არქივი

როგორ მოვაწყოთ სახლი საშობაოდ?

d302c8837d20

როგორ მოვაწყოთ სახლი საშობაოდ?… :)

საშობაო მორთულ-მოკაზმულობა ყოველწლიურად, მოდის შესაბამისად იცვლება. ძირითადი ტრადიციული გადაწყვეტილებები რა თქმა უნდა შეუცვლელი რჩება (მაგ: ნაძვის ხე). თუმცა ჩნდება ბევრი სიახლე. და ყველა ეს შთამბეჭდავი სიახლე საშობაო აქსესუარებისა და მოსართავების შემქმნელების მიერ 11 თვის განმავლობაში დაუღალავი შრომის შედეგია. შობა-ახალი წლის მოდა განვითარებას იანვრის ბოლო კვირიდან იწყებს. კერძოდ, ფრანკფურტის გამოფენაზე CHRISTMAS WORLD საზოგადოება დამდეგი ახალი წლისათვის უკვე აკეთებს არჩევანს.

მრავალ ევროპულ ქვეყანაში საშობაოდ მომზადება 25 დეკემბრის დადგომამდე ბევრად ადრე იწყება. ევროპელები სახლის მორთვასა და მოწყობას ნოემბრის პირველივე დღეებიდან ცდილობენ. ამ დროს ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი სანთელია, რომლის სინათლეც კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებს დღესასწაულს. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანხმად აქცენტი ძირითადად ორ ფერზე კეთდება: წითელი და მწვანე ფერთა საუკეთესო შეხამებაა.

ბოლო წლებში კი ჰოლანდიელი ფლორისტები და იშვიათი კომპოზიციის ოსტატები მრავალფეროვნებას გვირჩევენ. ფერადი ლენტები, ღია ფერის ყვავილები და საღებავები საშობაო მოსართავების მშვენებაა. შობა-ახალი წლისთვის კომპოზიციების შექმნა საკუთარი ხელითაც შეგვიძლია. მოდური ტენდენციების შესაბამისად ფლორისტები ასეთ ვარიანტს გვთავაზობენ: თუ თქვენი სახლის ინტერიერი ნეიტრალურ ტონალობაშია გადაწყვეტილი, მაშინ ფერთა კლასიკური გამა გამოიყენეთ – წითელი მწვანესთან ერთად და მოდას არ ჩამორჩებით. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ფერებიდან ერთ-ერთი მათგანი შედარებით უფრო მეტად უნდა დატვირთოთ.

ცნობისათვის კომპოზიციის შემადგენლობაში შედის ფიჭვის რტო, წითელი და მწვანე სანთლები (არ დაგავიწყდეთ, რომ მოკლე და მსხვილი სანთლები გამოიყენოთ, რომელიც საკმაოდ ლამაზად გამოიყურება), ასევე ფიჭვის ან ნაძვის ოქროსფრად შეღებილი გირჩები, მწვანე ან ნაცრისფერი ხავსი. ამ საზეიმო თაიგულს შეგიძლიათ კიდევ ერთი ტრადიციული შტრიხი – წითელი ფოთლებით მორთული ვარსკვლავი დაუმატოთ. ცოცხალი თეთრი შროშანები და ვარდები საშობაო სუფრის მთავარი სამკაულია.

თუ თქვენ ორიგინალური ფანტაზიები გაწუხებთ, მაშინ კომპოზიციის ყველა შემადგენელი დეტალისათვის შესაბამისი ადგილის მიჩენა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. მითუმეტეს არც თანხის დიდი რაოდენობით გაღება მოგიწევთ. მთავარია პროფესიონალური გათვლა და თქვენი სახლი საშობაოდ იდეალურ ფორმაში იქნება.

მსგავსი ამბები

Back to top button