გასართობისაკითხავისასარგებლო

ზღვის ცხენი – გასაოცარი არსება ნეპტუნის სამეფოდან

რომაული მითის თანახმად,ზღვის ღმერთ ნეპტუნს თავის ეტლში ზღვის ცხენები ყავდა შებმული,როგორც ჩანს ნეპტუნს ძალიან პატარა ცხენები ყავდა რადგან – ზღვის ცხენი ზომით მაქსიმუმ – 30 სანტიმეტრს თუ აღწევს ხოლო ყველაზე მცირე სახეობის ზომა კი 3 სანტიმეტრია. :)  ამ სახეობამ თავისი სახელი მისი ცხენთან მსგავსების გამო მიიღო. ისინი ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზღვებში ცხოვრობენ ,ხოლო ზოგიერთმა სახეობამ მტკნარ წყალთანაც გაიარა ადაპტაცია.

ზღვის ცხენი მცირე ზომის კიბოსნაირი არსებებოთა და კრევეტებით იკვებება.ახალგაზრდა ზღვის ცხენი კვებას დღეში 10 საათს ანდომებს და ამ დროის მანძილზე მცირე ზომის დაახლოებით 3600 კრევეტსა თუ კიბორჩხალას მიირთმევს.

ზღვის ცხენი – წყლის სხვა ბინადრების უმეტესობისგან განსხვავებით ჰორიზონტალურის ნაცვლად ვერტიკალურ მდგომარეობაში დაცურავს.სამწუხაროდ მას სხვა თევზებივით სწრაფად ცურვა რ შეუძლია,ის „მტერს“ მარჯნებსა და წყალმცენარეებს შორის ემალება. მას გააჩნია უნარი – მიიღოს იმ ადგილის ფერი სადაც იმყოფა,მოკაუჭებული კუდის მეშვეობით ის ეჭიდება წყალმცენარეს,მის მსგავს შეფერილობას იღებს და ადგილზე შეშდება.უკიდურესი საფრთხის შემთხვევაში ის თავდაყირად ეშვება წყალმცენარეებს შორის. თავის დაცვაში მას მყარი ძვლოვანი ფირფიტისგან დაფარული ტანიც ეხმარება,ეს „ბრონირება“ იმდენად მაგარია რომ,მისი გატეხვა ფაქტიურად შეუძლებელია.

ზღვის ცხენის ერთ-ერთი განსაკუთრებულობა იმაშიც მდგომარეობს რომ, შთამომავლობას დედალის ნაცვლად – მამალი ზღვს ცხენი შობს. დედალი ცხენი მამრის „ჩანთაში“ ათავსებს ქვირითს,მამარი კი ანაყოფიერებს მას,20-40 დღის შემდეგ იწყება მშობიარობა რომელიც ძალიან რთულად მიმდინარეობს და ზოგჯერ რამდენიმე დღე გრძელდება,ხშირია მშობიარობისას მამრის დაღუპვა – ამ შემთხვევაში ნაშიერსაც იგივე ბედი ელის რადგან მათ გამოკვებასა და გაზრდაზე მამრი ცხენი ზრუნავს. ერთ ჯერზე ზღვის ცხენს 1000-ზე მეტი პატარას შობა შეუძლია.

მეცნიერების მტკიცებით ეს ზღაპრული არსება 40 მილიონი წელია რაც დედამიწაზე ცხოვრობს.მეცნიერებისთვის ცნობილი 32 სახეობიდან 30 წითელ წიგნშია შეტანილი რადგან მათ ხშირად იჭერენ – ტაილანდის,მალაიზიის,ავსტრალიისა და ფილიპინების ნაპირებთან.მათი ეგზოტიკური გარეგნობის გამო ხალხი ზღვის ცხენებს სუვენირებად იყენებს. უფრო ეფექტური შესახედაობის მისაცემად ზღვის ცხენს ხელოვნურად უკაუჭებენ კუდს და S ფორმას აძლევენ,მსგავსი ფორმის ცხენი ბუნებრივად არ არსებობს და ის ადამიანების კაპრიზს წარმოადგენს.

აღმოსავლურ ქვეყნებში ზღვის ცხენების გამოყენება ტრადიციულ მედიცინაშიც დაიწყეს,მათგან მომზადებული ფხვნილი ძირითადი პრეპარატია ათეროსკლეროზის,ასთმის,იმპოტენციისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ.

ზღვის ცხენებს ხშირად აკვარიუმებისთვისაც იჭერენ მაგრამ,მათი შენახვა ძალიან ძნელ და ძვირ სიამოვნებას წარმოადგენს,მათთვის აუცილებელია მუდმივი და დიდი რაოდენობის  ცოცხალი საკვების უზრუნველყოფა რაც ხელოვნურ პირობებში ძალიან რთულია.

ზღვის ცხენები,ისევე როგორც ცხოვლთა სხვა ბევრი სახეობა – გადაშენების პირასაა,მათ ძალიან უჭირთ ადამიანების მავნე გავლენისგან სწრაფად ცვალებად ბუნებაში გადარჩენა,ამიტომ მათი ბედი ბუნების დამცველთა ხელშია. თუ ესე გაგრძელდა მათზე ნადირობა,ჩვენი მომავალი თაობისთვის ზღვის ცხენი არა რეალურ არამედ მხოლოდ ზღაპრებსა და მითოლოგიებში არსებულ ცხოველად იქცევა.

თეგები

LemonGrass

Beginner Blogger
Close
Close