გასართობისასარგებლოუცნაური

ეს იცოდით?

კომპანია ,,ეფლის,, ლოგოტიპზე თავიდან ისააკ ნიუტონი იყო გამოსახული.

* მსოფლიო მასშტაბით ყოველ 3 წამში აეროდრომებზე თითო თვითმფრინავი ეშვება.

* მსოფლიოში სახელგანთქმული იაპონური სასმელი საკე ლუდია და არა – არაყი, როგორც ეს ბევრს ჰგონია.

* დისნეი ლენდის აგება 1955 წელს 17 მილიონი დოლარი დაჯდა, დღეს კი მისი ფასი 116 მილიონი დოლარია. პარკის ყველა ატრაქციონი ყოველწლიურად იღებება, რაზეც დაახლოებით 400000 გალონი საღებავი იხარჯება.

* კვირის ყველაზე მძიმე და დატვირთული სამუშაო დღე ორშაბათია.

* სტატისტიკურად მსოფლიო მასშტაბით სმოკინგების 20%-ს მაისში ქირაობენ.

* სტატისტიკურად რესტორნების 90% გახსნიდან 1 წლის განმავლობაში წაგებაზე მუშაობს.
* იაპონიის რესტორნებში მიმტანებს ხელის ქირას არ აძლევენ.

* მსოფლიოს მაღაზიებში გამოტანილი სათამაშოების 80% ჩინეთშია დამზადებული.

* კომპანია ,,ეფლის,, ლოგოტიპზე თავიდან ისააკ ნიუტონი იყო გამოსახული.

* მაკინტოში ვაშლის ჯიშია, რომელიც ამერიკაში იყიდებოდა და ის სტივ ჯობსის საყვარელი ხილი გახლდათ.

* მილიარდერ ჰენრი ფორდს არასდროს ჰქონია მართვის მოწმობა, არადა მანქანების მწარმოებელ ქარხნებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფლობდა.

* ფრანგი მწერალი გი დე მოპასანი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი გახლდათ, ვინც ვერ იტანდა ეიფელის კოშკს. მიუხედავად ამისა ის ყოველდღიურად სადილობდა ეიფელის კოშკში მდებარე რესტორანში. ამას კი იმით ხსნიდა, რომ ეს ერთადერთი ადგილი იყო საფრანგეთში საიდანაც ვერ ხედავდა ეიფელის კოშკს.

* მარკ ტვენს საშუალო სკოლაც კი არ დაუმთავრებია.

* ერთი კუბური მეტრი ხის მასალისაგან ნახევარი მილიონი კბილის საწმენდი ცხირი მზადდება.

* კომპანია ,, მაიკროსოფტს,, გახსნიდან ერთ წელიწადში 16005 დოლარი მოგება დარჩა.

* არქეოლოგი შლიმანი მეცადინეობის ადა წვრთნის შედეგად იმდენად დაიხვეწა, რომ უცხო ენის შესწავლას 6-დან 8 კვირამდე ვადაში ახერხებდა.

* შვედეთში შამპუნის მწარმოებელ კომპანიას რეკლამის სახელის შეცვლა მოუხდა. ,,საღამოს შამპუნი,, ,,დღის შამპუნით,, ჩაანაცვლეს, რადგან შვედები თავს დღისით იბანენ.

* ყველაზე ნაკლები დეზოდორანტი იაპონიაში იყიდება, რადგან იაპონელები თვლიან, რომ მათ სხეულს სუნი არ აქვს.

* მალბოროს 1945 წლამდე ვარდისფერ კოლოფში უშვებდნენ და მისი მომხმარებლები მხოლოდ ქალები იყვნენ.

* ამერიკის ხელისუფლება ყოველწლიურად რეკლამაში 100 მილიონ დოლარს ხარჯავს.

* ყველაზე ძვირადღირებული რეკლამა 1979 წელს 5 თებერვალ ჟურნალ ,, ტაიმსში,, განათავსეს.

* ინგლისში რეკლამებში აკრძალეს სიტყვების: ,,გარანტირებული,, და ,, პასუხს ვაგებთ,, გამოყენება. ამ სიტყვების რეკლამაში ხმარება მხოლოდ სამეფო კარის თანხმობითაა შესაძლებელი.

* ჟურნალი ,,ლიფი,, პირველი გამოცემაა, რომელმაც რეკლამებით 100 მილიონი დოლარის მოგება ნახა.

* თევზებიდან ყველაზე დიდხანს ზუთხი ცოცხლობს – მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 150 წელია.

loading...

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Close
Close