არქივი

ვიტამინები

cd24af7ae4b5

ვიტამინები ისეთი საკვები ნივთიერებებია, რომლებიც კვების პროდუქტებშიშედიან მეტად მცირე რაოდენობით, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არიან, რომ მათ გარეშე შეუძლებელია ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება, ამიტომაც ეწოდათ მაათ ვიტამინები ( ,,ვიტა,, – ლათინურად ნიშნავს სიცოცხლეს) ვიტამიების აღმოჩენა-გამოვლინება და მათზე ნაწილობრივ დასკვნების გაკეთება ეკუთვნის რუს ექიმს ლუნინს..
მეფის მთავრობამ ხელი არ შეუწყო ლუნინს ბოლომდე მიეყვანა ეს მეცნიერული აღმოჩენა. 30 წლის შემდეგ პოლონელმა ქიმიკოსმა ფუნკემ განაგრძო ეს საქმე.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის კვება სრულფასოვანია მხოლოდ მაშინ როდესაც კვების პროდუქტები მდიდარია ვიტამინებით.

32cb937bec71

როდესაც ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა მიზეზით ვერ ღებულობს ვიტამინებს, იგი სუსტდება, უძლურდება და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას სხვადასხვა დაავადებას. ორგანიზმის ასეთ მდგომარეობას ავიტამინოზი ეწოდება.
ავიტამინური მდგომარეობა ადამიანის ორგანიზმში უფრო თვალსაჩინოა ზამთრის მიწურულში და ადრე გაზავხულზე, როდესაც ადამიანი შედარებით მოკლებულია ვიტამინებით მდიდარ პროდუქტებს.
ვიტამინები საჭიროა ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით საჭიროა ისინი მზარდი ორგანიზმისთვის.

179a5ba28094

ვიტამინებზე ადამიანის ორგანიზმის
მოთხოვნილება
ვიტამინებზე ადამიანისორგანიზმის მოთხოვნილება განისაზღვრება გარემოთი, კლიმატური პირობებით, კვების ხარისხით და თვითონ ადამიანის მუშაობის რეჟიმით.
ვიტამინების დიდი მოთხოვნილება აქვთ ადამიანებს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ძუძუმწოვარი ბავშვების დედებს და ფეხმძიმე ქალებს. განსაკუთრებით შესამჩნევია ეს მოთხოვნილემა ორსულობის მე-5 თვიდან და ძლიერდება ძუძუს წოვების პერიოდში.

b27d4d6af527

C ვიტამინის ნაკლებობა დსაკვებში იწვევს მთელ რიგ ავადმყოფურ მოვლენებს ორგანიზმში:სწრაფ დაღლილობას, თავბრუსხვევას, მიდრეკილებას ძილისაკენ, გულის ფრიალს, ნერვიულობას, შრომისუნარიანობის მნიშვნელოვან დაქვეითებას.
C ვიტამინის მთავარი წყაროებია: ხილ-კენკრა და ახალი მწვანილი – ბოსტნეული: კომბოსტო, კარტოფილი, ბოლოკი, ისპანახი, პომიდორი, მწვანე ხახვი და ა.შ. ხილეულიდან C ვიტამინით განსაკუთრებით მდიდარია ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი, ატამი, ქლიავი; კენკრიდან:შავი მოცხარი, მარწყვი, მაყვალი და ა.შ. განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით ასკილის მარცვლები, რომლისგანაც ძირითადა მზადდება ვიტამინური კონცენტრატები და პრეპარატები.

7f159fcaf0fa

B ვიტამინს დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისათვის, აგრეთვე A ვიტამინთან ერთად ის ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტებში, რომლებშიც არის ვიტამინი PP.
A ვიტამინი ეკუთვნის ვიტამინთა იმ ჯგუფს, რომლებიც იშლებიან ე.ი დნებიან ცხიმებში.
A ვიტამინს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ორგანიზმისათვის, განსაკუთრებით მისი ზრდის პერიოდში. ის ხელს უწყობს ძვლების სწორ განვითარებას. ამის გამო A ვიტამინს ზრდის ვიტამინს უწოდებენ.
ამ ვიტამინის ნაკლებობა საჭმელში იწვევს აგრეთვე ე.წ ,,ქათმის სიბრმავეს,, ე.ი ადამიანის მიერ მხედველობის სრულ დაკარგვას სიბნელეში. თუ ადამიანი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სრულებით არ ღებულობს A ვიტამინის შემცველ საჭმელს, ის შეიძლება სრულიად დაბრმავდეს.
A ვიტამინი არის კარაქში, მოუხდელ რძეში, კვერცხის გულში, ღვიძლში ( განსაკუთრებით კი თევზის ღვიძლში).
სტაფილო, ისპანახი, ფოთლოვანი სალათა, ყოველგვარი მწვანილი, როგორც ბაღ-ბოსტნისა, ისე ველურად გაზრდილი, მეტად ასკილის მარცვლები მდიდარია განსაკუთრებული ნივთიერებით, რომელსაც კაროტინი ეწოდება. ადამიანის ორგანიზმში ( ღვიძლში) იმ კაროტინის გადამუშავებით მიიღება ვიტამინი A.

c143605ecf11

D ვიტამინი მეტად მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, მაგრამ არანაკლებ საჭიროა მოზრდილი ადამიანისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი მოკლებულია მზის სხივების ნორმალურ მოქმედებას. მაღოებში მუშაობის ან ჩრდილოეთის ზამთრის მეტად ხანგრძლივი ღამეების დროს მოთხოვნილება ამ ვიტამინზე ძლიერდება.
ძროხის რძეში არის აგრეთვე კალციუმის მარილები, რომლებიც D ვიტამინთან ერთად ხელს უწყობენ ძვლების სისტემის გამაგრებას.

c2eae0b1b495

E ვიტამინი ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში, როგორც შეჯვერედინებაგამრავლების ხელის შემწყობი ვიტამინი.
E ვიტამინი მოიპოვება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული წარმოშობის პროდუქტებში, განსაკუთრებით კი მწვანილეულობაში.

cd24af7ae4b5

ვიტამინი PP იცავს ორგანიზმს პელაგრით დაავადებისაგან, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის მთელი რიგი მოშლილობანი: კანის, საწმლის მომნელებელი ორგანოებისა და ნერვული სისტემის. ვიტამინი PP, ანუ ნიკოტინის მჟავა მოიპოვება საფუარში, შავ პურში, ღვიძლში, ხორცში, რძეში, კომბოსტოში, პომიდორში და ა.შ.

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Back to top button