ახალი ამბებიგასართობისასარგებლო

5 საიტი რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ფიტნეს ინსტრუქტორი

sdds

როდესაც ყველა მხარეს გვესმის, რომ კომპიუტერი არის საშიში ჩვენი ჯანმრთელობის, ეს სიმართლეა. მაგრამ ყოველთვის არა.ფაქტობრივად, კომპიუტერი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ჩვენი ნელი მკვლელი არამედ ჩვენი მშველელიც.
და ამის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად, მე მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ უფრო ძლიერი და უფრო ლამაზი. დაგაინტერესეთ?
საიტების შერჩევის მთავარი კირიტერიუმი გახდა მათი სავალდებულო სარგებლიანობა და სიმარტივე.

თქვენ არ დაგჭირდებათ აქ დარეგისტრირება და რაიმე სასწავლო გეგმის მომზადება.აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ სასწავლო კურსი დაუყოვნებლივ!

1.FITNESSBLENDER
ეს საიტი გვაძლევს სრული და თავისუფალი ხელმისაწვდომობის ასობით სხვადასხვა ვარჯიშის კომპლექტს.იმისათვის, რომ იპოვოთ საჭირო ვარჯიში არის მოსახერხებელი ფილტრი. არის სხადასხვა სიძნელის ვარჯიშები, ასევე სხვადასხვა კუნთის და ასე შემდეგ.

2.FATCATWORKOUT
შვიდწუთიანი ვარჯიშები გახდა ძალიან პოპულარული მას შემდეგ რაც მასზე New York Times-მა სტატია გამოაქვეყნა. ასეთი ვარჯიშების უამრავი ვარიანტი არსებობს თუმცა ასეთი ჯერ არ შეგხვედრიათ. ეს საიტი გამოირჩევა ყველასთვის ნაცნობი ვარჯიშებით და დიდი დატვირთვით.

3.SWORKIT
ეს არის უაღრესად პოპულარული ფიტნეს აპლიკაციის ვებ ვერსია. ის არ ჩამოუვარდება არცერთ გაწერილ პროგრამას თანაც ის გაძლევთ შედეგს ყოველგვარი დანამატების გარეშე.Sworkit თვისება ის არის, რომ იგი აგროვებს კომპლექტებს საკმაოდ დიდი რაოდენობით. ამიტომ თქვენი კურსი აუცილებლად განსხვავებული იქნება სხვებისგან.

4.WORKOUT TIMER
თუ თქვენ დაკავებული ხართ ინტერვალური ვარჯიშის მეთოდით თუმცა არ გაქვთ სპეციალური ტაიმერი თქვენ შეძლებთ ის ამ საიტით ჩაანაცვლოთ. თქვენ მხოლოდ უნდა მიუთითოთ ინტერვალის რაოდენობა და ხანგრძლივობა. შემდეგ კი დააჭირეთ ღილაკს «Go». სულ ესაა ამ საიტის ფუნქცია.

5.VISUAL WORKOUTS
და ბოლოს, თუ მზა კომპლექტი თქვენს გემოვნებაში არ ჯდება და გსურთ, რომ თქვენი სისტემა იყოს უნიკალური, მაშინ ეს საიტი დაგეხმარებათ მომზადოთ საკუთარი პროგრამა და ამობეჭდოთ ქაღალდზე. მარტივი დიზაინერი შესაძლებელს ხდის ადვილად შექმნათ განლაგება, დაამატოთ საჭირო ვარჯიშები, მიუთითოთ რაოდენობა, კომპლექტი და გამეორების სიხშირე. ასევე შეგიძლიათ ეს მზა ფაილი გადმოწეროთ თქვენს კომპიუტერში PDF ფორმატში.

თეგები

devilmaycry

Im nebo

მსგავსი ამბები

Close
Close