არქივი

რატომ არ თხოვდებიან ქალები?

5d6795cdf22f

ამბობენ, ყოველ მამაკაცზე 6 ქალი მოდისო. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ქალბატონების უმრავლესობა მეორე ნახევრის გარეშე რჩება, ან თავისი მეორე ნახევრის ,,მეორე მეორე ნახევარია”. თუმცა, ფსიქოლოგების მტკიცებით, მხოლოდ მამაკაცთა სიმწირე არ ყოფილა ქალთა მარტოობის მიზეზი. დანარჩენი გაგრძელებაში…. ;)

სტატისტიკა ძალიან სერიზულია და მის მიხედვით, დაუქორწინებელი ქალების რაოდენობა სულ ცოტათი ჩამორჩება გათხოვილების რაოდენობას. ბევრი სიმპათიური, ზოგი ლამაზიც, განათლებული და წარმატებული ქალი მარტოხელაა. ისინი ვერ პოულობენ ცხოვრების თანამგზავრს. ზოგიერთი კი პოულობს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მათი თანამგზავრის გზა სულ სხვა მხარეს მიდის და ასე შემდეგ.

თუმცა თურმე არსებობს ქალების გაუთხოვრად (ჩვენებურად – შინაბერად) დარჩენის 8 მიზეზი:

1. ძალიან ამოუცნობი

განათლება და მგრძნობიარობა – ეს, რა თქმა უნდა კარგია. ხოლო თუ საათობის ჩაჰკირკიტებთ სიტერატურულ შედევრებს, ხელმძღვანელობთ პრინციპით ,,ნამდვილი ქალი ვალდებულია შეხვედრაზე მინიმუმ ორი საათით დაიგვიანოს” და საყვარელ რომანს იყენებთ საკუთარი ცხოვრების სცენარად, მაშინ თქვენ კაცს ადვილად მიიყვანთ ღრმა შოკის მდგომარეობამდე. თანამედროვე მამაკაცის ცხოვრება ხომ ისედაც სავსეა სტრესებით? ხო და ისიც სასწრაფოდ გაიქცევა სხვა ქალისკენ, რომელიც მისთვის სტრესების რაოდენობის გაზრდაზე არ იფიქრებს.

2. ანგარებიანი

არავის სიამოვნებს თავი იგრძნოს საფულის შესავსებ ერთ-ერთი მოწყოფილობად.

3. ძალიან მომთხოვნი

მოთხოვნები იმდენად ბევრია და იმდენად მაღალი, რომ არც ერთ მამაკაცს არ შესწევს ძალა მისი დაკმაყოფილებისა. შედეგად, ქალი ყოველთვის უკმაყოფილოა. ამითომაც წყვილი ვერ გაექცევა მუდმივ ნეგატიურ განწყობას.

4. ცვალებადი

როცა ქალის ხასიათი და სურვილები ყოველ ხუთ წუთში იცვლება, როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად გრძნობს თავს ამ დროს მამაკაცი? იგი ისეა, როგორც უკაცრიელ კუნძულზე დაკარგული ან ტერორისტის მძევალი, რომელსაც წელზე ბომბი აქვს? ალბათ ცოტ-ცოტა ორივე.

c7d9b21370f9

5. ყველაფრის მცოდნე

სანამ გადაწყვეტთ მამაკაცს ნებისმიერ სიტუაციაში ,,გადმოულაგოთ” საკუთარი განათლების ენციკლოპედია, დაფიქრდით – სჭირდება კი მას ეს? ის ხომ არ გიკითხავთ თქვენ ლექციებს ავტომანქანის ძრავებზე, თევზაობასა თუ ფასიანი ქაღალდების ბრუნვაზე, ან ისეთ თემებზე, რომელშიც თქვენ ვერ ერკვევით. ინფორმაციები გაცვალეთ კომპიუტერის დახმარებით, ხოლო თქვენ საყვარელ ადამიანს თქვენგან თბილი ურთიერთობები სჭირდება.

6. ე.წ.,,სწერვა”
ცხოვრება ერთ ბინაში ზვიგენთან ერთად, და თან – მოლაპარაკესთან.

7. მოწუწუნე

საშუალო მამაკაცი – სულაც არაა სუპერმენი ნერვების გარეშე. და თანაც, სულაც არაა მაზოხისტი. ამიტომაც სულაც არ ესიამოვნება მას ქალბატონთან ერთად იტანჯოს და ისაუბროს ცუდ ამინდზე, ბოროტ უფროსზე ან მოტეხილ ქუსლზე. შეცოდება და უერთიერთობა – ეს არაა ერთი და იგივე.

8. დიქტატორი

არსებობენ მამაკაცები, რომელთაც ყავთ ზედმეტად მზრუნველი დედა, რომელმაც შეაჩვია იგი მუდმივ მეთვალყურეობას, რეჟიმს და ყველაფრის კეთებას ბრძანებებით. მაგრამ ჩვეულებრივი მამაკაცი შეჩვეულია გადაწყვეტილებების მიღებას დამოუკიდებლად (თუნდაც იფიქროს, რომ ეს გადაწყვეტილება მისი მიღებულია ;) ).

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სანამ ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას დავიწყებთ, შევადგინოთ ორი სია – სასურველი და მისაღები (ან მიუღებელი). გარდა ამისა, არ დაგვავიწყდეს შევაფასოთ ჩვენი ხასიათის ნაკლოვანებები და პირიქით. თანაც წარმოიდგინეთ, რომ ის მამაკაცი, რომელიც ხვალ თქვენს გვერდით შეიძლება იყოს, ადგენს მსგავს სიებს….

მგონი ობიექტური პოსტი გამომივიდა… შეაფასეთ… დიიიდიიიი მადლობა ყურადღებისთვის… :thanks:

მსგავსი ამბები

Back to top button