TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური

25 საინტერესო, ნაკლებადცნობილი ფაქტი “ტიტანიკის” შესახებ

image

ხომალდი – ლეგენდა, ასე უწოდებენ “ტიტანიკს”, რომლის ჩაძირვის საიდუმლოება დღესაც ბურუსითაა მოცული. გთავაზობთ რამოდენიმე საინტერესო, ნაკლებდცნობილ ფაქტს ამ ლეგენდარული ლაინერის შესახებ.

 

image

 

1. “ტიტანიკის” შესახებ პირველი ფილმი მისი ჩაძირვიდან ერთი თვის შემდეგ გადაიღეს. ფილმში მთავარი როლი ითამაშა გემზე მყოფმა მსახიობმა, რომელიც დაღუპვას გადაურჩა

 

image

 

2. კიმ ირ სენი, ჩრდილო კორეის ლიდერი, “ტიტანიკის ” ჩაძირვის დღესაა დაბადებული

 

image

 

3. ხომალდის ბორტზე სულ 12 ძაღლი იმყოფებოდა, მათგან გადარჩა 3

 

image

 

4.”ტიტანიკის” ნამსხვრევები მხოლოდ მისი ჩაძირვიდან 73 წლის შემდეგ აღმოაჩინეს

 

image

 

5. კეიტ უინსლეტი, მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში “ტიტანიკი”, აღნიშნავდა, რომ საშინლად არ მოსწონს ფილმის საუნდტრეკი «My heart will go on». უფრო მეტიც, როცა მას ესმის ეს სიმღერა, უსიამოვნებისაგან აჟრჟოლებს კიდეც

 

image

 

6. სინამდვილეში თანამედროვე ხომალდებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ შეეჯახონ აისბერგს, ვიდრე ეს “ტიტანიკს” ჰქონდა

 

image

 

7. აისბერგმა, რომელსაც “ტიტანიკი” შეეჯახა, მოგზაურობა 2000 წლის წინ დაიწყო

 

image

 

8. ხომალდის 30 მექანიკოსიდან არცერთი არ გადარჩენილა. ისინი დარჩნენ სამანქანო განყოფილებში და ორთქლის მანქანების მუშაობას არეგულირებდნენ მანამ, სანამ ეს შესაძლებელი იყო. ისინი ამას აკეთებდნენ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტ მგზავრს მისცემოდა გადარჩენის საშუალება

 

image

 

9. ლაინერის სამაშველო ნავებში შეიძლებოდა მგზავრების ნახევარზე მეტის მოთავსება, მაგრამ პანიკისა და ქაოსის გამო მგზავრების მესამედმაც კი ვერ მოახერხა ამის გაკეთება

 

image

 

10. “ტიტანიკზე” 16 ახალდაქორწინებული წყვილი იმყოფებოდა, რომლებიც საქორწინო მოგზაურობაში მიდიოდნენ

 

image

 

11. ხომალდზე ყველაზე ძვირფასი ნომრები დოლარის დღევანდელი კურსით 100 000 დოლარი ეღირებოდა

 

image

 

12. კატასტროფაში გადარჩენილი ერთადერთი იაპონელი გაასამართლე ოსტრაქიზმის წესით და ლაჩარი უწოდეს იმის გამო, რომ სხვებთან ერთად არ დაიღუპა

 

image

 

13. “ტიტანიკის” გარდა, არასოდეს არცერთი სხვა ხომალდი არ დაღუპულა აისბერგთან შეჯახების გამო

 

image

 

14. შოკოლადის ფაბრიკის Hershey’s Chocolate დამაარსებელმა მილტონ ჰერშიმ ბოლო წუთებზე გადაიფიქრა ლაინერით გამგზავრება საასწრაფო საქმიანი შეხვედრის გამო

 

image

 

15. “ტიტანიკი” იმდენად დიდი ხომალდი იყო, რომ ის 2 საათისა და 40 წუთის განმავლობაში იძირებოდა

 

image

 

16. მომენტიდან, როცა ხომალდიდან აისბერგი დაინახეს, იმ მომენტამდე, სანამ კურსის შეცვლის შესახებ ბრძანება იქნა გაცემული, 30 წამი გავიდა. რომ არა ეს დაყოვნება, ხომალდი გვერდს აუვლიდა აისბერგს და ტრაგედიაც არ მოხდებოდა

 

image

 

17. არსებობს ვერსია, რომ “ტიტანიკის” დაღუპვის ძირითადი მიზეზი გახდა ეგრეთწოდებული ყინულოვანი მირაჟის ეფექტი, რომელმაც თვითმხილველებს ხელი შეუშალა დროზე დაენახათ აისბერგის კონტურები. ამაზე მეტყველებს გადარჩენილთა ნაამბობი

 

image

 

18. გემის რესტორნის «A la carte»-ს შეფ-მზარეულს იმდენი ალკოჰოლი ჰქონდა დალეული, რომ მშვენივრად გაუძლო 2 საათი ყოფნას ატლანტიკის ოკეანის ყინულივით ცივ წყალში

 

image

 

19. 1997 წელს გამოსულ ფილმს “ტიტანიკი” ჰქონდა გაცილებით მეტი ბიუჯეტი, ვიდრე ხომალდის მშენებლობას თავის დროზე

 

image

 

20. გემზე მყოფი მუსიკოსები შეუჩერებლად უკრავდნენ რამოდენიმე საათის განმავლობაში. უკლებლივ ყველა მუსიკოსი დაიღუპა

 

image

 

21. “ტიტანიკის” მეოთხე საკვამლე მილი დეკორატიული იყო და მხოლოდ ვენტილატორის როლს ასრულებდა

 

image

 

22. ლაინერი იმდენად დიდი იყო, რომ მხოლოდ ნახშირის შეყრას მის ორთქლის ღუმელებში 176 ადამიანი ჭირდებოდა

 

image

 

23. “ტიტანიკს საკუთარი გაზეთიც კი ჰქონდა – “Atlantic Daily Bulletin”, რომელიც ყოველდღიურად გამოდიოდა

 

image

 

24. იმ ტრაგიკულ დღეს ტიტანიკის ბორტზე იმყოფებოდა 2 224 ადამიანი, მათ შორის 711 გადარჩა, დანარჩენები კი დაიღუპნენ. გარდაცვალების მთავარი მიზეზი გახლდათ ჰიპოთერმია ოკეანის ცივ წყალში

 

image

25. კინო – შედევრი “ტიტანიკი “, რომელიც გადაიღო ჯეიმს კამერონმა, წარდგენილი იყო თოთხმეტ ოსკარზე და მიიღო თერთმეტი მათგანი

 

image

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button