გასართობიკრეატივიუცნაური

10 ეკრანული წყვილი,რომლებიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში

image

10 ეკრანული წყვილი,რომლებიც ვერ იტანდნენ ერთმანეთს რეალურ ცხოვრებაში

 

1-რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი-The Notebook (2004)

 

ფილმის გადაღების დროს წყვილი გამუდმებით ერთმანეთს უყვიროდა.როგორც ფილმის დირექტორი ნიკოლაი კასავეტისი VH1 -თან ინტერვიუში იხსენებს, დამიძახა რაიანმა და მითხრა:”არ შეგიძლიათ მოაშორეთ ეს და სხვა მსახიობი მოიყვანოთ?…არ შემიძლია რა არ შემიძლია მასთან მუშაობა..არაფერი გამოვა.”

image

 

2-პირს ბროსნანი და ტერი ჰეტჩერი-Tomorrow Never Dies (1998) -ჯეიმს ბონდს არ უყვარდა ლოდინი, არა და ტერი რამდენიმე საათი აგვიანებდა ხოლმე გადაღებებზე, ამის გამო ბროსნანი მაგრად რისხდებოდა, რამდენჯერმე მსახიობმა საკმაოდ უხეში სიტყვებითაც მიმართა ჰეტჩერს.როგორც მოგვიანებით გაირკვა ჰეტჩერი მაგ პერიოდში ფეხმძიმედ იყო დილაობით მუდმივად პირღებინება აწუხებდა, ცუდად იყო და ამის გამო აგვიანებდა.

image

 

3-ლეონარდო დი კაპრიო და კლერ დეინსი- Romeo + Juliet (1996) -მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი სულისშემძვრელი სიყვარულის ისტორია ითამაშებს მსახიობებმა რომლებიც იმ დონეზე ვერ იტანდნენ ერთმანეთს, რომ გადაღება ჩაშლის პირას მივიდა.

კლერი რამდენჯერმე გაიქცა თვალცრემლიანი გადასაღები მოედნიდან.საქმე იქამდეც მივიდა, რომ საერთოდ მსახიობები არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. ურთიერთობა მხოლოდ გადაღების დროს, ჩართული კამერების დროს მიმდინარეობდა.

image

 

4- ტონი კერტისი და მერლინ მონრო -Some Like It Hot (1959) -როდესაც ტონის კითხეს, როგორი იყო პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალთან კოცნა მან განაცხადა:”ეს იყო კოცნა ჰიტლერთან. როდესაც იახტის სცენას ვიღებდით მან ენა ჩამიყო ლამისაა გლანდებამდე, მე მეგონა დავიხრჩობოდი.”

 

სინამდვილეშიც გადაღებების დროს ტონი და მერლინი ერთმანეთის საყვარლები იყვნენ, თუმცა “ჯაზში მხოლოდ ქალიშვილების” გადაღების დამთავრებისთანავე მათი ურთიერთობა დამთავრდა, როგორც ამბობენ “სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია”.

image

 

5-ჯენიფერ გრეი და პატრიკ სუეზი– Dirty Dancing (1987) -ცუდი ბიჭის და კარგი გოგონას ისტორია იქცა მსოფლიო კინომატოგრაფიის კლასიკად.თუმცა, როგორც მოგვიანებით პატრიკი მემუარებში იხსნებს “ეს ჭირვეული გოგონა გვაიძულებდა გაგვემეორებინა ერთი და იგივე სცენა რამდენჯერმე, შემდეგ ვინემ თუ გააკრიტიკებდა ტირილით გარბოდა სცენიდან.”

image

 

6-ნიკ ნოლტი და ჯულია რობერტსი-I Love Trouble (1994)-ამ ორ მსახიობს შორის მტრობა 1994 წელს დაიწყო და როგორც ჩანს დღემდე გრძელდება.ისინი საერთოდ ვერ იტანენ ერთმანეთს, “I Love Trouble”-ს გადაღების დროს რეჟისორი იძულებული შეიქმნა ზოგიერთი სცენები ცალ-ცალკე გადაეღო.ჯულია ნოლტს ახასიათებს, როგორც “უსასიზიღრეს პიროვნებას”, ხოლო ნიკ ნოლტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:” ის ცუდი ადამიანია, ყველამ იცის რაც არის.”

image

 

7-უილიამ ბოლდვინი და შერონ სტოუნი-Sliver (1993) -შერონ სტოუნს უყვარდა უილიამის წვალება გადაღებების დროს შესვენებისას, ამბობენ, რომ ერთხელ ისე უკბინა ენაზე კოცნის გადაღების სცენის დროს, რომ უილიამს რამდენიმე კვირის განმავლობაში ნორმალურად ლაპარაკი არ შეეძლო.

image

 

8-რიჩარდ გირი და დებრა ვინგერი-– An Officer and a Gentleman (1982) -დებრამ მოგვიანებით აღიარა, რომ ვერ იტანდა ამ ფილმს და რიჩარდ გირს, რომელიც “აგურის კედელს” შეადარა, ხოლო ფილმის რეჟისორ ტეილორ ჰეკფორდს “ცხოველი” უწოდა.

image

 

9-ენტონი ჰოპკინსი და შირლი მაკლეინი-– A Change Of Seasons (1980) -ენტონი ჰოპკინსმა მოგვიანებით აღიარა, რომ “ის იყო ყველაზე უსიამოვნო მსახიობი, ვისთანაც მე ოდესმე მითამაშია”, თუმცა ზუსტი მიზეზი რატომ, არ განუმარტია.

image

 

10-შენონ დოეტრი და ჯეისონ ლი-Mall rats (1995)-ჯეისონმა აღიარა, რომ შენონთან მუშაობა საოცრად უსიამოვნო იყო, ანალოგიური განაცხად შენონმა ჯეისონზე.

image

 

წყარო : intermedia.ge

loading...
თეგები
Close
Close