: ტომას ვინტერბერგი
ფილმის სიუჟეტი აგებულია წერილზე, რომელსაც მთავარი გმირი სწერს თავის შეყვარებულს – პისტოლეტს რომელსაც ქვია ვენდი. ფილმში აღწერილია ყოფილი ლუზერების ისტორია რომლებიც შეიკრიბებიან და თავიანთ ჯგუფს უწოდებენ დენდის (The Dandies), ისწავლიან ვირტუოზულად სროლას და ჩამოაყალიბებენ წესებს, რომელთაგან უპირველესია ის რომ ისინი პაციფისტები არიან და არავის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ თავიანთ იარაღს. ყოველივე ეს ძალიან დადებითად მოქმედებს მათზე და მათი ლუზერობაც უკვე წარსულს ჩაბარდა მაგრამ ყველა წესს უწერია დარღვევა და არც მათი წესია გამონაკლისი…

0a93b56ec4da

3) ღმერთის ქალაქი (Cidade de deus, City of God, 2002)

რეჟისორი: ფერნანდო მერელისი
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, 60-70-იანი წლების რიო-დე-ჟანეიროს გარეუბნების კრიმინალურ და მილიტარისტულ აფექტზე. ფილმი მიმდინარეობს ბიჭის მონათხრობის მიხედვით, რომელიც საუბრობს ამ ყველაფერზე მესამე პირის თვალთახედვით, თუ როგორ ხდება აგრესიული და მკვლელობისკენ მიდრეკილი ბიჭი, სახელად Ze Pequeno მთელი ქალაქის მაფიის ბოსი და როგორ იწყება მთელს ქალაქში სისხლიანი და სასტიკი ომი ბავშვებს შორის. ფილმს მიღებული აქვს მრავალი პრიზი სხვადასხვა ფესტივალზე. ერთერთი ჩვენების დროს რეჟისორს ჰკითხეს, ხომ არ იყო გაზვიადებული ფილმში მთავარი გმირის სიასტიკე და დაუნდობლობა, რაზეც მან უპასუხა: “დამიჯერეთ, მე ძალიან დიდი ძალისხმევა დავხარჯე იმაზე რომ ის გამოსულიყო გაცილებით უფრო კეთილი ვიდრე მისი ნამდვილი პროტოტიპი იყო”

f803353fe7bb

2) ამერიკის გული (Heart of America, 2002)

რეჟისორი: უვე ბოლი
ფილმი რომელიც ეძღვნება მოვლენებს რომელთაც დიდი ხანია უკვე სახელი დაარქვეს – The High School Massacre, ანუ სკოლებში მომხდარი მკვლელობები და ხოცვა-ჟლეტა. მას ამსგავსებენ ფილმს “Elephant” მაგრამ შინაარსობრივად მასზე გაცილებით ძლიერი და დრამატულია. ფილმში ერთმანეთის პარალელურად აღწერილია სხვადასხვა მოსწავლის ისტორია, ორი მეგობარი, რომელთაც გამუდმებით ჩაგრავდნენ, ცალმხრივად შეყვარებული გოგონა, რომელის ნაწარმოების აზრი მასწავლებელმა ვერ გაიგო და დასცინა და დირექტორის ქალიშვილი, რომელმაც მხოლოდ სკოლის ბოლო დღეს გაიგო რომ შეყვარებული ატყუებდა და გამუდმებით ღალატობდა, მაგრამ გამოსაშვები დღე ანგარიშის გასწორების ბოლო შანსია…

And The Winner iiiiiis…..

897632849c7b

მექანიკური ფორთოხალი (A Clockwork Orange, 1971)

რეჟისორი: სტენლი კუბრიკი
გენიალური ფილმი, გადაღებული უძლიერესი თეატრალური მეთოდებით, ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. მთავარი გმირი, ალექსი (Alex DeLarge) არის ძალადობისკენ და სისასტიკისკენ მიდრეკილი მოზარდი, რომელსაც აქვს ერთადერთი სისუსტე – მუსიკა. ის ფანატიკურად არის შეყვარებული კლასიკურ და განსაკუთრებით ბეთჰოვენის მუსიკაზე. დღისით ის ჩვეულებრივი ბიჭია, ზრდილობიანი და მოწესრიგებული მაგრამ ღამით თავის მეგობრებთან ერთად ქალაქის ჩაბნელებულ ქუჩებში ტერორის მეფეა. მოწესრიგებული და განათლებული მაგრამ ულმობელი სულის პატრონისთვის ჩაგვრა, სიკვდილის პირას მიყვანამდე ცემა, გაუპატიურება, დარბევა და ყველაფერი ის რასაც შეიძლება ერქვას ცუდი და ბოროტება საყვარელი გასართობია. მაგრამ ერთხელაც ის ჩაიდენს მკვლელობას და მისივე მეგობრები უღალატებენ. ციხიდან ის მოხვდება ლაბორატორიაში სადაც ახალი გამოგონების მასზე გამოცდას დათანხმდება ნაადრევი განთავისუფლების სანაცვლოდ. მაგრამ არის კი სწორი ძალით ბოროტი ბუნების ადამიანის სიკეთისკენ შემობრუნება? “… განა რა სურს ღმერთს ჩვენგან? ბრმად და იძულებით კეთილნი ვიყოთ, თუ ნებით ვარჩიოთ კეთილი ბოროტს? იქნებ ის, ვინც შეგნებულად ირჩევს ბოროტების დაკლაკნილ ბილიკს, რაღაცით მაინც უფრო ახლოა ღმერთთან ვიდრე ის, ვისაც სიკეთის სწორ გზას იძულებით გაუყენებენ…” (ჩემი საყვარელი ფრაზა წიგნიდან “მექანიკური ფორთოხალი”)

c7c7cdae66e6

0ab8754701a1

2511d62cab58

ვისაც ინგლისური კარგად გესმით, გირჩევთ ამ ფილმს ინგლისურ ენაზე უყუროთ, გენიალური დიალოგები, მალკოლმ მაკდაუელის უბადლო შესრულება და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის შეუდარებელი მუსიკა ამ ფილმს შედევრად აქცევს.

პატივისცემით Velociraptor.

მსგავსი ამბები

Back to top button