გასართობისაკითხავისასარგებლო

ფარაონები ქორწინდებოდნენ დებზე?

გამარჯობა, დღეს მე მოგითხრობთ ჩემთვის უსაყვარლეს ქვეყანაზე-ეგვიპტეზე მოდით დავიწყოთ.

მართალია, ყველა დინასტიაში ჯერ კიდევ არ დადასტურებულა, მაგრამ ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონები ინცენტის ცოდვით იყვნენ დამძიმებულნი, რადგან ცნობილია მათი სასიყვარულო ურთიერთობები დებსა და შვილებთან. ფარაონებს ამ შემთხვევაში ერთი მიზანი ამოძრავებდათ – უმაღლესი ძალაუფლება საგუარეულო დინასტიის წიაღში შეენარჩუნებინათ.

ფარაონი, ღმერთკაცი დედამიწაზე, ოსირისის განსხეულობაა, ღვთაებისა, რომელმაც დისა და მეუღლე ისიდას წყალობით სიკვდილს სძლია. ისიდამ ოსირისისგან ვაჟი ჰორი შვა. ეგვიპტის ფუძემდებელი ღვთაებების მიბაძვით, მათი მემკვიდრენი დედამიწაზე სისხლის აღრევის მომხრეები არიან. ეგვიპტეში ტახტის მემკვიდრეობის საკითხი ასე იყო დაყენებული: სამეფო ოჯახის ქალებიც ტახტის პრეტენდენტებად მოიაზრებოდნენ, რადგან ტახტის მემკვიდრეს შეეძლო მამის, ანუ ფარაონის, მთავარი მეუღლის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო. ინცესტის გზით ფარაონი არა მხოლოდ საკუთარი მოდგმისა და ოჯახის სიწმინდეს, არამედ აბსოლიტურ ძალაუფლებასაც ინარჩუნებდა. სამეფო ოჯახის წევრებსა და ნათესავებს შორის ხორციელი სიამტკიბილობანიუფრო ძველი სამეფოს, განსაკუთრებით კი ახალი სამეფოსა და პტოლემეების დინასტიის ხანაში შეინიშნება. განვიხილოთ მაგალითები:

1. ამენჰოტეპ I და მერიტამონი.

და-ძმის ქორწინება.

აშკარაა, რომ ამენჰოტეპის მმართველობის ხანაში სისხლით ნათესაობის პრობლემები იყო. შესაბამისად, არც ართ მათ პირმშოს სრულწლოვნებისთვის არ მიუღწევია.

           

2. რამსეს II და ბენტანატი

მამა-შვილის ქორწინება

მერიტამონი, ბენტანატი და  ნებეტაუი მამის, რამსეს II-ის მთავარ მეუღლეებად ითვლებოდნენ. მისი კიდევ ერთი ქალიშვილი კი, ხენუტმირა, მეორეხარისხოვანი ცოლი იყო. რამსეს II-ს თავის ქალიშვილებთან შვილებიც შეეძინა.

loading...

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Close
Close