არქივი

სასწაულმოქმედი შავი შოკოლადი

23e0ab18801a

ამ 200 წლის განმავლობაში, რაც რაც მსოფლიოსათვის შოკოლადია ცნობილი, მის შესახებ საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი აზრები დაგროვდა. ბევრისთვის ამ სასუსნავის მავნებლობის მთავარ მიზეზად მისი არაჩვეულებრივი გემო ითვლება: ის, რაც ასე გემრიელია, არ სეიძლება სასარგებლო იყოს! ჭეშმარიტების დადგენას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები შეეცადნენ და, აი, რა გამოარკვიეს…


,,შოკოლადი მხნეობას მატებს და განწყობას აუმჯობესებს’’,– ამტკიცებენ ამერიკელი ექიმები. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია: ორგანიზმზე თავისი ზემოქმედებით შოკოლადი მარიხუანას წააგავს. მეცნიერებმა ამ სასუსნავში არამხოლოდ ის ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც ტვინის იმავე ნაწილებს ააქტიურებს, რასაც ნარკოტიკი, არამედ სხვა ორიც გამოავლინეს, რომელიც პირველის მოქმედებას ახანგრძლივებს. სწორედ ეს სამი კომპონენტი, კოფეინთან და თეობრომინთან ერთად, ენერგიისა და მხნეობის მოზღვავებას იწვევს და ტონუსს ამაღლებს. თუმცა შოკოლადისაგან ნამდვილი ნარკოტიკული ,,კაიფი,, არ გემუქრებათ. ამის მისაღწევად ზედიზედ 200 გრამიანი 55 ფილის შესანსლვა მოგიწევთ.

6d1a0646b2f8
,,შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი დეპრესიას ებრძვის, მეხსიერებას აუმჯობესებს, სტრესის მიმართ ამტანობას ამაღლებს და იმუნიტეტს ზრდის’’, – გვამცნობენ იაპონელი მეცნიერები. ამიტომ გაციებისა და სეზონური დაღლილობის პროფილაქტიკისთვის ისინი პაციენტებს შოკოლადის ჭამას ურჩევენ. მრავალწლიანი კვლევის შედეგად ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა: ვინც ყოველდღიურად 20–25 გრამ შოკოლადს მიირთმევს, პრაქტიკულად კიბოთი და წყლულოვანი დაავადებით არ ავადმყოფობს.

32d610cc1e59
,,შოკოლადი იფარქტისა და ინსულტისაგან გიხსნით”, – ირწმუნებიან ამერიკელი კარდიოლოგები. მათ მიერ ჩატარებული მაშტაბური გამოკვლევა მოწმობს, რომ შოკოლადის რეგულარული მოხმარება სისხლის ფირფიტების – თრომბოციტების – ფუნქციის ნორმალიზებას ახდენს. მასში შემავალი ფლავონოიდების ჯგუფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თრომბოციტებს ერთმანეთთან შეწებების საშუალებას არ აძლევს და ამდაგვარად, გულისა და ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას ხელს უშლის. ამ მხრივ შოკოლადი ასპირინს გავს, თუმცა მისგან სასიამოვნო გემოთი და გვერდითი ეფექტების არქონით განსხვავდება. ,,ყოველივე ზემოთთქმული არ ნიშნავს იმას, რომ ავადმყოფებს, რომლებსაც სისხლის გათხელებელი პრეპარატები დაუნიშნეს, შეუძლიათ ისინი შოკოლადით შეცვალონ, მაგრამ, ვინც ჯანმრთელია და სურს, მომავალში არ იავადმყოფოს მისთვის შოკოლადი კარგი დამხმარე იქნება”, აცხადებს ამ აღმოჩენის ავტორი კარლ კინი.
f16998225349
,,შოკოლადი სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისაგან იცავს”, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი Qიმიკოსები. ისინი ექსპერიმენტის 1854 მონაწილეს აკვირდებოდნენ, რომლებიც 15 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 3-4 ნაჭერ შოკოლადს მიირთმევდნენ. დაკვირვების ქვეშ მყოფ ადამიანებს, საკონტროლო ჯგუფის წევრებთან შედარებით, რომელთა რაციონიდან შოკოლადი ამოღებული იყო, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისაკენ 5-ჯერ ნაკლები მიდრეკილება აღმოაჩნდათ. არგენტინელი მეცნიერები შოკოლადის დიეტის დადებით ეფექტს კაკაოს მარცვლებში განსაკუთრებული ნივტიერებიბს პროციანიდების არსებობით ხსნიან. ისინი ანტიმჟანნგავების ჯგუფს მიეკუთვნებიან და ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისაგან იცავენ.
3582703f2438
,,40 გრამი შავი შოკოლადი ჯანმრთელობისათვის ისეთივე სასარგებლოა , როგორც 1 ჭიქა წითელი ღვინო”, – ამტკიცებენ ფრანგი ექიმები. შოკოლადი სისხლძარღვებს ამარაგებს, გულს აიძულებს, თანაბარი რიტმით იმუშაოს, არტერიულ წნევას არეგულირებს. 200 გრამიან ფილაში მხოლოდ 30 მგ კოფეინია, მაშინ როცა ყოველი ფინჯანი ყავიდან ან მაგარი ციდან ამ ნივთიერების 6-ჯერ მეტ რაოდენობას ვიღებთ. ინგლისელებმა, რომლებიც ვაშლს ყველა დაავადებისუნივერსალურ პროფილაქტიკურ საშუალებად უსაფუძვლოდ არ მიიჩნევენ, უკანასკნელ დროს მასთან შოკოლადი გაათანაბრეს. შავი შოკოლადი უფრო მდიდარია A  და B ვიტამინებით, კალციუმით, ფორფორთა და რკინით, ვიდრე ვაშლი, იოგურტი და ყველი.

30c58cf27c66

,,მწარე შოკოლადი ჭარბი წონისაგან ათავისუფლებს” – აცხადებს შვედი პროფესორი სვენ ლარსენი. ის მსუქან პაციენტებს შოკოლადის დიეტას უნიშნავს. მეცნიერის აზრით, ცხიმებს წვავს არა ნებისმიერი შოკოლადი, არამედ შავი, მწარე, ყოველგვარი შიგთავსის გარეშე. ჯერ ერთი, მასში მცირე ცხიმია, ვიდრე ღია ფერის სახეობაში, მეორეც, შეიცავს კოფეინის ოპტიმალურ რაოდენობას, რომელიც მადას თრგუნავს, ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, და კანქვეშა ნალექებს შლის. მესამეც, ფენოლის დიდი რაოდენობა ზღუდავს თავისუფალ რადიკალებს რომლებიც წონაში დაკლების დროს ჭარბად წარმოიქმნება და ორგანიზმის საერთო ინტოქსიკაციას იწვევს.

049e9daf7378e21cf1bf9ed131ca002071ed

,, შოკოლადი კბილებისა და ღრძილებისათვის სასარგებლოა”, – ამბობენ კანადელი სტომატოლოგები. მათი აზრით ის ემალს იმაზე მეტად არ შლის, ვიდრე ქიშმიში. თუ გსურთ, თქვენს 32 მარგალიტს სარგებლოდა მოუტანოთ, მწარე შოკოლადს მიეძალეთ. მასში შემავალი კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და კბილის ქვების წარმოქმნას აბრკოლებს.

dbb6ad9f8d78

იაპონელი მეცნიერების მტკიცებით, დამცავი ეფექტი ტკბილ ფილებსაც აქვთ. ნებისმიერი შოკოლადი შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლების საშუალებას არ აძლევს  და კბილებს კარიესისაგან იცავს. განსაკუთრებით გამოხატული ანტიბაქტერიული ეფექტით გამოირჩევა არა თვით კაკაოს მარცვლები, არამედ კანი, რომელიც შოკოლადი დამზადების დროს ნარჩენებში გადადის. მიუხედავად ამისა, ამ სასუსნავში ანტიმიკრობული ნივთიერებების  მცირე რაოდენობა მაინც ხვდება, რაც კბილის ემალზე შაქრის  მავნე ზემოქმედების გასანეიტრალებლად საკმარისია.

fcf4dbb9d068

და ბოლოს მინდა ყველას ვუთხრა, რომ შოკოლადთან დაკავშირებული ინფორმაცია თითქოს შოკოლადი მუწუკებს აჩენს სიმართლეს არ შეესაბამება.

იმედია მოგეწონათ სიახლე. <3

2390556fee7e56e3e3c9a11d

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button