საკითხავისასარგებლოუცნაური

10 მიზეზი თუ რატომ არ უნდა გადავყაროთ კვერცხის ნაჭუჭი

image

კვერცხი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელ ყველა ამინომჟავებს, მიკრო და მაკროელემენტებს – კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, ქლორს, გოგირდს, რკინას, თუთიას, იოდს, სპილენძს, მარგანეცს, ქრომს, ფტორს, მოლიბდენს, ბორს, კობალტს. ის მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით (В1, В2, В3, В6, В9, В12), ასევე შეიცავს Е, С, D, А, Н, РР, К ვიტამინებს. ფაქტობრივად ერთადერთი პროდუქტია, რომლის 97%-ის შეწოვაც ხდება ორგანიზმის მიერ და არ ტოვებს შლაკებს, მდიდარია ცილებით და ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისა და განვითარებისთვის უპირველესია. წარმოადგენს ნიაცინის წყაროს და აუცილებელია ტვინის კვებისთვის და სასქესო ჰორმონების ჩამოყალიბებისათვის.

 

ვისაც გიყვართ ეს ზემო ხსენებული პროდუქტი- გიხაროდეთ, თუმცა ჰარვარდის სკოლის ექიმები გვინმარტავენ, რომ კვირაში 7 ცალზე მეტი არ უნდა მიირთვათ, ვინაიდან გადამეტებული დოზით მათი მიღება ზრდის სიკვდილიანობის რისკს 23%-ით და განსაკუთრებით მამაკაცებში. ეს რაც შეეხება კვერცხს, მაგრამ გიფიქრიათ კი იმაზე რა სასარგებლოა მისი ნაჭუჭი, რომელსაც ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში თითქმის ყოველ დღე ვაგდებთ ნაგვის ურნაში?

image

 

ყველაზე სასარგებლო გარეული ფრინველის კვერცხის ნაჭუჭი ყოფილა, თუმცა არც ჩვენი ქათმების არის ურიგო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კვერცხის ნაჭუჭი დიდი ოდენობით და სულ 27 მიკროელემენტს შეიცავს – ფტორი, სპილენძი, რკინა, მარგანეცი, მოლიბდენი, ფოსფორი, გოგირდი, თუთია, სილიციუმი… ერთი კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს 2გრ კალციუმს. კვერცხის ნაჭუჭს შემდეგნაირად ამზადებენ: კვერცხი კარგად ირეცხება თბილ წყალში, ათავისუფლებენ ცილისგან და გულისგან, ისევ რეცხავენ და 5 წუთით მდუღარე წყალში დებენ, შემდეგ კი 2-3 საათის მანძილზე მშრალ ხელსახოცზე აშრობენ. გამომშრალ ნაჭუჭს ფქვავენ (შეიძლება ყავის საფქვავშიც) და ის მზადაა მოხმარებისათვის. მოზრდილებისთვის დოზირება განისაზღვრება დღეში 3 გრამამდე ასაკის მიხედვით. კვერცხის ნაჭუჭის კურსის ჩატარება შეიძლება წელიწადში ორჯერ, 15-20 დღიანი ხანგრძლივობით. 6 თვიდან წლამდე ბავშვებს ოდენობას დანის წვერით აძლევენ, ხოლო 1 წლიდან 3 წლამდე კი ორმაგი დოზით.

 

ახლა კი გამცნობთ იმ 10 მიზეზს, თუ რა სასარგებლო თვისებები აქვს ნაჭუჭს.

 

1. კურნავს მრავალ დაავადებას:

მაშასადამე კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენება კარიესის, ოსტეოპოროზის, ხერხემლის, ღრძილებიდან სისხლდენების, გაღიზიანებისა და ალერგიის სამკურნალოდ. ასევე ეფექტურია ასთმის სამკურნალოდ, ამ უკანასკნელმა შეიძლება არ განკურნოს, თუმცა შესამჩნევი შედეგი მისი შემსუბუქებისა ადვილი შესამჩნევი გახდება. მედიცინა ასევე გვთავაზობს კვერცხის ნაჭუჭით თორმეტგოჯანაწლავის წლულოვანი დაავადების მკურნალობას. ეფექტურია დამწვრობის, გასტრიტის და დიარეის დროს. ამცირებს კენჭებს თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში.

 

2. ამდიდრებს ორგანიზმს კალცით.

კვერცხის ნაჭუჭი კალცის ბუნებრივი წყაროა. მართალია კალცს ვხვდებით თაბაშირსა და ნაცარშიც, მაგრამ ნაჭუჭი ერთადერთია, რომელიც ორგანიზმის მიერ თითქმის მთლიანად შეიწოვება და აუცილებელია ფუნქციონირებისთვის. ნაჭუჭის კალცი იდენტურია ადამიანის ძვლებისა და კბილებისა, ამიტომ მათი თავსებადობა უნივერსალურია.

 

ქალებს, რომლებიც უახლოეს მომავალში აპირებენ შვილის ჩასახვას, უკეთესია გაიარონ ეს კურსი, რათა აიცილონ თავიდან ორსულობის პერიოდით კალცის დაკარგვა ორგანიზმიდან და შვილიც ჯანმრთელი დაიბადოს.

 

3. ხელს უწყობს ბავშვებს ძვლის ფორმირებაში.

მოგეხსენებათ, რომ 3 წლამდე ბავშვის ჩონჩხისა და ძვლების ფორმირება მიმდინარეობს და ხშირია ამ პერიოდში პედიატრების მიერ კალცის პრეპარატის დანიშვნა, თუმცა არ იქნება ურიგო ბუნებრივ კალციუმს თუ დავამატებთ და უზრუნველვყოფთ ჩვენი პატარების სიჯანსაღეს. 6 თვიდან 1 წლამდე ასაკში კვერცხის ნაჭუჭის პუდრს აძლევენ დანის წვერით დოზირებით რძესა და ფაფებში შერევით, 1 წლის შემდეგ 3 წლამდე კი დოზა ორმაგდება.

 

4. რადიოაქტიურ ნივთიერებებს გამოდევნის.

ადამიანის ორგანიზმი სწრაფად იგროვებს რადიოაქტირუ ნივთიერებებს-რადიონუკლიდებს, რომლებიც არსებობენ გარშემო და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მოტივით, რომ ისინი გამოიდევნონ ორგანიზმიდან, გამოიყენეთ კვერცხის ნაჭუჭის პუდრი 1/4 ჩაის კოვზი ყოველ დღე, რამდენიმე კვირის განმავლობაში.

 

5. აძლიერებს თმას და ფრჩხილებს.

კალციუმი წყაროა ლამაზი თმისა და ფრჩხილებისთვის, თუმცა დღეს საყოველთაო პრობლემაა დაზიანებული თმა, მისი ცვენა და სუსტი ფრჩხილები. ამიტომ მიიღეთ კვერცხის ნაჭუჭის პუდრი კვირაში ერთხელ მაინც 1/3 ჩაის კოვზი 2 კაფსულა თევზის ქონთან ერთად.

 

6. ათეთრებს თეთრეულს.

კვერცხის ნაჭუჭს საოცარი გამათეთრებელი ეფექტი გააჩნია, ამიტომ როდესაც გადაწყვეტთ დარეცხოთ თეთრი ტანსაცმელი ან თეთრეული, კვერცხის ნაჭუჭის პუდრი მოათავსეთ პატარა ნაჭერში, გამოკარით ტომარასავით და შეაგდეთ სარეცხის მანქანაში სარეცხთან ერთად, ეფექტს აუცილებლად შეამჩნევთ.

 

7. აუმჯობესებს ყავის გემოს.

თუ გსურთ ყავის ნამდვილი გემო შეიგრძნოთ, გარცხილი სუფთა ნაჭუჭები ჩაყარეთ მადუღარაში ყავის მოდუღების პროცესში (მოზრდილი ნაჭრები რომ იყოს, რათა შემდეგ ამოღება არ გაგიჭირდეთ). კალციუმი ანეიტრალებს მჟავას და ყავა აღარ იქნება მწარე.

 

8. ასუფთავებს ქვაბებს და ტაფებს.

თქვენდა გასაოცად კვერცხის ნაჭუჭს გააჩნია ჭურჭლის მათეთრებელი ეფექტიც. მაგალითისთვის დაანაწევრედ ნაჭუჭი, ჩაყარეთ გასახეხ ტაფაში ან ქვაბში, კარგად შეარხიეთ და დააყოვნეთ ღამე, დილით ჭურჭელი სუფთა იქნება. ის ასევე კარგად აშორებს ტაფიდან ცხიმებს, დააყარეთ ცხიმიან ტაფას და სარეცხი ბუბკით შემოწმინდეთ.

 

9. გამოიყენება დაჩებსა და ბაღჩებში.

აქამდე ალბათ არ იცოდით, რომ უებარია კვერცხის ნაჭუჭი გემრიელი მოსავლისთვის. გარეცხილი და ნაჭრებად დანაწევრებული ნაჭუჭი ნიადაგში მოაბნიეთ- ერთ კვადრატულ მეტრზე 100 ნაჭუჭი, სანამ თესვას დაიწყებთ. მნიშვნელოვნად შეამცირებს მიწაში მჟავიანობას და შესამჩნევად გემრიელი და სასარგებლო იქნება პომიდორი, კიტრი თუ კარტოფილი.

 

10. ანოყიერებს ქოთნის მცენარეებს.

კვერცის ნაჭუჭის პუდრს დაასხით წყალი და დააყოვნეთ 24 საათი, შემდეგ კი ამ ნაზავით მორწყით ქოთნის მცენარეები, უებარი სასუქია თქვენი ყვავილებისთვის.

 

image

 

წყარო : intermedia.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close