საკითხავისასარგებლოსურათები

5-უცხო მცენარე რომელიც შეიძლება არც იცოდე

5-უცხო მცენარე რომელიც შეიძლება არც იცოდე

1) კურკუმა
ურკუმა – განეკუთვნება ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს. ის იზრდება 1 მეტრზე დაბალი სიმაღლის, არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება იმბირისებრთა (კოჭას) ოჯახს. კურკუმა იზრდება აზიის ტროპიკულ რეგიონებში, მოსწონს ცხელი და ტენიანი კლიმატი და მსუბუქი ნიადაგი. გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და ასევე სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში. კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანა არის ინდოეთი. ის შედის ინდოეთის ყველაზე მოხმარებადი სუნელების ხუთეულში. ინდოეთში გარდა სუნელისა მას ასევე იყენებენ როგორც სამკურნალო მცენარეს. ამას განაპირობებს მისი მდიდარი და უნიკალური შემადგენლობა(ვიტამინები: B; B1; B2; B3; B6; B9; C; E; K) ინდოელები კურკუმას უკვე რამდენიმე ათასი წელია რაც იყენებენ თავის რაციონსა და აფთიაქში.
მცენარე კურკუმას აქვს ნარინჯისფერი ფესვები, სწორედ მის ფესვებს რეცხავენ,

2)პალმირა
პალმირა — მარაოფოთლებიანი პალმა. მისი სიმაღლე 18-20 მ (ზოგჯერ 30 მ აღწევს). სამშობლოა ტროპიკული აზია. ძველთაგანვე კულტივირებულია სამხრეთ ინდოეთსა და შრი-ლანკის კუნძულებზე. პალმირას ნაყოფი იჭმება. ყვავილების წვენიდან იღებენ შაქარს, ღვინოს („ტოდი“), სპირტს, ძმარს. ფოთლებს იყენებენ სახურაბ მასალად, მისგან წნავენ აგრეთვე კალათებს, ჭილობებს და სხვა ნივთებს. ფოთლის ბოჭკოსაგან აკეთებენ ჯაგრისებს, გრეხენთოკებს. ღეროს მერქანი მაგარ და გამძლე საშენ მასალას იძლევა.

3)ქრისტესისხლა
ქრისტესისხლა — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. მისი ერთადერთი სახეობა Ch. mujus შეიცავს ნარინჯისფერ რძეწვენს. აქვს ღრმად, ფრთისებრ განკვეთილი ფოთლები და ქოლგისებრ ყვავილედებად შეკრებილი ყვითელი ყვავილები. იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბარქტიკულ და ზომიერ სარტყლებში, ბაღებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკალოიდქელიდონიუმს, რითაც ხშირად იწამლებიან ცხოველები. ქრისტესისხლას რძეწვენი იხმარება მედიცინაში წყლულისა და კანის დაავადებათა სამკურნალოდ.

4) აბზინდა
აბზინდა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით 1 მ-ს აღწევს და მოვერცხლისფრო-მონაცრისფრო შეფერილობა აქვს. აბზინდა რთულყვავილოვანთა ოჯახს ეკუთვნის. ახასიათებს ძლიერი სპეციფიკური სუნი და მწარე გემო. ღერო სწორმდგომია და ზედა ნაწილში დატოტვილი. ფესურა მოკლეა, დატოტვილი და ფესვით ბოლოვდება. ფესვთან განლაგებული ფოთლები სამჯერ ფრთისებრგანკვეთილია, ღეროს ფოთლები–რჯერ ფრთისებრგანკვეთილი, ხოლო ზედა ფოთლები ფრთისებრია. წვრილი, ყვითელი ყვავილები 2,5-3,5 მმ. დიამეტრის ბურთისებრ კალათებს ქმნიან, რომლებიც თავის მხრივ საგველა ყვავილედებს ქმნის.

5) ლურჯი კარტოფილი

ლურჯი კარტოფილი, კარტოფილის უიშვიათეს სახეობას წარმოადგენს, ის ბელურუსიაში გამოიყვანეს და კანადელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ლურჯი კარტოფილი, განწყობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. მასში შემავალი ანტიოქსიდანტები ადამიანს დეპრესიისგან და სკლეროზისგან იცავენ. ეს პროდუქტი ასევე უზრუნველყოფს ფარისებრი ჯირკვლის მწყობრ მუშაობას და ორგანიზმს იოდით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ ლურჯი კარტოფილი შეწვისა და მოხარშვის შემდეგ ფერს არ კარგავს.

 

ინფორმაციის ნაწილი : ka.wikipedia.org

loading...
თეგები
Close
Close